Nuk
ონბრეზ ბრიზჰაილერი / ONBREZ BREEZHALER


შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: indacaterol maleate;
1 კაფსულა შეიცავს  მალეატის ინდაკატეროლს ექვივალენტურად ინდაკატეროლს 150 მკგ ანდა 300 მკგ, რაც შეესაბამება მიზნობრივი განთავისუფლებული  დოზის 120 მკგ- ს  ანდა 240 მკგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჟელატინი.

სამკურნალწამლო ფორმა.
ფხვნილი ინჰალაციისათვის, მყარი კაფსულები.
ფარმაკოთერაპევტული  ჯგუფი. ანდრენერგიული პრეპარატები ინჰალაციური გამოყენებისათვის. ბეტა2-ადრენორეცეპტორების სელექტიური აგონისტები. ATC-კოდი R03A C18.

კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
სასუნთქი გზების შემანარჩუნებელი ბრონქოდილატაციური თერაპია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში. (ფქოდ)

უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა ინდაკატეროლისა ან სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გამოყენების ხერხი და დოზები.
მოზრდილები
რეკომენდებული დოზა - ონბრეზ ბრიზჰაილერის ერთი 150 მკგ კაფსულის შემცველობის ინჰალაცია ონბრეზ ბრიზჰაილერის ინჰალატორით ერთხელ დღე-ღამეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ონბრეზ ბრიზჰაილერის ერთი 300 მკგ კაფსულის შემცველობის ინჰალაციამ ონბრეზ ბრიზჰაილერის ინჰალატორით ერთხელ დღე-ღამეში ცხადყო დამატებითი კლინიკური უპირატესობა ფქოდ-ის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში. მაქსიმალური დოზა - 300 მკგ ერთხელ დღე-ღემეში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისათვის დოზის კორექტირება არაა საჭირო.
ღვიძლისა ან თირკმლების ფუნქციის დარღვევა
პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის ფუნქციის დარღვევა, დოზის კორექტირება არაა საჭირო. არ არის  პრეპარატის გამოყენების მონაცემები  ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მძიმე ხარისხის მქონე პაციენტებში. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის დოზის კორექცია არაა საჭირო.
ონბრეზ ბრიზჰაილერის კაფსულების მიღება აუცილებელია მხოლოდ პერორალურად ინჰალაციურად და ონბრეზ ბრიზჰაილერის ინჰალატორის დახმარებით. კაფსულების გადაყლაპვა არ შეიძლება. დოზის გამოტოვებისას შემდეგი დოზა უნდა მიიღოთ იმავე დროს მომდევნო დღეს.
ონბრეზ ბრიზჰაილერის კაფსულები უნდა ინახებოდეს ბლისტერში და ამოღებულ იქნას იქიდან მხოლოდ უშუალო გამოყენების წინ.
პაციენტებს უნდა მიეცეს ინსტრუქციები სამკურნალწამლო პრეპარატის სწორედ გამოყენების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სუნთქვის გაუმჯობესება არ აღინიშნება, აუცილებელია დააზუსტოთ პაციენტებთან, ყლაპავენ თუ არა ისინი პრეპარატს, შესუნთქვის ნაცვლად.

გამოყენების ინსტრუქცია

1. მოხსენით სარქველი.

2. გახსენით ინჰალატორი:
დაიკავეთ ინჰალატორი ძირით და, გადაწიეთ რა მუნდშტუკი ისრის მიმართულებით,
გახსენით ინჰალატორი.

3. კაფსულის მომზადება:
უშუალოდ გამოყენების წინ, მშრალი ხელებით
ამოიღეთ ერთი კაფსულა ბლისტერიდან. 

4. მოათავსეთ კაფსულა:
ჩადგით კაფსულა ინჰალატორის სპეციალურად განკუთვნილ ადგილას.

არასდროს ჩადგათ კაფსულა უშუალოდ მუდშტუკში.
5. დახურეთ ინჰალატორი:
დახურეთ ინჰალატორი გატკაცუნების     
გაგონებამდე.

6. გახვრიტეთ კაფსულა:
გეჭიროთ ინჰალატორი ვერტიკალურ მდგომარეობაში
 ისე, რომ მუნდშტუკი მაღლა იყოს ამართული.
გახვრიტეთ კაფსულა ორივე გვერდით ღილაკზე 
ერთობლივი დაჭერის გზით.
არ დააჭიროთ ღილაკებს ერთ ჯერზე მეტად.
იმ დროს, როცა კაფსულა იხვრიტება, თქვენ უნდა გაიგონოთ ტკაცუნი.

7.  მთლიანად აუშვით ხელი გვერდით ღილაკებს.

8. ამოისუნთქეთ:
მუდშტუკის პირში ჩადებამდე ღრმად ამოისუნთქეთ.

არ ჩაბეროთ მუნდშტუკში.

