Nuk
ორვიქოლდი / Orviqold


სავაჭრო დასახელება

ორვიქოლდი

აღწერა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი, ფორთოხლის სუნით დასაშვებია რბილი გუნდების არსებობა. ორვიქოლდი (ფორთოხალი)

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი, ლიმონის სუნით, დასაშვებია რბილი გუნდების არსებობა. ორვიქოლდი(ლიმონი)

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი, ჟოლოს სუნით, დასაშვებია რბილი გუნდების არსებობა. ორვიქოლდი(ჟოლო)

 

გამოშვების ფორმა

ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად (ფორთოხალი, ლიმონი, ჟოლო)

 

შემადგენლობა

ერთი პაკეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:პარაცეტამოლი 325მგ,ფენირამინი მალეატი 20მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ,

დანხმარე ნივთიერებები:უწყლო  ლიმონმჟავა,შაქარი,არომატიზატორი(ფორთოხალი, ლიმონი,ჟოლო).

 

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი:

ანალგეზიური საშუალებები,ანალიდები

ATC Code: N02BE51

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

კომბინირებული სამურნალო საშუალება,ახასიათებს სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება.~

პარაცეტამოლს ახალიათებს სიცხის დამწევი, ანალგეზიური და გარკვეული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ტკივილის სინდრომს, რომელიც აღინიშნება გაციების დროს, ყელს ტკივილის, თავის ტკივილის, კუნთების ტკივილის დროს. ამცირებს მაღალ ტემპერატურას, ბლოკავს პირველი და მეორე ტიპის ციკლოოქსიგენაზას, უპირატესად  ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, პერიფერიულ ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზის მაბლოკირებელი ოქმედების არ არსებობის გამო არ მოქმედებს ქყალ მარილოვან  ცლაზე(Na და წყლის შეკავება) და კუჭნაწლავის ლორწოვან გარსზე.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს ახასიათებს სიმპტომიმეტური ეფექტი ამცირებს ჰიპორემიას და შეშუპებას.

ფენირამინის მალეატი წარმოადგენს H რეცეპტორების ბლოკერებს, ახასიათეს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ინფექციის ადგილობრივი ექსუდაციური გამოვლინების შემცირებას, ახდენს ცრემლდენის კუპრირებას, ამცირებს თვალების,ცხვირის ქავილს, ამცირებს რინორეას.

 

გამოყენების ჩვენება

გრიპისა და გაციების ხანმოკლე სიმპომური მკურნალობა, რომელსაც თან ახლავს ცხელება, თავის ტკივილი, შემცივნება, სურდო, ცხვირის დახშიბა, ცემინება, სხეულის ტკივილი.

უკუჩვენება:

ჰიპერმგნობელობა სამკურნალო საშუალების შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმლის მძიმე უკმარისობა, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერტენზია, შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქცია, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლაის წყლული, შაქრიანი დიაბეტი, დახრულკუთხოვანი გალუკომა, ჰემოლიზური ანემია, ალკოჰოლიზმი, გლუკო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას.

 

გამოყენების მეთოდები და დოზირება:

შიგნით 1პაკეტის შემცვლელობა იხსნება 1 ჭიქა ადუღებულ წყალში, უნდა დაილიოს ცხელი.

მოზრდილებში და 12წელზე უფროს ასაკის ბავშვებში 1პაკეტი 4-6საათში ერთხელ (სიმპტომების შემსუბუქებისს აუცილებლობის მიხედვით) არაუმეტეს 3პაკეტი დღეში.

ერთჯერადმა დოზამ არ უნდა გადააჭაროს 1პაკეტს, რეკომენდებული არ არის 7 დღეზე  დიდხანს გამოყენება.

თუ თქვენ გაგიჩნდათ ეჭვი ან შეკითხვებით მიმართეთ მკურნალ ექიმს.

 

გვერდითი მოქმედება:
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, ანემია, აგრანულოციტოზი, სულფოჰემოგლობინემია;

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიმპერმგრძნობელობა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, სტივენ ჯონსის სინდრომი.

ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, თავბრხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ცნობიერების დაბინდვა, ტრემორი, აგზნებადობა.

გულ-სისხძარღვთა მხრივ: ტაქიკარდია, რეფლექტორული ბრადიკარდია, ქოშინი, რეფლექსების სისტემის დაქვეითება,

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ:გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, სიარეა,მუცლის ტკივილი, გულძმარვა, მადის დაქვეითება.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი, ასთმითი შეტევა აცესტილციტეინის აუტანლობის დროს.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეტოტოქსიკური მოქმედება, (მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას)

თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ: ინტერსტიციალური ნეფრიტი, შარდის შეკავება,  შარდის გამოყოფის გაძნელება.

მხედველობის ორგანოების მხრივ:მიდრიაზი, თვალშიდა წნევის მომატება, აკომოდაციის დარღვევა.

