Nuk
ოპერილი / Operil®


შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი.
1 მლ ხსნარი შეიცავს ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0,5 მგ.
1 შესხურება (0,05 მლ) შეიცავს 0,025 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, გაწმენდილი წყალი.
შეფუთვა: 10 მლ გამჭვირვალე უფერო ხსნარი სპრეი-ფლაკონში მექანიკური შესასხურებელი მოწყობილობით, მუყაოს ყუთში ინსტრუქციით.

რა არის ოპერილი® და რისთვის გამოიყენება იგი
ოპერილი შეიცავს ოქსიმეტაზოლინს, რომელიც გამოიყენება ნაზალური დეკონგესტანტის სახით (საშუალებები ცხვირის გაჭედვის წინააღმდეგ). არტერიოლების შევიწროების წყალობით, იგი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებულობას და ცხვირიდან გამონადენს. ამსუბუქებს სუნთქვას ცხვირიდან, ხსნის ცხვირის ღრუებს, ცხვირის ღრუს დანამატ წიაღებს (სინუსებს) და ევსტაქის მილს, ასევე არბილებს გაციების სიმპტომებს. ოპერილი იწყებს მოქმედებას რამოდენიმე წუთში, და მისი მოქმედება გრძელდება 12 საათამდე.
პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ოპერილი ახდენს ანტივირუსულ ზემოქმედებას გარკველ ვირუსებზე, რომლებიც წარმოადგენენ რესპირატორული დაავადებების ძირითად გამომწვევებს.

გამოყენების ჩვენებები:
- მწვავე რინიტი;
- ალერგიული რინიტი;
- რინოსინუსიტი;
- შუა ყურის ანთება (ევსტაქის მილის ფუნქციონირების გასაუბჯობესებლად) (საშუალო ოტიტი).

ოპერილის® გამოყენების დაწყემაბდე
უკუჩვენებები:
ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოქსიმეტაზოლინზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა დამხმარე ნივთიერებაზე;
ცხვირის ლორწოვანის მშრალი ანთება ქერქებით (ცხვირის ლორწოვანის ატროფიული ანთება).

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალუირეობის ქვეშ შემდეგ შემთხვევებში:
- ქრონიკული გულის უკმარისობა;
- არტერიული ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა);
- გულის არითმია (არარეგულარული გულისცემა);
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა (მომატებული შიდა თვალის წნევა); 
- წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია;
- პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა);
- შაქრიანი დიაბეტი;
- ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა).

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია 7 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
უნდა მოერიდოთ პრეპარატის ხანგრძლივ ან ჭარბი დოზით გამოყენებას.

სხვა პრეპარატების მიღება
თუ თქვენ ღებულობთ, არც ისე დიდი ხნის წინ ღებულობდით ან, შესაძლოა, მიიღებთ სხვა პრეპარატებს, ურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით, შაეტყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ჭარბი დოზირების ან შიგნით მიღების შედეგად პრეპარატი აბსორბირდება, მაშინ შესაძლოა გაძლიერდეს მისი გავლენა არტერიულ წნევაზე იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან მაპროტილინი). იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ერთდროულად მაო-ინჰიბიტორებს დეპრესიის წინააღმდეგ, შესაძლოა, განუვითარდეს ჰიპერტონული კრიზიც კი (მომატებული არტერიული წნევა, ძლიერი თავის ტკივილი, ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა, შეშუპება). 

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსული და მეძუძური ქალებისთვის დაუშვებელია ოპერილის® მიღება თვითმკურნალობის მიზნით. 
ოპერილის მიღება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, მხოლოდ თუ მას ექიმი დაგინიშნავთ.
მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე შესწავლილი არ იყო. რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას, ოპერილმა არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედება და შეუძლია კანისმიერი რეაქციების გამოწვევა.

როგორ უნდა გამოიყენოთ ოპერილი®
ოპერილი ნაზალური სპრეი განკუთვნილია მოზრდილებისთვის და 7 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის.2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოსადეგია პრეპარატის სხვა ფარმაცევტული ფორმები. ადგილობრივად, ცხვირში შესასხურებლად.