9. ჩაისუნთქეთ სამკურნალწამლო საშუალება:
იმისათვის, რომ საწამლე სამკურნალწამლო ღრმად მოხვდეს თქვენს სასუნთქ გზებში, აუცილებელია:

ინჰალატორი გეჭიროთ ისე, როგორც ეს ნაჩვენებია ნახატზე. გვერდითი ღილაკები განლაგებული უნდა იყოს განლაგებული
  თქვენს წინ მარცხნიდან და მარჯვნიდან. არ მოუჭიროთ გვერდით ღილაკებს.
მოათავსეთ მუნდშტუკი პირში და მჭიდროდ მოკუმეთ ტუჩები.
ჩაისუნთქეთ სწრაფად, თანაბრად, მაქსიმალურად ღრმად.
  
10. შენიშვნა:
ინჰალატორით ჩასუნთქვისას კაფსულა ბრუნავს და შესაძლებელია გაიგონოთ ვიბრაცია. თქვენ იგრძნობთ  მოტკბო გემოს, როგორც კი სამკურნალწამლო საშუალება თქვენს ფილტვებში შეაღწევს.
დამატებითი ინფორმაცია
ზოგჟერ კაფსულის მცირე ნაწილაკები შეაღწევენ დამცავ ბადეში და პირში მოხვდებიან. 
თუკი ეს მოხდება, ნაწილაკებს ენაზე იგრძნობთ. ნაწილაკების ჩაყლაპვა ანდა შესუნთქვა უვნებელია. კაფსულის დაქუცმაცების ალბათობა გაიზრდება, თუკი შემთხვევით ერთზე მეტად გაიხვრიტება (პუნქტი 6).
თუკი ვიბრაცია არ გესმით:
კაფსულა ბუდეში გაიჭედა.
თუკი ეს მოხდა:
გახსენით ინჰალატორი და ფრთხილად გამოანთავისუფლეთ კაფსულა, 
ინჰალატორის ძირზე დაკაკუნებით. არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ კაფსულის გამოთავისუფლება გვერდით ღილაკებზე ხელის განმეორებითი დაჭერის გზით. აუცილებლობისას, გაიმეორეთ პუნქტები 8  და 9.
 
11. შეიკავეთ სუნთქვა:
მას შემდეგ, რაც შეისუნთქეთ წამალი:
შეიკავეთ სუნთქვა რაც შეიძლება დიდ ხანს (რათა არ გქონდეთ  უსიამოვნო  შეგრძნებები), და ამავე დროს გამოიღეთ მუნდშტუკი პირიდან.
ამის შემდეგ ამოისუნთქეთ.
გახსენით ინჰალატორი და შეამოწმეთ, დარჩა თუ არა ფხვნილი კაფსულაში. 
თუკი კაფსულაში დარჩა ფხვნილი: 
-დახურეთ ინჰალატორი.
-გაიმეორეთ პუნქტები 8, 9, 10 და 11.

როგორც წესი, საკმარისია 1-2 ინჰალაცია კაფსულის სრული გათავისუფლებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია
ზოგიერთ პაციენტს ინჰალაციის ჩატარებისთანავე აღენიშნება ხველა. თუკი ეს მოხდა, ნუ ღელავთ, რადგანაც ინჰალაციისას პრეპარატის სრული  დოზა მიიღეთ.

12. თქვენი სამკურნალწამლო საშუალების მიღების დასრულებისას:
კვლავ გააღეთ მუნდშტუკი და ამოიღეთ ცარიელი კაფსულა, დახარეთ კამერა  ისე, რომ კაფსულა გადმოვარდეს.
              ცარიელი კაფსულა გადააგდეთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.
დახურეთ მუნდშტუკი და კვლავ დაახურეთ საცობი ინჰალატორს.
არ ჩატოვოთ კაფსულები ინჰალატორში

13. კონტროლის ყოველდღიურ კალენდარში გააკეთეთ აღნიშვნები სამკურნალწამლო  საშუალების შეყვანაზე:

შეფუთვის უკანა მხარეს არის პრეპარატის შეყვანის ყოველდღიური კალენდარი. გააკეთეთ აღნიშვნა იმ კვადრატში, რომელიც შეესაბამება ინჰალაციის დღეს. მოცემული კალენდარის შევსება მოგცემთ საშუალებას არ დაივიწყოთ პრეპარატის მომდევნო ინჰალაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ.

