Nuk
ნელადექსი - NS / NELADEX - NS


შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:  ნეომიცინის სულფატი 6500 სე, პოლიმიქსინი B სულფატი 10000 სე, ნატრიუმის დექსამეტაზონის მეტასულფობენზოატი 0,25 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, გასუფთავებული წყალი.

 

პრეპარატის კოდი ათქ: R01AD53

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები. დექსამეტაზონი კომბინაციაში.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ნელადექსი-ნს წარმოადგენს ადგილობრივი გამოყენების კომბინირებულ პრეპარატს ოტოლარინგოლოგიაში. პრეპარატის თერაპიული ეფექტი განპირობებულია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ანტიბიოტიკების ნეომიცინის და პოლიმიქსინი B-ს ანტიმიკრობული მოქმედებით და ფენილეფრინის სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედებით. აღნიშნული ანტიბიოტიკების კომბინირებული გამოყენება ზრდის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრს უმრავლეს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, რომლებიც იწვევენ ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების ინფექციურ-ანთებით დაავადებებს.

ნეომიცინი – ამინოგლიკოზიდი, აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:

_ გრამდადებითი ბაქტერიები: Corynebacterium, Listeria monocytogenes;

_ გრამუარყოფითი ბაქტერიები: Acinetobacter baumanii, Branhamella catarrhalis, Campylobacter, Chrobacter freundii, Citrobacter koseri, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Klebsiella, Haemophilus influenzae, Morganella morganii, Proteus mirabils, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Salmonella, Serratia, Shigella, Yersinia.

პოლიმიქსინი B აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: AAcinetobacter, Aeromonas, Alcaligenes, Citrobacter freundii, Citrobacter koseri, Enterobacter, Escherichia coli, Klebsiella, Moraxella, Salmonella, Shigella, Pseudomonas aeruginosa, Stenotrophomonas maltophilia.

 

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის გამოყენებისას თუ ცხვირის ლორწოვანი გარსი არ არის დაზიანებული, მისი აბსორბცია სისხლის მიმოქცევაში პრაქტიკულად არ ხდება.

 

გამოყენების ჩვენება

ცხვირის ღრუს, ხახის, ცხვირის დანამატი წიაღების ინფექციური და ანთებითი დაავადებები:

_ მწვავე და ქრონიკული რინიტი;

_ მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი;

_ სინუსიტი.

 

გამოყენების წესი და დოზები

ნელადექსი-ნს სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ცხვირში გამოყენებისათვის.

მოზრდილებში ინიშნება 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-5-ჯერ დღე-ღამეში.

2,5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 1 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს.

 

უკუჩვენება

_ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

_ ეჭვი დახურულკუთხიან გლაუკომაზე;

_ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება;

_ ვირუსული დაავადებები;

_ ალბუმინურიით მიმდინარე თირკმელების დაავადებები;

_ თირკმელების უკმარისობა;

_ ორსულობა;

_ ლაქტაცია;

_ ბავშვთა ასაკი 2,5 წლამდე.

 

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების ქვემოთ ჩამოთვლილი სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: იშვიათი (≥1/10000, მაგრამ <1/1000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია). 

იშვიათი: გამოვლინებები კანის მხრიდან, ბრონქოსპაზმი, თავის ტკივილი.

სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები

ნელადექსი-ნს სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიით, გულის იშემიური დაავადებებით და ჰიპერთირეოიდიზმით დაავადებულ პაციენტებში.

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა კომპონენტებმა შესაძლებელია გამოიწვიონ დადებითი შედეგი სპორტსმენებში დოპინგ-კონტროლის ჩატარებისას.

მაღალ დოზებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს სისტემური ეფექტები.

პრეპარატი არ გამოიყენება ცხვირის დანამატი წიაღების გამოსარეცხად.

საჭიროა მოერიდოთ პრეპარატის თვალში მოხვედრას. თვალში ან სხვა ლორწოვან გარსებზე შემთხვევით მოხვედრისას, საჭიროა მათი დაუყოვნებელი დამუშავება წყლის დიდი რაოდენობით.

 

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების მონაცემები არ არის.

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ნელადექსი-ნს უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება პედიატრიაში

2,5 წლამდე ბავშვთა ასაკში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემები არ არის დადგენილი.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება განპირობებულია ფენილეფრინის შემცველობით. ფენილეფრინი ამცირებს დიურეტიკების და ჰიპოტენზიული პრეპარატების ჰიპოტენზიულ ეფექტს (მათ შორის, მეთილდოპა, მეკამილამინი, გუანადრელი, გუანეტიდინი). თუ არ არის შესაძლებელი მსგავსი კომბინაციის თავიდან აცილება, მაშინ საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებთან, ასევე ანტიდეპრესანტებთან და ბეტა-ბლოკატორებთან ერთად.

 

ჭარბი დოზირება

სისტემურ სისხლის მიმოქცევაში დაბალი აბსორბციის გამო ჭარბი დოზირება ნაკლებსავარაუდოა.

 

გამოშვების ფორმა

15 მლ-იანი ცხვირის სპრეი თეთრი ფერის პლასტმასის ფლაკონში დოზირებული მოწყობილობით და დამცავით თავსახურით.

1 ფლაკონი და ფურცელ-ჩანართი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოებიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

სად შევიძინოთ?