Nuk
პაბი-დექსამეტაზონი / PABI-DEXAMETHASON


შემადგენლობა:
1 ტაბ.

დექსამეტაზონი. . . . . . . . . . . . 8მგ 
დამხმარე ნივთიერება:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი,

 სილიკა, კოლოიდური უწყლო (E551) მაგნიუმის სტეარატი

(E572) და ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დექსამეტაზონი – თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სინთეზური ჰორმონი გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფიდან  შიგნით მისაღებად, გახანგრძლივებული და ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და იმუნოდეპრესიული მოქმედებით.

ჩვენებები:
პაბი-დექსამეტაზონი რეკომენდებულია რევმატული და აუტოიმუნური დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, არასრულწლოვანთა იდიოპათიური ართრიტი, კვანძოვანი პოლიარტერიტი (polyarteritis nodosa)), სასუნთქი გზების (მაგ. ბრონქული ასთმა, კრუპი), კანის (მაგ. ერითროდერმა, ვულგარული პემფიგუსი (pemphigus vulgaris)), ტუბერკულოზური

მენინგიტის სამკურნალოდ მხოლოდ ანტი-ინფექციურ თერაპიასთან ერთად, სისხლის დაავადებების (მაგ. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში), ცერებრალური შეშუპების, სიმპტომატური მრავლობითი მიელომის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადების და არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, ნეოპლასტური დაავადებების პალიატიური მკურნალობისთვის, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისათვის, ოპერაციის შემდეგომი ღებინების მკურნალობისა და პრევენციისათვის, ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში.

მიღების წესები და დოზები:
პაბი-დექსამეტაზონი მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
დოზები დგინდება ინდივიდუალურად, დაავადების და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის გათვალისწინებით.

დექსამეტაზონი მიიღება ჩვეულებრივ დოზებში 0,5-დან 10 მგ-მდე დღეში, დაავადების მიხედვით. დაავადების უფრო მძიმე მდგომარეობებისას შეიძლება საჭირო გახდეს 10 მგ-ზე მეტი დოზა დღეში. დოზის ტიტრირება უნდა განხორციელდეს პაციენტის ინდივიდუალური პასუხისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით. გვერდითი ეფექტების შესამცირებლად, გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. 

განსხვავებული დანიშნულების არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება შემდეგი დოზირების რეკომენდაციები:

ქვემოთ ჩამოთვლილი დოზირების რეკომენდაციები მოცემულია მხოლოდ სახელმძღვანელოდ. საწყისი და დღიური დოზები ყოველთვის უნდა განისაზღვროს პაციენტის ინდივიდუალური პასუხისა და დაავადების სიმძიმის საფუძველზე.

- ცერებრალური შეშუპება: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და დაავადების სიმძიმეზე, 6-16 მგ (24 მგ- მდე)/დღეში პერორალურად, დაყოფილი 3-4 ინდივიდუალურ დოზად.

- მწვავე ასთმა: მოზრდილები: 16 მგ/დღეში ორი დღის განმავლობაში. ბავშვები: 0.6 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით, ერთი ან ორი დღის განმავლობაში.

- კრუპი: ბავშვები: 0,15მგ/კგ-0,6მგ/კგ ერთჯერადი დოზის სახით.

- კანის მწვავე დაავადებები: დაავადების ხასიათისა და გავრცელების მიხედვით, 8-40 მგ სადღეღამისო დოზები, ზოგიერთ შემთხვევაში 100 მგ-მდე, რასაც კლინიკური საჭიროების მიხედვით უნდა მოჰყვეს ქვემოთ ტიტრირება.

- რევმატიული სისტემის დარღვევების აქტიური ფაზა: სისტემური წითელი მგლურა 6-16 მგ/დღეში. 

- აქტიური რევმატოიდული ართრიტი მძიმედ პროგრესირებადი ფორმებით: სწრაფი დესტრუქციული ფორმებისას 12-16 მგ/დღეში, ექსტრა-არტიკულარული გამოვლინებით 6-12 მგ/დღეში.

- იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა: 40 მგ 4 დღის განმავლობაში ციკლურად.