კანისა და კანვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, მულტიფორმული ერითრემა,

სხვა:ჰიპოგლიკემია, ზოგადი სისუსტე, მომატებული ოფლიანობა,

გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთების რომლებიც არ არის ჩამონათვალში, აუცილებელია სამკურნალო საშუალების შეწყვეტა  და ექიმის კონსულტაცია.

ჭარდბი დოზირება:

პარაცეტამოლით გამოწვეული სიმპტომები:

ჰეპატოტოქსიკური ეფექტი, მძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის ნეკროზი, რასაც თან ახლავს ღებინება მუცლის ტკივილი, შეიძლება გამოვლინდეს დოზის გადაჭარების შემდეგ 24-48 საათის განმავლობაში, გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, მეტაბოლური აციდოზი, თირკმლის მწვავე უკმარისობა;

ფენილეფრინით გამოწვეული სიმტომები: არტერიული წნევის დაქვეიტება და ჰიპერტონიასთან დაკავშირებული ბრადიკარდია და არითმია;

მკურნალობა:მომეტებული არტერიული წნევის კუპრირება უნდა მოხდეს ალფარეცეპტორების ანტაგონისტებით, მაგალითად ინტრავენულად ფენტოლამინის შეყვანით;

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პარაცეტამოლი:ხანგრძლივად ყოველდღიური გამოყენებისას პარაცეტამოლი აძლიერებს კუმარინების(ვარფარინის ჩათვლით) ანტიკოაგულაციურ ეფექტს, ზრდის სისხლდენის რისკს, პარაცეტამოლის შეწოვის სისწრაფე შეიძელბა გაიზარდოს მეტოკლოპრამიდებთან და დომპერიდონთან ერთად გამოყენების დროს, შემცირდეს ქოლესტირამინთან გამოყენების დროს. ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება შეიძლება განვითარდეს სხვა ტკივილგამაყუჩებლებთან ერთად მიღებისას, როგორიც არის კოფეინი, ოპიატები, ბარბიტურატები, ამცირებს სიცხის დამწევ ეფექტს.

ფენირამინის მალეატი:

ანქსიოლიზურ, საძილე საშუალებებთან პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებთან, ალკოჰოლთან ერთად აძლიერებს ცნს მოცემული სამკურნალო საშუალების დამთრგულველ მოქმედებას, ფენირამინი ამუხრუჭებს ფენიროინის მეტაბოლიზმს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფენიტოინის ტოქსიკურობა.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი:

ფენილეფრინის და მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიული ეფექტი . ფენილეფრინის და სხვა სიმპათომიმეტიკური ამინების ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ბეტა ბლოკერების ერთად მიღებამ  შეიძლება გაზარდოს გულ სისხლძარღვთა სისტემის გვერდითი მოვლენების რისკი. ჭვავის რქის ალკალოიდებთან (ერგოტამინი, მეთილსერიდი) ერთად ჩნდება ერგოტიზმის განვითარების რისკი, არარეგულარული გულისცემის და გულის შეტევის განვითარების რისკი.

უსაფრთხოების ზომები:

ყურადღება უნდა მიექცეს დაავადების სიმპტომებს:

არ უმჯობესდება 7 დღის განმავლობაში

ახლავს ცხელება, რომელის გრძელდება 3 დღეზე დიდხანს;

მოიცავს ყელის ტკივილს, რომელიც არ ქრება 3 დღეზე დიდი ხნის განმავლობაში და ახლავს ცხელება თავის ტივილი;

სამკურნალო საშუალების მიღების დროს საჭირო ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება; სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ 70წლის ზემოთ პაციენტებმა; ასევე პაციენტებმა რომლებსაც აღენიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ფენილეფრინის სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედების გამო.

არ უნდა გამოიყენოთ პარაცეტამოლის შემცველ საშუალებებთან, დეკონგესტათებთან, გრიპის და გაციების სიმპტომების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვეულ პაციენტებში; ~

შაქრიანი დიაბეტით დაავადბულ პაციენტებში უნდა გაითვალისწინოთ, რომ სამკურნალო საშუალების პაკეტი შეიცავს 9,4გ შაქარს, პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ფლუქტოზას მიმართ თანდაყოლილი აუტანლობა , გლუკოზა/გალაქტოზას მალაბსორბიცია, ან საქაროზა იზომალტაზას უკმარისობა რეკომენდებული არ არის სამკურნალო საშუალების გამოყენება.+\

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში:

სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

სამკურნალო საშუალებამ შეიძლება  გამოიწვიოს ძილიანობა, ფსიქომოტორული რეაქციების სიწრაფის დაქვეითება , მკურნალობის დროს უნდა მოხდეს უნდა დაიცვან სიფრთხილე ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორულ რეაქციების მაღალ სისწრაფეს.

 

შეფუთვა:
10,0 გრ ფხვნილი კომბინირებული მასალისგან დამზადებულ,პაკეტში ხუთი, ათ, თხუთმეტი პაკეტი გამოყრნების ინსტრუქციასთან ერთად  მუყაოს კოლოფში;

შენახვის პირობები:

ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი; არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლს შემდგომ;

გაცემის წესი: ფარმაცევტულ პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?