Nuk
ნეო სპრეი მელატონინი / Neo Spray Melatonin


მოქმედი ნივთიერება
მელატონინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები

შემადგენლობა
მელატონინი,  პირიდოქსინ ქლორჰიდრატი, თიამინი, ბარამბოს ექტრაქტი, ლავანდას ექსტრაქტი, გლიცერინი, ლიმონის არომატიზატორი

გამოშვების ფორმა
სპრეი სუბლინგვალური გამოყენებისთვის  25 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონის სინთეზურ ანალოგს. აწესრიგებს ცირკადულ რითმებს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული  აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს. ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას (აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას დილით გაღვიძების შემდეგ). აფერხებს გონადოტროპინების სეკრეციას. არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.

ჩვენება 
როგორც საძილე საშუალება 
ჩაძინების დროის გახანგრძლივება
როგორც ადაპტოგენი ბიოლოგიური რითმების ნორმალიზაციის მიზნით

დოზირება და მიღების წესი
8 წლიდან ბავშვები და მოზრდილები: 4 შესხურება ყოველ დღე, სასურველია საღამოს ძილის წინ 
როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყლის ცვლისას: ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-5 დღის განმავლობაში 4 შესხურება დაძინებამდე 30-40  წუთით ადრე 
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა:
4 შესხურება დღეში 

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მკვეთრი სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისგან

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება 10-30oC ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ და  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
მითითებულია კოლოფზე. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?