გვერდითი რეაქციები.
პრეპარატის რეკომენდებული დოზების დანიშვნისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო ნაზოფარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა, თავის ტკივილი და კუნთის სპაზმი. ძირითადად, ამ გვერდითი მოვლენების გამოხატულობის ხარისხი მსუბუქია ან ზომიერი.
რეკომენდებული დოზისას პრეპარატი ონბრეზ ბრიზჰაილერის არასასურველი გვერდითი მოვლენების პროფილი ფქოდ-ის მქონე პაციენტებში ავლენს ბეტა2-ანდრენერგიული სტიმულაციის კლინიკურად უმნიშვნელო სისტემურ ეფექტებს. გულის კუმშვადობის სიხშირის საშუალო ცვლილებებმა შეადგინა  წუთში ერთ დარტყმაზე ნაკლები, ტახიკარდია აღინიშნა იშვიათად და ვლინდებოდა ანალოგიური სიხშირით, როგორც პლაცებოს გამოყენებისას. არ აღინიშნებოდა QTсF-ს მნიშვნელოვანი გახანგრძლივება პლაცებოსთან შედარებით. OTсF-ს ინტერვალის შესამჩნევი გახანგრძლივების სიხშირე (ანუ > 450 მც - მამაკაცებში და > 470 მც - ქალებში), ასევე ჰიპოკალიემიის შემთხვევათა სიხშირე ანალოგიური იყო პლაცებოს გამოყენებასთან შედარებით. სისხლში გლუკოზის დონის მოქსიმალური ცვლილებების საშუალო მაჩვენებელი იყო ანალოგიური პრეპარატისა და პლაცებოს გამოყენებისას.
გვერდითი რეაქციები მოყვანილია ორგანოების სისტემების კლასების მიხედვით, MEdDRA-თანახმად, და მოწესრიგებულია სიხშირისდა მიხედვით კლებადობის წესით შემდეგი პირობითი აღნიშვნების შესაბამისად (CIOMS III): ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, <1/10);  არც ისე ხშირად (≥1/1000, < 1/100); იშვიათად (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ინფექციები და ინვაზიები: ძალიან ხშირად - ნაზოფარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხშირად - სინუსიტი.
იმუნური სისტემის მხრიდან: არც ისე ხშირად - მომატებული მგრძნობელობა.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრიდან: ხშირად - შაქრის დიაბეტი, ჰიპერგლიკემია.
ნერვული სისტემის მხრიდან: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; არც ისე ხშირად - პარასტეზიები.
სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ხშირად - გულის იშემიური დაავადება, გახშირებული გულისცემა; არც ისე ხშირად - წინაგულების ფიბრილაცია, ტაქიკარდია.
სასუნთქი სისტემის მხრიდან: ხშირად - ხველა, ყელსა და ხორხში ტკივილი, რინორეა, არც ისე ხშირად - პარადოქსალური ბრონქოსპაზმი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან: ხშირად - ქავილი/გამონაყარი.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან: ხშირად - კუნთოვანი სპაზმი, ძვალ- კუნთოვანი ტკივილი; არც ისე ხშირად - მიალგია.
საერთო ხასიათის გართულებები და რეაქციები შეყვანის ადგილას: ხშირად - პერიფერიული შეშუპება, ტკივილი გულმკერდის არეში, დისკომფორტი გულმკერდის არეში.
მაქსიმალურად რეკომენდებულ დოზაზე ორჯერ უფრო მეტი დოზის მიღებისას ონბრეზ ბრიზჰაილერის უსაგრთხოების პროფილი მთლიანობაში ანალოგიური იყო პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის მისი გამოყენებისას რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას. დამატებითი გვერდითი რეაქცია იყო ტრემორი. ნაზოფარინგიტი, კუნთოვანი სპაზმი, თავის ტკივილი და პერიფერიული შეშუპება წარმოიქმნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე რეკომენდებული დოზის დანიშვნისას.
პრეპარატზე ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა.
მე-3 ფაზის კლინიკური კვლევებისას აღნიშნულ იქნა, რომ საშუალოდ პაციენტების 17-20% აღენიშნებოდა სპორადიული ხველა, რომელიც იწყებოდა ინჰალაციის დაწყებიდან 15 წამის განმავლობაში და გრძელდებოდა 5 წამის მანძილზე. ეს ხველა ძირითადად კარგად გადაიტანებოდა პაციენტის მიერ და არ იწვევდა პაციენტის გათიშვას გამოკვლევიდან რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას. მონაცემები იმაზე, რომ ხველა ინჰალაციის შემდეგ დაკავშირებულია ბრონქოსპაზმთან, გართულებებთან, მდგომარეობის გაუარესებასთან, ავადმყოფობის სიმძიმის გამწვავებასთან ანდა მკურნალობის ეფექტურობის დაწევასთან - არ არსებობს.

ჭარბი დოზირება
ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტებში ერთჯერადი დოზები, რომელიც აჭარბებს მაქსიმალურ რეკომენდებულ თერაპიულ დოზას 10-ჯერ, იყო დაკავშირებული პულსის სიხშირის ზომიერ მომატებასთან, სისტოლიური წნევის მომატებასა და ОТс-ს ინტერვალის გახანგრძლივებასთან.
ინდაკატეროლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, რაც დამახასიათებელია ბეტა2-ადრენორეცეპტორების სტიმულატორებისათვის, ანუ როგორიცაა ტაქიკარდია, ტრემორი, გახშირებული გულისცემა, თავის ტკივილი, გულისრევა, გულისრევა, ძილიანობა, პარკუჭების არითმია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოკალიემია და ჰიპერგლიკემია.
ინდაკატეროლის დოზის გადაჭარბებისას ნაჩვენებია შემანარჩუნებელი და სიმპტომატური მკურნალობა. მძიმე შემთხვევებში პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰოსპიტალში. შესაძლებელია კარდიოსელექტიური ბეტა-ბლოკატორების გამოყენება, მაგრამ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და დიდი სიფრთხილით, რადგანაც მათმა გამოყენებამ შესაძლებერლია გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.