- ტუბერკულოზური მენინგიტი: II ან III ხარისხის დაავადების მქონე პაციენტები იღებდნენ ინტრავენურ მკურნალობას ოთხი კვირის განმავლობაში (0.4 მგ კგ-ზე დღეში პირველ კვირას, 0.3 მგ კილოგრამზე დღეში მე-2 კვირას, 0.2 მგ კილოგრამზე დღეში მე-3 კვირას და 0.1 მგ კილოგრამზე დღეში მე-4 კვირას) და შემდეგ მკურნალობას აგრძელებდნენ პერორალურად ოთხი კვირის განმავლობაში, დაწყებული 4 მგ-ით დღეში და 1 მგ-ით შემცირებით ყოველ შემდეგ კვირაში. I ხარისხის დაავადების მქონე პაციენტებმა მიიღეს ორკვირიანი ინტრავენური თერაპია (0.3 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში ერთი კვირის განმავლობაში და 0.2 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში მე-2 კვირის განმავლობაში) და შემდეგ ოთხკვირიანი პერორალური თერაპია (0.1 მგ ყოველ კილოგრამზე დღეში მკურნალობის მესამე კვირას, შემდეგ 3 მგ დღეში, ყოველ მომდევნო კვირაში 1 მგ-ით შემცირებით).

- სიმსივნური დაავადებების პალიატიური მკურნალობა: საწყისი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა გამომწვევისა და სიმძიმის მიხედვით, 3-20 მგ/დღეში. ძალიან მაღალი დოზები 96 მგ-მდე ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პალიატიური მკურნალობისთვის. ოპტიმალური დოზირებისა და რაოდენობის ან ტაბლეტების შემცირებისთვის გამოიყენეთ მცირე დოზის სიძლიერის კომბინაცია (4 და 8 მგ) და უფრო მაღალი დოზის სიძლიერე (20 მგ).

- ციტოსტატიკებით გამოწვეული ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ემეტოგენური ქიმიოთერაპია ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში: 8-20 მგ დექსამეტაზონი ქიმიოთერაპიულ მკურნალობამდე, შემდეგ 4-16 მგ/დღეში მე-2 და მე-3 დღეს.

- პოსტოპერაციული ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობის ფარგლებში: ერთჯერადი დოზა 8 მგ ოპერაციამდე.

- სიმპტომატური მრავლობითი მიელომის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, ჰოჯკინის დაავადების და არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა სხვა სამკურნალო

საშუალებებთან კომბინაციაში: ჩვეულებრივი დოზაა 40 მგ ან 20 მგ ერთხელ დღეში.

 

სამკურნალო საშუალება მიიღება ჭამის დროს.


სამკურნალო საშუალების იღების გამოტოვების შემთხვევაში:
არ არის საჭირო ორმაგი დოზის მიღება, გამოტოვებული დოზის შევსების მიზნით.

მკურნალობის შეწყვეტა: სამკურნალო პრეპარატის მოხსნა რამოდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ  საჭიროა თანდათან. გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა მიღებამ და ამ სამკურნალო საშუალებების უეცარმა მოხსნამ, შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო საშუალების მოხსნის სინდრომი: ცხელება, მიალგია, ართრალგია და ცუდი თვითგრძნობა.

სამკურნალო საშუალების მიღების წესი ბავშვებში:
ბავშვებში დექსამეტაზონს იყენებენ სიფრთხილით. გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება.