ჩვეულებრივი დოზა
მოზედილები და 7 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: 1-2 შესხურება თითოულ ცხვირის გასასვლელში 2-3-ჯერ დღეში; ამასთან, დაიცავით ნაზალური სპრეის შეყვანის ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქცია.
პრეპარატის გამოყენება შეუძლებელია 7 წლამდე უმცროსი ბავშვების სამკურნალოდ. 
ოპერილის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა თითოეული ცხვირის გასასვლელისთვის შეადგენს ორ შესხურებას დღეში სამჯერ.
დამოუკიდებელი მკურნალობისას ოპერილი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ რეკომენდებული დოზებით და არა უმეტეს 5-7 დღისა.
თუ სამი დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შეფასების შემდეგ ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.
ნაზალური სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ გამოსაყენებლად. რამოდენიმე პაციენტის მიერ ერთი სპრეი-ფლაკონის გამოყენება შესაძლოა გახდეს ინფექციის განვითარების ან გადაცემის მიზეზი. თითოეული გამოყენების შემდეგ საცმი უნდა გაწმინდოთ სუფთა ცხვირსახოცით.

ნაზალური სპრეის შეყვანის ინსტრუქცია
პრეპარატის სწორი გამოყენება ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს და აძლიერებს პრეპარატის ეფექტურობას.
საგულდაგულოდ გამოიწმინდეთ ცხვირი.
მოხსენით დამცავი ხუფი.
ახალი ფლაკონის პირველი გამოყენების წინ გამოუშვით ჰაერში ხსნარი გარკვეული რაოდენობით საცმიდან; შეანჯღრიეთ ფლაკონი (საცმის ქვემოთ დაჭერით) რამოდენიმეჯერ, სანამ არ დაინახავთ შესასხურებულ ხსნარს.
დახარეთ თავი წინ, ისე, რომ დაინახოთ ფეხების ფრჩხილები. მარჯვენა ხელით შეიყვანეთ საცმი მარცხენა ნესტოში, მიმართეთ იგი ცხვირის გარეთა კედლისკენ. შეისუნთქეთ ცხვირიდან, დააჭირეთ საცმს ქვემოთ, პრეპარატის დოზის შესასხურებლად.
ამის შემდეგ მარცხენა ხელით შეიყვანეთ საცმი მარჯვენა ნესტოში, მიმართეთ იგი ცხვირის გარეთა კედლისკენ, და შეისხურეთ დოზა, ცხვირში შესუნთქვისას.
გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ საცმი სუფთა ცხვირსახოცით და დაახურეთ მას დამცაცი ხუფი.

ჭარბი დოზირება
თუ თქვენ დაუდევრობის გამო დალიეთ მოცემული პრეპარატი, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.
პრეპარატის ჭარბი დოზის გამოყენების შემდეგ შესაძლოა გაგიჩნდეთ ცხვირში წვის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე და ცემინება. ჭარბი დოზა, შინაგანად პრეპარატის მიღება ან მწვავე ინტოქსიკაცია იწვევს უძილობას, თავის ტკივილს, თვალის გუგების შევიწროებას, არტერიული წნევის ცვალებადობას, ტაქიკარდიას ან ბრადიკარდიას, ჰიპოთერმიას და გონების დაკარგვას. როგორც წესი, დოზის შემცირებისას, ეს სიმპტომები ქრება 12-36 საათში.

დოზის გამოტოვება
ნუ გამოიყენებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.
დამატებითი კითხვებით პრეპარატის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა პრეპარატების მსგავსად, ოპერილმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უჩნდება.
არც ისე ხშირი: მომატებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია), არასასიამოვნო შეგრძნება აჩქარებული ან ძლიერი გულისცემისას, შენელებული გულისცემა.
იშვიათი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, აღგზნება, წარმავალი სიმშრალე და ცხვირში წვის შეგრძნება ძალიან მგრძნობიარე პაციენტებში, სიმშრალე პირში და ყელში, ცემინება.
სიხშირე დადგენილი არ არის: გულისრევა, ხანგრძლივი, ჭარბი გამოყენებისას და მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია ცხვირის ლორწოვანის შეშუპების განვითარება (მედიკამენტოზური რინიტი).
უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტის განვითარებისას: მომატებული არტერიული წნევა, არასასიამოვნო შეგრძნებები აჩქარებული ან ძლიერი გულისცემისას, შენელებული გულისცემა, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, უძილობა, აღგზნება. 
გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმავევტს. ეს ასევე განეკუთვნება შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ნახსენები მოცემულ ინსტრუქციაში.

შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?