გამოყენება ორსულობისა ანდა ძუძუთი კვებისას
ორსულობა
კლინიკური მონაცემები ონბრეზ ბრიზჰაილერის მოქმედების შესახებ ორსულობისას ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტ-ქალებში არ არსებობს. პოტენციური რისკი უცნობია. რადგანაც შესაბამისი კვლევები სათანადო კონტროლისას ორსული ქალების მონაწილეობით არ ტარდებოდა, ინდაკატეროლის მიღება ორსულობისას შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
საშვილოსნოს შეკუმშვები და მშობიარობა
როგორც ბეტა2-ადრენორეცეპტორების სხვა აგონისტები, ინდაკატეროლიც თრგუნავს სამშობიარო მოქმედებას საშვილოსნოს გლუვ კუნთზე მოდუნებადი მოქმედების შედეგად.
ძუძუთი კვების პერიოდი
უცნობია, აღწევს თუ არა ინდაკატეროლი ადამიანის ძუძუს რძეში. რადგანაც ძალიან ბევრი სამკურნალწამლო საშუალება აღწევს დედის რძეში, მათ შორის სხვა ბეტა2-ადრენერგიული საინჰალაციო პრეპარატი, ონბრეზ ბრიზჰაილერის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა აღემატება ბავშვისთვის  პოტენციურ რისკს.
ფერტილობა
ინდაკატეროლის რეპროდუქტიულ სისტემაზე მოქმედების კვლევამ არ გამოავლინა ფერტილობის საფრთხე.
ბავშვები
პრეპარატი ონბრეზ ბრიზჰაილერი არ უნდა გამოვიყენოთ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