გვერდითი მოვლენები:
პაბი-დექსამეტაზონმა, როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე არასასურველი მოვლენის განვითარებისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ:
ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დარღვევები, ზრდის შეფერხება ძუძუზე მყოფ ბავშვებში და მოზარდებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, კუშინგის სინდრომი, ჰირსუტიზმი(ქალებში მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა), ნახშირწყლებისადმი დაქვეითებული ტოლერანტობა, ინსულინის და ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებისადმი მოთხოვნის მომატება, ნაადრევი ოსიფიკაცია.
მეტაბოლიზმის და ალიმენტაციის დარღვევა:
სხეულის მასის მომატება, აზოტის და კალიუმის უარყოფითი ბალანსი, მადის მომატება, ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალემიური ალკალოზი.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
იმუნიტეტის დაქვეითება და ინფექციების მიმდინარეობის გამწვავება, მათი კლინიკური სიმპტომების დათრგუნვით, მკურნალობისადმი მდგრადი ინფექციები, არააქტიური ტუბერკულოზის რეციდივები, ვაქცინებზე და კანის ტესტებზე დაქვეითებული პასუხი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ალერგიული დერმატიტის, ჭინჭრის ციება, ვაზომოტორული შეშუპება.
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
ოსტეოპოროზი, ხერხემლის მალების და ლულოვანი ძვლების მოტეხილობები, ძვლების ნეკროზი, მყესების გაგლეჯა, კუნთების სისუსტე.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
კრუნჩხვები, ეპილეფსიის გამწვავება, ქალას შიდა წნევის მომატება და მოგრძო ტვინის შეშუპება (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.
ფსიქიკური დარღვევები:
აფექტური დარღვევები (გაღიზიანებადობა, ეიფორია, დეპრესია და ხასიათის ლაბილურობა, სუიციდალური აზრები), ფსიქიური რეაქციები (მანია, ჰალუცინაცია, ბოდვა, შიზოფრენიის გამწვავება), ქცევითი დარღვევები, ნევროზულობა, შფოთვა, ძილის დარღვევა, კონგიტიური ფუნქციის დარღვევა (დეზორიენტაცია, ამნეზია).
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ:
უკანა კაფსულისქვეშა კატარაქტა, მომატებული თვალის შიდა წნევა, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, ეკზოფთალმი, რქოვანას და სკლერის განლევა, თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებების გამწვავება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
დისპეფსია, კუჭის პეპტიური წყლული პერფორაციის და სისხლდენის საშიშროებით, მწვავე პანკრეატიტი, სოკოვანი ინფექციები, წყლულოვანი ეზოფაგიტი, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება. დარღვევები კანის საფარის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
ჭრილობის შეხორცების შენელება, ექხიმოზები, კანის განლევა, პეტექიები და ჰემორაგიები, ერითემა, სტრიები, ფერიმჭამელები, ოფლისდენის გაძლიერება.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე:
ლეიკოციტოზი (სისხლში ლეიკოციტების შემცველობის მომატება), სლოკინი, ცუდი თვითგრძნობა. ცვლილებები გულის მხრივ:
თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ გულის კუნთის გაგლეჯა, არტერიული ჰიპერტენზია.
ზოგიერთ პირს, სამკურნალო საშუალებისს პაბი-დექსამეტაზონის მიღების დროს შეიძლება განუვითარდეს სხვა არასასურველი მოვლენები.
სხვა არასასურველი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის აქ ჩამოთვლილი, აუცილებელია აცნობოთ ექიმს.

უკუჩვენება:
 პაბი-დექსამეტაზონი არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
- მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან სამკურნალო საშუალების რომელიმე კომპონენტის მიმართ
- სისტემური ინფექციები, თუ არ გამოიყენება ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია. - “ცოცხალი ვაქცინებით” იმუნიზაცია.

სიფრთხილის ზომები:
სამკურნალო საშუალების,პაბი-დექსამეტაზონის,  გამოყენება პაციენტებში თირკმლის და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

სამკურნალო საშუალება აუცილებელია სიფრთხილით დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის და (ან) თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
სამკურნალო პრაპარატის პაბი-დექსამეტაზონის გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
სამკურნალო საშუალება პაბი-დექსამეტაზონი მიიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ხანდაზმულ პირებში გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო მეტად იყოს გამოხატული, განსაკუთრებით ეს ეხება ოსტეოპოროზს, არტერიულ ჰიპერტენზიას, ჰიპოკალემიას (სისხლში კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითება), შაქრიან დიაბეტეს, ინფექციებისადმი მიდრეკილებას და კანის განლევას.

 

პრეპარატი პაბი-დექსამეტაზონი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.
თერაპიული მიზნით საჭიროა დექსამეტაზონის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება. მისი დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათან. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღებისას შესაძლოა აღინიშნებოდეს ფსიქიური დარღვევები ეიფორიით, უძილობით, ხასიათის ცვლილებით, მძიმე დეპრესიით დაწყებული, ფსიქოზურ სიმპტომებამდე. აუცილებელია აცნობოთ ექიმს იმის შესახებ, თუ აღენიშნება პაციენტს, ან მის ახლო ნათესავს ემოციური ლაბილობა, ფსიქიური დარღვევები ან ანამნეზში ისეთი დაავადებები, როგორიცაა დეპრესია ან მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომი. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომები გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედებით შესაძლოა გაღრმავდეს.
გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა შენიღბონ ანთების სიმპტომები და მათი მიღების პერიოდში შეიძლება განვითარდეს ახალი ინფექციები. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების პერიოდში შეიძლება დაქვეითდეს ინფექციისადმი წინააღმდეგობის და მისი ლოკალიზაციის უნარი. 
პაციენტებში, რომლებიც გადიან დექსამეტაზონით მკურნალობის კურსს, არ შეიძლება ცოცხალი ვაქცინებით იმუნიზაციის ჩატარება (მაგ. ყვავილი, წითელა), ნევროლოგიური დარღვევების განვითარების რისკის და იმუნიზაციის არაეფექტურობის გათვალისწინებით. 
აუცილებელია აცნობოთ ექიმს გადატანილი ინფექციური დაავადებების, როგორიცაა ჩუტყვავილა, წითელა, ჩატარებული აცრების, ასევე ზემოთ აღნიშნული დაავადებით შესაძლო დაინფიცირების შესახებ. დექსამეტაზონის მიღების დროს აუცილებელია თავი აარიდოთ კონტაქტს ვირუსულ დაავადებებთან (ყვავილი, წითელა), განსაკუთრებით თუ თქვენ არ გაქვთ გადატანილი ეს დაავადებები წარსულში.
გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შესაძოა გამოიწვიონ ლატენტური ამებიაზის აქტივაცია.

