Nuk
ნორმოსტოპი / normostop


შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს 50 მგ დიმენჰიდრინატს 50

დამხმარე ნივთიერება (შემავსებელი): ლაქტოზა მონოჰიდრატი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნორმოსტოპი  პირველ რიგში გამოიყენება, როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება, განსაკუთრებით ზღვისა და ჰაერისდაავადებების (თვითმფრინავში ფრენის აუტანლობა) დროს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია მისი მოქმედებით შიგნითა ყურის აპარატზე.

 

ჩვენებები:

ზღვისა და ჰაერისდაავადებების პროფილაქიკა და მკურნალობა, მენიერის დაავადება, აგრეთვე გამოიყენება ვესტიბულარული და ლაბირინთული დარღვევების დროს (გულისრევა, ღებინება, თავბრუ) სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიით გამოწვეული სიმპტომების გარდა.

 

მიღების წესები და დოზები:

დოზირება

პრეპარატი უნდა მიღებულ იქნეს ჭამამდე გამგზავრებამდე 30 წუთით ადრე

გამოყენების წესი

მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში.

7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:1/2-1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში

მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილთათვის არ უნდა აჭარბებდეს 7 ტაბლეტს

ჰიპერდოზირება

ჰიპერდოზირების სიმპტომები: პირისა და ყელის სიმშრალე, სახის სიწითლე., სუნთქვის გაძნელება, ცნობიერების აღრევა. ჰიპერდოზირების სიმპტომების გავითარების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

 

გვერდითი მოვლენები:

ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, პირის სიმშრალე, გულისრევა, მხედველობის დაბინდვა, მოძრაობითი რეაქციების შეფერხება.

გვერდითი ეფექტების შესახებ საჭიროა დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.

 

უკუჩვენება:

- პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;

- 1 წლამდე ბავშვები

- ორსულობა;

- ლაქტაცია;

 

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ინიშნება კრუნჩხვითი სინდრომის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, პროსტატის ჰიპერტროფიის, ბრონქული ასთმის დროს

საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აძლიერებს სედატიური და ძილისმომგვრელი პრეპარატების, ანტიდეპრესანტების, ამინოგლიკოზიდებისა და ალკოჰოლის მოქმედებას.

 

შენახვის პირობები და ვადები:

ვარგისიანობა

დამზადების მომენტიდან 3 წელიწადი

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის პერიოდის ამოწურვის შემდეგ

 

შენახვის წესი

შეინახეთ მშრალ, და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?