Nuk
ნეო პეკეს მგზავრობისთვის / Neo peques Buen Viaje


შემადგენლობა: 10 მლ შეიცავს:

ჯინჯერი (Zingiber Officinale Roscoe) 50 მგ, ბარამბო (melissa Officinale) 50 მგ, გვირილა (matricaria Recutita) 50 მგ, ვიტამინი B6 (Pyridoxine)  0.21მგ,  B9 (Folate) 0,03 მგ, ლიმონის წვენი არომატიზატორად

სიროფი შექმნილია ახალმომზადებული ხილის წვენის ბაზაზე. შეიცავს შაქარს
 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეო პეკეს მგზავრობისთვის  - პრეპარატის მოძრაობასთან დაკავშირებული ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება დაკავშირებულია ვესტიბულურ- მხედველობითი კონფლიქტის შედეგად სისხლში მომატებული ჰისტამინის და სეროტონინის დონის შემცირებით.

ჯინჯერი (Zingiber Officinale Roscoe) - მოქმედებს როგორც ცენტრალურად ისე პერიფერიულად.

ცენტრალურად მისი მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური და სეროტონინული რეცეპტორების ბლოკირებით.

პერიფერიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით.

შედეგად: დუნდება გლუვი მუსკულატურა, იხსნება კუჭ-ნაწლავის კუნთების სპაზმი, ქვეითდება  კუჭ-ნაწლავის და სანერწყვე ჯირკვლების სეკრეცია და იხსნება გულისრევა და ღებინება.

 

ვიტამინი B6 (Pyridoxine) -   ნაწლავებში სეროტონინის დონის რეგულაციით არეგულირებს  ღებინებას და გულისრევის შეგრძნებას. ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის გლუვი კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას იმპულსაციის ნორმალიზების ხარჯზე

 

ბარამბო (melissa Officinale), გვირილა (matricaria Recutita) - სასიამოვნო სუნის მქონე მცენარეებია, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის აღგზნებადობას და  და არეგულირებს ღებინებას და გულისრევის შეგრძნებას.

 


ჩვენება:
გადაადგილებასთან დაკავშირებული ღებინება და გულისრევის შეგრძნება 

დოზირების მეთოდი:
- 12 თვ - 14 წლამდე ბავშვებში : 1 ფლაკონი (10 მლ) მგზავრობის დაწყებამდე 15-20 წთ-ით ადრე
- განმეორებით მიღება შესაძლებელია 3 საათის ინტერვალით
- მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 7 ფლაკონია

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. შაქრის შემცველობის გამო არ გამოიყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში

 

 

გამოშვების ფორმა:

10  მლ ფლაკონში მოთავსებული სიროფი ლიმონის არომატით №7

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება 300C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნისთანავე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ,

რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე

 

სად შევიძინოთ?