განსაკუთრებული სიფრთხილს გამოჩენაა საჭირო გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შემდეგი დაავადებების არსებობისას (უნდა აცნობოთ ექიმს მათ შესახებ დექსამეტაზონის მიღების დაწყებამდე): 
- ოსტეოპოროზი (მომატებული რისკი ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში),
- ჰიპერტენზია ან გულის შეგუბებითი უკმარისობა,
- მძიმე ფსიქიური დაავადებები (განსაკუთრებით პოსტსტეროიდული) ამჟამად ან ანამნეზში,
- შაქრიანი დიაბეტი (ან შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი),
- ტუბერკულოზი ანამნეზში,
- გლაუკომა (ან გლაუკომის ოჯახური ანამნეზი),
- კუნთების სისუსტე, რომელიც გამოწვეულია გლუკოკორტიკოსტეროიდებით ანამნეზში,
- ღვიძლის უკმარისობა,
- თირკმლის უკმარისობა,
- ჰიპოთირეოზი,
- ეპილეფსია,
- კუჭის ლორწოვანის დაწყლულება,
- შაკიკი,
- ზრდის ეფერხება,
- ზოგიერთი ჰელმინთური დაავადებები.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნისას ახლო წარსულში მიოკარდიუმის ინფარქტის  გადატანის შემდეგ.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციები , როგორიცაა ყიის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით პაციენტებში ანამნეზში ალერგიით.
აუცილებელია მიმართოთ ექიმს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ მოყვანილი გაფრთხილებები ეხება სიტუაციებს, რომელსაც ადგილი ქონდა წარსულში.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. სამკურნალო საშუალება შეიძლება დანიშნული იყოს ორსულობისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ექიმის აზრით, დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ ზიანს. იმ დედების ბავშვებზე, რომლებიც იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს ორსულობისას, აუცილებელია დაკვირვება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების შესაძლო რისკის გამო.

ძუძუთი კვება:
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. გლუკოკორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება შეანელოს ზრდა, გლუკოკორტიკოსტეროიდების ენდოგენური სეკრეცია და გამოიწვიოს სხვა არასასურველი მოვლენები. დედებმა, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს გლუკოკორტიკოსტეროიდებით, უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:
პაბი-დექსამეტაზონი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადასტურებული აქვს აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:
სამკურნალო საშუალება ჩვეულებრივ არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობაზე.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი, გამოიყენება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. 
სამკურნალო საშუალების დანიშნულზე მეტი დოზის მიღებისას, აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
საჭიროა აცნობოთ ექიმს ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ უკანასკნელ პერიოდში, იმ მედიკამენტების ჩათვლით, რომლებსაც იღებთ რეცეპტის გარეშე. 
დექსამეტაზონის გამოყენება სიფრთხილითაა საჭირო შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
- ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი, ფენობარბიტონი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),
- რიფამპიცინი, რიფაბუტინი (ანტიბიოტიკები),
- ანტაციდური საშუალებები, განსაკუთრებით მაგნიუმის სილიკატის შემცველი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კუჭის დაავადებისას),
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, მათ შორის ინსულინი,
- ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებები და დიურეტიკები,
- რიტონავირი, ინდინავირი ან საკვინავირი (ვირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ),
- მეტოტრექსატი (სამკურნალო საშუალების, რომელიც გამოიყენება სიმსივნური და ინფექციური დაავადების სამკურნალოდ),
- ესტროგენის და პროგესტერონის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივები,
- კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტები (აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი),
- კალიუმის კონცენტრაციის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებები,
- აცეტაზოლამინი (სამკურნალო საშუალების, რომელიც გამოიყენება ძირითადად გლაუკომის, ეპილეფსიის სამკურნალოდ),
- ეფედრინი (სამკურნალო საშუალების, რომელიც გამოიყენება ძირითადად ადგილობრივად, სისხლძარღვების შესავიწროვებლად ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების დროს).


შენახვის
პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

სად შევიძინოთ?