ნოვოსალიკი / Novosalic


შემადგენლობა: ერთი გრამი შეიცავს:

ბეტამეტაზონის დიპროპიონატი, რომელიც ექვივალენტურია 

ბეტამეტაზონი 0,5 მგ;

სალიცილის მჟავა 30 მგ.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი +კერატოლიზური საშუალება 

 

ათქ კოდი: D07ХC01.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები 

კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით; ახდენს ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ვაზოკონსტრიქციულ, ანტიპროლიფერაციულ, იმუნოდეპრესიულ, კერატოლიზურ, ანტიმიკრობულ, სოკოს საწინააღმდეგო და ადგილობრივ ჰიპოთერმულ მოქმედებას. ამუხრუჭებს ანთების მედიატორების გამოთავისუფლებას, თავიდან აცილებს ნეიტროფილების ზღვრულ  დაგროვებას, ამცირებს ანთებით ექსუდატს და ციტოკინების პროდუქციას, აქვეითებს მაკროფაგების მიგრაციას, იწვევს ინფილტრაციის და გრანულაციის პროცესების შემცირებას. სალიცილის მჟავას არსებობის მეშვეობით, არბილებს კანს, აშორებს რქოვან ნადებს და ხელს უწყობს გკს-ის უფრო ღრმად შეღწევას. მალამოს გააჩნია წყლის განმზიდი მოქმედება და წარმოქმნის დამცავ აპკს, რომელიც იცავს კანს გარეგანი ტენის ზემოქმედებისაგან; გააჩნია ღრმა ცხიმგაჯერებული მოქმედება, უფრო მისაღებია მშრალი  და თხელი კანის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.         

 

მიღების ჩვენებები:

- ფსორიაზი, ეგზემა (განსაკუთრებით ქრონიკული), იხტიოზი, შემოფარგლული მუნი ძლიერი ლიქენიზაციით, ატოპიური დერმატიტი, დიფუზური ნეიროდერმიტი;   

- მარტივი და ალერგიული დერმატიტები;

- ჭინჭრის ციება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა;

- მარტივი ქრონიკული ლიქენი (ორგანული ნეიროდერმიტი);

- დერმატოზები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მკურნალობას სხვა გკს (განსაკუთრებით წითელი მეჭეჭისებრი ლიქენი), წითელი ბრტყელი ლიქენი, კანის დისჰიდროზი.

 

წინააღმდეგჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ბეტამეტაზონის, სალიცილის მჟავას, ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.

კანის ტუბერკულოზი, სიფილისის კანისმიერი გამოვლინებები, ჩუტყვავილა, კანის ვირუსული ინფექციები, კანის პოსტვაქცინური რეაქციები, ღია ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, როზაცეა, ვულგარული ფერიმჭამელები, ბავშვთა ასაკი 6 თვემდე. 

 

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი:

ორსულებში პრეპარატ ნოვოსალიკის ადგილობრივი გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევებში, როდესაც სავარაუდო სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისათვის რისკს. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა იყოს არახანგრძლივი და შემოიფარგლოს კანის საფარველის მცირე მონაკვეთებით. 

ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ ნოვოსალიკის გამოყენება შესაძლებელია მკაცრი ჩვენებებით, მაგრამ ამავე დროს ბავშვის კვების წინ სარძევე ჯირკვლის კანზე პრეპარატის წასმა არ შეიძლება.       

 

მიღების წესი და დოზები:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

პრეპარატი ნოვოსალიკი გარეგანი გამოყენების მალამოს ფორმით, განკუთვნილია გლუვ კანზე გამოსაყენებლად.

ნოვოსალიკის მალამო გამოიყენება დღეში ორჯერ. მალამოს მცირე რაოდენობა თანაბრად ნაწილდება კანის ზედაპირზე, მსუბუქად შეიზილება. მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია ერთჯერადი გამოყენება. 