გამოყენების თავისებურებები
ბრონქიალური ასთმა
ონბრეზ ბრიზჰაილერი არ უნდა გამოვიყენოთ ასთმისას, რადგანაც არ არსებობს მონაცემები ამ დაავადებისას პრეპარატის ონბრეზ ბრიზჰაილერი ხანგრძლივი გამოყენების შედეგების შესახებ.
ასთმის სამკურნალოდ გამოყენებისას, ხანგრძლივი მოქმედების ბეტა2-ადრონორეცეპტორების აგონისტები ზრდიან სერიოზული გვერდითი ეფექტების წარმოშობის რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ასთმასთან, ასევე ლეტალური შედეგის რისკს.
ჰიპერმგრძნობელობა.
ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის  დაუყოვნებლივი რეაქციების შემთხვევები ონბრეზ ბრიზჰაილერის პრეპარატის გამოყენების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუკი გამოვლინდა ალერგიული რეაქციის ნიშნები (კერძოდ, გართულებული  სუნთქვა ან ყლაპვა, ენის, ტუჩების და სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი) პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა.
პარადოქსალური ბრონქოსპაზმი
ისევე, როგორც სხვა ინჰალაციური თერაპიის გამოყენებისას, ონბრეზ ბრიზჰაილერის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პარადოქსალური ბრონქოსპაზმი, რაც სიცოცხლისათვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში ონბრეზ ბრიზჰაილერის გამოყენება მაშინვე უნდა შეწყდეს და დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
დაავადების სიმძიმის გაზრდა
ონბრეზ ბრიზჰაილერი არაა ნაჩვენები ბრონქოსპაზმის მწვავე ეპიზოდების მკურნალობის დასაწყისში, ანუ როგორც ურგანტნული თერაპია. ფქოდ-ის სიმძიმის გაზრდის შემთხვევაში პრეპარატის ონბრეზ ბრიზჰაილერი გამოყენებისას უნდა ჩატარდეს პაციენტის ჯანმრთელობისა  და ფქოდ-ის მკურნალობის განმეორებითი შეფასება. არაა რეკომენდებული ონბრეზ ბრიზჰაილერის პრეპარატის სადღეღამისო დოზის მომატება მაქსიმალურ დოზასთან შედარებით.
სისტემური ეფექტები
ონბრეზ ბრიზჰაილერის პრეპარატის რეკომენდებული დოზის გამოყენების შემდეგ კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე როგორც წესი არ შეიმჩნევა, როგორც სხვა ბეტა2-ადრენორეცეპტორის აგონისტების გამოყენების შემთხვევაში, ინდაკატეროლი სიფრთხილით უნდა გამოიყენოს  გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით კორონარული უკმარისობისას, გულის არითმიისა და არტერიალური ჰიპერტენზიისას, პაციენტებში კრუნჩხვითი დარღვევებით ანდა ტირეოტოქსიკოზით, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც არაადექვატურად რეაგირებენ ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტების ზემოქმედებაზე.
როგორც ბეტა2-ადრენორეცეპტორების სხვა აგონისტები, ინდაკატაროლმა შესაძლებელია გამოიწვიოს კლინიკურად შესამჩნევი ეფექტი ზოგიერთი პაციენტის გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე, რაც განისაზღვრება პულსის სიხშირის მომატებით, არტერიული წნევისა და/ან სხვა სიმპტომებით. ამასთანავე შეიძლება წარმოიშვას პრეპარატის მოხსნის აუცილებლობა. ამასთანავე აღინიშნებოდა, რომ ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტები იწვევენ ეკგ-ს ცვლილებების, ისეთი, როგორიცაა T კბილანის წაშლა, QT ინტერვალის გადიდება და ST სეგმენტის დეპრესია. ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
გულ-სისხლძარღვოვანი ეფექტები
როგორც ბეტა2-ადრენორეცეპტორების სხვა აგონისტები, ინდაკატაროლმა შესაძლებელია გამოიწვიოს კლინიკურად შესამჩნევი ეფექტი ზოგიერთი პაციენტის გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე, რაც განისაზღვრება პულსის სიხშირის მომატებით, არტერიული წნევისა და/ან სხვა სიმპტომებით. ამასთანავე შეიძლება წარმოიშვას პრეპარატის მოხსნის აუცილებლობა. ამასთანავე აღინიშნებოდა, რომ ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტები იწვევენ ეკგ-ს ცვლილებების, ისეთი, როგორიცაა T კბილანის წაშლა, QT ინტერვალის გახანგრძლივება და ST სეგმენტის დეპრესია. ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
ჰიპოკალიემია
ზოგიერთ პაციენტში ბეტა2-ადრენორეცეპტორის აგონისტებმა შეიძლება გამოიწვიონ გამოხატული ჰიპოკალიემია, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს გვერდითი მოვლენების განვითარებანდე გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან. სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის შემცირება ზოგადად დროებითია და არ საჭიროებს მის შევსებას. ფქოდ-ის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში ჰიპოკალიემია შეიძლება გაძლიერებული იქნას ჰიპოქსიითა და თანმდევი მკურნალობით, რამაც შესაძლებელია გაზარდოს მიდრეკილება გულის არითმიისაკენ.
ჰიპერგლიკემია
ბეტა2-ადრენერგიული აგონისტების მაღალი დოზით ინჰალაციურმა გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს გლუკოზის დონე სისხლის პლაზმაში. პრეპარატით ონბრეზ ბრიზჰაილერი მკურნალობის დაწყების შემდეგ გლუკოზის დონე სისხლის პლაზმაში სათანადოდ უნდა კონტროლდებოდეს დიაბედით დაავადებულებში.
კლინიკური კვლევებისას სისხლში გლუკოზის  კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები 1-2%-ით აღინიშნებოდა უფრო ხშირად ონბრეზ ბრიზჰაილერის გამოყენებისას რეკომენდებული დოზით პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ონბრეზ ბრიზჰაილერი არ იქნა შესწავლილი პაციენტებში ძნელად კონტროლირებადი შაქრის დიაბეტით.
ავტოტრანსპორტის მართვისას ანდა სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენა.
ონბრეზ ბრიზჰაილერმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვასა ანდა სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე, ამიტომაც პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია თავი შევიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისაგან და სხვა სამუშაოების შესრულებისაგან, რაც ყურადღების კონცენტრაციას ითხოვს.
ურთიერთქმედება  სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები.
სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც ზრდიან ОТc ინტერვალს
