Nuk
ნორმოჯინი / NORMOGIN


შემადგენლობა

ყოველი ვაგინალური 1 გრამიანი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური სუბსტანცია: ლიოფიზილებული კულტურა დორდელაინის ტიპის შერჩეული ბაქტერიებისა 40 მგ.
შემავსებლები: ლაქტოზა, მაგნეზიუმის სტეარატი
ფარმაცევტული ფორმა:
ვაგინალური ტაბლეტი

ფარმაკოლოგიური თვისებები
საკვერცხეების უკმარისობასთან დაკავშირებული ვაგინიტი, იპოფოლეკულური ლეიკორეა, ინფანტილური ვაგინიტი, ხანდაზმული ვაგინიტი, საშოს ქავილი, ვაგინალური დისტროფია.
ტრიქომონული ვაგინიტის ანტიმიკრობული და ანტიბიოტიკური დამუშავების შემდეგ როგორც დამატებითი, დამხმარე საშუალება.

მიღების წესები და დოზები
1 ვაგინალური ტაბლეტი, 1-2-ჯერ დღეში, საშოში მოთავსების გზით.

გვერდითი მოვლენები
არ ყოფილა შემჩნეული. 
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც რეცეპტში არაა აღწერილი, პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს, ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
უსაფრთხოების ზომები წამლის მიღებისას:
ნორმოჯინი არ ცვლის ანტიბიოტიკურ თერაპიას, ან ქიმიოთერაპიას, თუმცა წარმოადგენს საჭირო დანამატს, რომელიც აღადგენს ვაგინას ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, განსაკუთრებით სპეციფიკური მკურნალობის შემდეგ.
დოდერლაინის ბაცილა წარმოადგენს ნორმალურ, არაპათოგენურ ბაცილას ვაგინაში. ამიტომ ნორმაჯინი შეიძლება იქნას გამოყენებული ორსულობისას, ან ლაქტაციისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შემჩნეული არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას. 
შეინახეთ 2oC დან 8oC მდე. 
ვადის გასვლის თარიღი აღნიშნულია გარეთა შეფუთვაზე. 
ყუთზე მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში წამალი არ გამოიყენოთ.

რეგისტრაციის # და თარიღი
ნოემბერი, 2000 წელი.

სად შევიძინოთ?