უწყვეტი მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შემოიფარგლება 3-4 კვირით. უფრო ხანგრძლივი თერაპიის კურსის აუცილებლობისას, რეკომენდებულია პრეპარატის უფრო იშვიათი გამოყენება, მაგ. დღეგამოშვებით. ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას, საჭიროა მკურნალობის გაგრძელება ყველა სიმპტომის გაქრობიდან კიდევ რამოდენიმე ხნის განმავლობაში, ექიმის დაკვირვების ქვეშ, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების რეციდივი. წლის განმავლობაში შესაძლებელია თერაპიის რამდენჯერმე გამეორება. 

 

გვერდითი მოვლენები:

გვედით მოვლენებს, როგორც წესი აქვთ სუსტი ხასიათი.

შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ქავილი, წვა ან სიწითლე). იშვიათად, როგორც სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს აკნესმაგვარი ცვლილებები, ჰიპოპიგმენტაცია, სტრიები, კანის ატროფია, ჰიპერტრიქოზი, ტელეანგიექტაზიები, კანის მეორადი ინფექციები.

ბეტამეტაზონის ხანგრძლივმა, უწყვეტმა და კანის დიდ მონაკვეთზე გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვასთან.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის, ან გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, საჭიროა თერაპიის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.  

 

დოზის გადაჭარბება

ბეტამეტაზონის და სალიცილის მჟავას კომბინაციის ხანგრძლივი და უწყვეტი გამოყენებისას, განსაკუთრებით ბავშვებში, კანის დიდ ზედაპირზე, დარღვეული მთლიანობის კანზე წასმისას, ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენებისას, გამორიცხული არ არის აქტიური კომპონენტების შეწოვის გაძლიერება და სისტემური ეფექტების გამოვლენა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა და სიმპტომური თერაპია.

 

გამოყენება პედიატრიაში

ბავშვებში პრეპარატ ნოვოსალიკის გამოყენება (მალამო გარეგანი გამოყენებისათვის) უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე, სიფრთხილის ზომების მკაცრი დაცვით, რადგან ბავშვებში არსებობს აქტიური ნივთიერებების პროპორციულად დიდი რაოდენობის სისტემური შეწოვის საფრთხე, კანის საფარველის ფართობის სხეულის მასაზე სიჭარბის და ეპიდერმისის არასაკმარისი სიმწიფის გამო. ბავშვებში პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ ნახვევის ქვეშ, განსაკუთრებით პლასტიფიცირებული საფენების ქვეშ, რამაც შესაძლოა გაზარდოს არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

კლინიკურად სარწმუნო ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, არ გამოვლენილა. აკნეს თერაპიისათვის კოსმეტიკური და დერმატოლოგიური საშუალებების, ეთანოლის ან გამოხატული გამშრობი ეფექტის სამედიცინო საპნის შემცველი საშუალებების და ა. შ. ერთდროულმა გამოყენებამ, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

 

განსაკუთრებული მითითებები:

ნოვოსალიკის მალამო განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის კანზე და/ან თავის თმიან ნაწილზე.

საჭიროა თავი აარიდოთ თვალში და ლორწოვან გარსებზე მოხვედრას. როზაცეას ტიპის დერმატიტის, პერიორალური დერმატიტის, კანის არტოფიის და აკნეს განვითარების გამო, მალამოს ხანგრძლივად გამოყენება სახის კანზე რეკომენდებული არ არის. საჭიროა თავი აარიდოთ პრეპარატის გამოყენებას ანოგენიტალურ არეში. 

რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია. კანზე სოკოვანი, ან ბაქტერიული მიკროფლორის განვითარებისას, აუცილებელია დამატებით ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.

 

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე:

მონაცემები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატ ნოვოსალიკის არასასურველი მოქმედების შესახებ, არ არის.

 

გამოშვების ფორმა:

მალამო გარეგანი გამოყენებისათვის 30 გ ტუბში. ერთი ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გაყინოთ.

 

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ურეცეპტოდ