როგორც ბეტა2-ადრენორეცეპტორების სხვა აგონისტები, ინდაკატაროლი სიფრთხილით უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებს, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს ანდა სამკურნალწამლო პრეპარატებს, რომელთა მოქმედებამ შეიძლება მიგვიყვანოს QT ინტერვალის გახანგრძლივებამდე, რადგანაც QT ინტერვალზე ნებისმიერი ამ ეფექტებიდან შეიძლება გაძლიერდეს. სამკურნალწამლო პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება QT ინტერვალის გახანგრძლივების ინდუცირება მოახდინონ, ზრდიან პარკუჭოვანი არითმიის წარმოქმნის რისკს. 
სიმპატომიმეტრიული საშუალებები
სხვა სიმპატომიმეტრიული საშუალებების ერთობლივმა მიღებამ (მონოთერაპიასა და კომბინირებული თერაპიის ნაწილის სახით) შესაძლებელია გაზარდოს პრეპარატის  ონბრეზ ბრიზჰაილერი გვერდითი ეფექტები.
ჰიპოკალიემია
თანმდევმა  მკურნალობამ მეთილკსანტინის წარმოებულებით, სტეროიდებით ან დიურეტიკებით შეიძლება გააძლიეროს ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტების შესაძლო ჰიპოკალიემიური ეფექტი.
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებმა შესაძლოა შეამცირონ ანდა გააუვნებელყონ ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტების ეფექტი. ამიტომაც არ შეიძლება ინდაკატეროლის ერთობლივი გამოყენება ბეტა-ადრენორეცეპტორების აგონისტებთან ერთად (თვალის წვეთების ჩათვლით), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება მათი იძულებითი დადასტურებული გამოყენება. აუცილებლობისას უპირატესობა ენიჭება ბეტა-ადრენორეცეპტორების კარდიოსელექტიურ ბლოკატორებს, თუმცა მათი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს.
მეტაბოლიზმი და სამკურნალწამლო ურთიერთქმედებები
ინდაკატეროლის კლირენსის საკვანძო მონაწილეების ინჰიბირება, CYP3A4 და  P-ჰიკოპროპტეინის (P-ჰპ), არ ახდენს ზეგავლენას ონბრეზ ბრიზჰაილერის თერაპიული დოზების უსაფრთხოებაზე. სამკურნალწამლო ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული იყო ძლიერი და სპეციფიკური ინჰიბიტორების CYP3A4 და P-ჰპ -ის (კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, ვერაპამილი და რიტონავირი) გამოყენებით. ვერაპამილი გამოიყენებოდა P-ჰპ პრპტოტიპური ინჰიბიტორის სახით და გამოიწვია AUC-ს მნიშვნელობის 1,4-ჯერადი  გაზრდა და Cmax-ის მნიშვნელობის 1,5-ჯერადი  გაზრდა. ერითრომიცინისა და ონბრეზ ბრიზჰაილერის ერთობლივმა გამოყენებამ გამოიწვია AUC-ს მნიშვნელობის 1,4-1,6 -ჯერადი  გაზრდა და Cmax-ის მნიშვნელობის 1,2 -ჯერადი  გაზრდა. CYP3A4 და P-ჰპ -ის კომბინირებულმა  ინჰიბირებამ  კეტოკონაზოლის ძალიან ძლიერი ორმაგი ინჰიბიტორის გამოყენებით ხელი შეუწყო AUC-სა და Cmax-ის მნიშვნელობის ორმაგსა და 1,4 -ჯერად  გაზრდას შესაბამისად. რიტონავირით თანმდევმა მკურნალობამ, CYP3A4 და P-ჰპ-ის კიდევ ერთმა ორმაგმა ინჰიბიტორმა, გამოიწვია AUC-ს 1,6-1,8 -ჯერად  გაზრდა, მაშინ როდესაც Cmax არ შეიცვალა. ერთობლივად მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ სისტემური კლირენსი ახდენს აქტივობის მოდულაციის ზემოქმედებას როგორც P-ჰპ-ზე, ისე CYP3A4-ზე და რომ AUC-ს ორმაგი გადიდება, რაც გამოწვეულია კეტოკონაზოლის ძლიერი ორმაგი ინჰიბიტორით, შეიძლება ჩაითვალოს მაქსიმალური კომბინირებული ინჰიბირების შედეგად.
ექსპოზიციის გაზრდის სიდიდე სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შედეგად არ იწვევს რაიმე საშიშროებას, თუ მხედველობაში მივიღებთ ონბრეზ ბრიზჰაილერის პრეპარატით მკურნალობის უსაფრთხო გამოცდილებას კლინიკური გამოცდისას ერთ წლამდე პერიოდში რეკომენდებულ თერაპევტულ დოზაზე ორ-ოთხჯერ აღმატებული დოზებით.
არ იყო გამოვლენილი, რომ ონბრეზ ბრიზჰაილერი იწვევს სამკურალწამლო ურთიერთქმედებებს თანამდევ სამკურნალწამლო საშუალებებთან. In Vitro კვლევებმა ცხადყვეს, რომ ინდაკატაროლს გააჩნია ძალიან მცირე პოტენციალი, რათა გამოიწვიოს მეტაბოლური ურთიერთქმედებები სამკურნალწამლო საშუალებებთან სისტემური ექსპოზიციის დონეზე, რაც მიიღწევა კლინიკურ პრაქტიკაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
მოქმედების მექანიზმი
ინდაკატაროლი - ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტი, გამოიყენება დღე-ღამეში ერთხელ. ბეტა2-ადრენორეცეპტორების აგონისტების ფარმაკოლოგიური ეფექტები, ინდაკატაროლის ჩათვლით, ნაწილობრივ მაინც, განპირობებულია შიდაუჯრედოვანი ადენილციკლაზის სტიმულაციით - ფერმენტისა, რომელიც კატალიზირებს ატფ-ს გადაქცევას ციკლურ -3’, 5’-ადენოზინმონიფოსფატად (ციკლური მონოფოსფატი). ციკლური ამფ-ს გადიდებული დონე იწვევს ბრონქების გლუვი კუნთების მოდუნებას. In Vitro კვლევებმა ცხადყო, რომ ინდაკატაროლს გააჩნია ბეტა2-რეცეპტორების აგონისტის აქტივობა, რომელიც 24-ჯერ უფრო მაღალია ბეტა1-რეცეპტორებისა მიმართ და 20-ჯერ უფრო მაღალი ბეტა3-რეცეპტორებისადმი. სელექტურობის ეს პროფილი ფორმოტეროლის ანალოგიურია.
ინჰალაციის შემდეგ ინდაკატაროლი მოქმედებს ადგილობრივად ფილტვებში როგორც ბრონქოდილატატორი. ინდაკატაროლი ნანომოლარული აქტივობის ადამიანის ბეტა2-ადრენორეცეპტორების  პრაქტიკულად სრული აგონისტია. ადამიანის იზოლირებულ ბრონქში ინდაკატაროლმა აჩვენა მოქმედების სწრაფი დაწყება და ხანგრძლივობა.
ფარმაკოდინამიური ეფექტები
ონბრეზ ბრიზჰაილერი, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში ერთ და იმავე დროს ყოველდღიურად დილით ან საღამოს, უზრუნველყოფს ფილტვების ფუნქციის შესამჩნევ გაუმჯობესებას 24 საათის განმავლობაში მთელი რიგი კლინიკური ფარმაკოდინამიური  კვლევისას და პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის კვლევისას. შეიმჩნეოდა მოქმედების სწრაფი დაწყება ონბრეზ ბრიზჰაილერით ინჰალაციის შემდეგ 5 წუთის განმავლობაში ბეტა2-ადრენორეცეპტორების სწრაფმოქმედ აგონისტთან - 200 მკგ სალბუტამოლთან შედარებით, და სტატისტიკურად მოქმედების უფრო სწრაფი დაწყება 50/500მკგ სალმეტეროლ/ფლუტიკაზონთან შედარებით. ონბრეზ ბიზჰაილერის მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ინჰალაციიდან 2-4 საათის შემდეგ. ბრონქოლიტური ეფექტი არ იყო დამოკიდებული დოზის შეყვანის დროზე (დილით თუ საღამოს).
ონბრეზ ბრიზჰაილერი ამცირებდა  ზომიერი ან მძიმე ფქოდ-ის ხარისხის მქონე პაციენტების ფილტვების გადაჭიმვას, როგორც მოძრაობისას, ისე სიმშვიდის მდგომარეობაში.

ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
ინდაკატაროლის სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო შეადგენდა დაახლოებით 15 წუთს ერთჯერადი ან განმეორებითი საინჰალაციო დოზების შეყვანიდან. ინდაკატაროლის სისტემური მოქმედება იზრდებოდა დოზის პროპორციული გაზრდისას (150 მკგ-დან 600 მკგ-მდე), ინდაკატაროლის აბსოლუტური ბიოხელმისაწვდომობა ინჰალაციური დოზის მიღებიდან საშუალოდ შეადგენდა 43%. სისტემური მოქმედება გამპირობებულია ინდაკატაროლის ფილტვებსა და ნაწლავებში აბსორბციის შესატყვისობით.
სისხლის შრატში ინდაკატაროლის კონცენრტაცია იზრდება ინდაკატაროლის განმეორებითი შეყვანისას ერთხელ დღე-ღამეში. წონასწორული  მდგომარეობა მიიღწევა 12-14 დღის განმავლობაში. 
ინდაკატაროლის კუმულაციის საშუალო დამოკიდებულება, ანუ AUC-ს დოზირების 24 საათიანი ინტერვალისას მე-14 დღეს, პირველ დღესთან შედარებით იმყოფებოდა 2,9-დან 3,5-მდე დიაპაზონში ინჰალაციური დოზებისათვის 150 მკგ-დან 600 მკგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ.
განაწილება
ინფუზიის შემდეგ ინდაკატაროლის გადანაწილების მოცულობა შეადგენდა 2557 ლიტრს, რაც მოწმობს მის მნიშვნელოვან განაწილებაზე. ინდაკატაროლის in vitro დაკავშირება შრატის ცილებსა და სისხლის პლაზმასთან შეადგენდა 94,1-95,3% და 95,1-96,2% შესაბამისად.
ბიოტრანსფორმაცია/მეტაბოლიზმი
რადიოაქტიურად მონიშნული ინდაკატაროლის პერორალური მიღების შემდეგ ადამიანებში ADME-ს კვლევისას (აბსორბცია, განაწილება, მეტაბოლიზმი და გამოყოფა)  ინდაკატაროლი უცვლელი სახით იყო ძირითადი კომპონენტი, რომელიც გამოვლინდებოდა სისხლის შრატში და შეადგინა AUC-ს ჯამური მაჩვენებლის მესამედი 24 საათში. ჰიდრიქსილირებული წარმოებული მეტაბოლიტი იყო გაცილებით მნიშვნელოვანი სისხლის შრატში. ინდაკატეროლის ფენოლური O-გლიუკორონიდი და ჰიდროქსილირებული ინდაკატეროლი აგრეთვე მნიშვნელოვანი მეტაბოლიტები იყო. აგრეთვე განისაზღვრა შემდეგი მეტაბოლიტები: ჰიდროქსილირებული წარმოებულის დიასტერეომეტრი, ინდაკატეროლის N-გლიუკორონიდი და  C- და  N- დიალკირილებული პროდუქტები.
 in vitro კვლევებმა ცხადყვეს, რომ UGT1A1-ს იზოფორმა არის ერთადერთი იზოფორმა ურიდინდიფოსფატგლიუკორონოზილტრანსფერაზისა (UGT), რომელმაც მოახდინა ინდაკატეროლის მეტაბოლიზირება  ფენოლურ O-გლიუკორონიდამდე. მჟანგავი მეტაბოლიტები აღმოჩენილ იქნა ინკუბაციისას რეკომბინანტურ CYP1A1,  CYP2D6 და  CYP 3A4.CYP3A4  ითვლება დომინირებულ იზოფერმენტად, რომელიც მონაწილეობას იღებს ინდაკატეროლის ჰიდროქსილირების პროცესში. in vitro კვლევებმა გამოავლინა აგრეთვე, რომ ინდაკატეროლი არის დაბალაფინებული სუბსტრატი P-გლიკოპროტეინის ეფლუქსური პომპისათვის.
გამოყოფა
ინდაკატეროლის კონცენტრაცია სისხლის შრატში მცირდება რამდენიმე ეტაპად ნახევრადგამოყოფის საბოლოო პერიოდის საშუალო მნიშვნელობით 45,5-დან 126 საათამდე დიაპაზონით. ნახევრად გამოყოფის ეფექტური პერიოდი, რაც განსაზღვრულია ინდაკატეროლის კუმულაციის მაჩვენებლის საფუძველზე განმეორებითი დოზის შეყვანის შემდეგ, იზომებოდა 40-დან 52 საათამდე დიაპაზონიში, რაც შეესაბამება წონასწორული მდგომარეობის მიღწევის დროს, რომელიც შეადგენს 12-14 დღეს.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ასაკის, სქესისა და სხეულის მასის პრეპარატის სისტემურ მოქმედებაზე გავლენის ანალიზმა ფქოს-ით დაავადებულ ფაციენტებში ინჰალაციის შემდეგ ცხადყო, რომ ონბრეზ ბრიზჰაილერის გამოყენება შეიძლება უსაფრთხოდ გამოვიყენოთ ყველა ასაკობრივ თუ წონით ჯგუფში სქესისდა მიუხედავად. განსხვავება ეთნიკურ ქვეჯგუფებს შორის პაციენტების ყველა ჯგუფში არ აღინიშნებოდა.
ინდაკატეროლის ფარმაკოკინეტიკა შეისწავლებოდა ორ სხვადასხვა UGT1A1 გენოტიპში - სრულად ფუნქციონალური [(TA)6, (TA)6]გენოტიპი და დაბალაქტიური გენოტიპი [(TA)7 (TA)7] (ჟილბერის სინდრომის გენოტიპი). კვლევამ აჩვენა, რომ ინდაკატეროლის AUC-სა და  Cmax მნიშვნელობა თანაბარი კონცენტრაციისას იყო 1,2-ჯერ მაღალი გენოტიპში [(TA)7(TA)7], რაც მიუთითებს იმაზე, რომ  UGT1A1-ს გენოტიპიური სახესხვაობა მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას ახდენს ინდაკატეროლის მიმართ სისტემურ ექსპოზიციაზე.

ფარმაცევტული მახასიათებლები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე უფერო კაფსულები ლოგოტიპით ნოვარტისი   შავი ფერის შავი შეუკრავი რკალური ხაზის ქვეშ კაფსულის თავსახურზე და წარწერით IDL150 შავი ფერის შავი შეუკრავი რკალური ხაზის ზევით კაფსულის კორპუსზე; შეიცავს ფხვნილს თეთრიდან პრაქტიკულად თეთრ ფერამდე.
გამჭვირვალე უფერო კაფსულები ლოგოტიპით ნოვარტისი   ლურჯი  ფერის ლურჯი შეუკრავი რკალური ხაზის ქვეშ კაფსულის სახურავზე და წარწერით IDL 300  ლურჯი ფერის ლურჯი შეუკრავი რკალური ხაზის ზევით კაფსულის კორპუსზე; შეიცავს ფხვნილს თეთრიდან პრაქტიკულად თეთრ ფრამდე.
შენახვის ვადა.  
2 წელი

შენახვის პირობები. 
შეინახეთ არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისაგან დასაცავად. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა
10 კაფსულა ბლისტერში; 3-3 ბლისტერი ინჰალატორთან ერთად მუყაოს ყუთში.

გაცემის კატეგორია
რეცეპტით.
სად შევიძინოთ?