Nuk
პარაცეტამოლი სოფარმა / PARACETAMOL SOPHARMA


რას შეიცავს პარაცეტამოლ სოფარმა სიროფი
- აქტიურ ნივთიერებას: 120 მგ პარაცეტამოლს 5 მლ სიროფში.  
- სხვა შემადგენელ ნაწილებს: სორბიტოლს, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს, ასპარტამს, პროპილენგლიკოლს, ნატრიუმის ციტრატ დიჰიდრატს, ლიმონმჟავას მონოჰიდრატს, მაკროგოლ 400, ნატრიუმ ჰიდროგენსულფატის ხსნარს, თხევად ესენციას “ეგზოტიკი”, გასუფთავებულ წყალს.   

პარაცეტამოლ სოფარმა სიროფის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
გამჭვირვალე, ბლანტი სითხე, უფერო ღია-ყვითელ ფერამდე, სპეციფიური ხილის არომატით და ტკბილი გემოთი.
125 მლ სიროფი მუქი პოლიეთილენტერეფტალატის  ფლაკონებში პლასტმასის თავსახურით, საზომი ჭიქით და ჩანართი-ფურცლით მუყაოს კოლოფში.

რას წარმოადგენს პარაცეტამოლ სოფარმა და რისთვის გამოიყენება
პარაცეტამოლ სოფარმა სიროფი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პარაცეტამოლს, რომელსაც გააჩნია გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. პარაცეტამოლ სოფარმა სიროფი განკუთვნილია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. გამოიყენება სხეულის მომატებულ ტემპერატურაზე და ტკივილზე ზემოქმედებისათვის შემდეგ შემთხვევებში: ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებები; გრიპი; ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ჩუტყვავილა, წითელა, პაროტიტი; ტკივილები კბილების ამოჭრისას; იმუნიზაციის შემდეგ სხეულის მომატებული ტემპერატურის დასაწევად.     

პარაცეტამოლ სოფარმას მიღების წინ
 ნუ მიიღებთ პარაცეტამოლ სოფარმა სიროფს
- თუ თქვენს ბავშვს აქვს ალერგია (ავლენს ჰიპერმგრძნობელობას) აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დანარჩენი შემადგენელი ნაწილის მიმართ.
- თუ თქვენს ბავშვს აწუხებს ღვიძლის მძიმე დაავადებები.   

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე  პარაცეტამოლ სოფარმა სიროფის გამოყენებისას
- თუ ბავშვს აქვს ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადება;
- როდესაც ტკივილი ან მომატებული ტემპერატურა გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს, ან სიმპტომები უარესდება, ან ვითარდება სხვა სიმპტომები, ნუ გააგრძელებთ მკურნალობას ექიმის კონსულტაციის გარეშე. 
- ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს. სხვა სამკურნალო პრეპარატების ასევე შეიცავენ ამ აქტიურ ნივთიერებას. რეკომენდირებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად ნუ გამოიყენებთ ასეთ სამკურნალო საშუალებებს კომბინაციაში. 

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ბავშვი ღებულობს ან უახლოეს წარსულში ღებულობდა სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ურეცეპტოდ გაცემულის ჩათვლით. 
ბავშვებში შეზღუდულად გამოყენების და რეკომენდირებული სქემით მიღების შემთხვევაში არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება. 
პარაცეტამოლის მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლოა მკურნალობაზე ზემოქმედება და გვერდითი ეფექტების რისკის გაზრდა, თუ თქვენი ბავშვი ერთდროულად იღებს:  
- კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს (სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას);
- ასპირინს და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით);
- ღებინების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატებს (მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი);
- ანტი-ეპილეპტიურ სამკურნალო პრეპარატებს (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);
- ანტიბაქტერიულ სამკურნალო პრეპარატებს (იზონიაზიდი, რიფამპიცინი, ქლორამფენიკოლი);
- ქლორესტინამინს (ქოლესტერინის მაღალი დონისათვის) და ანტაციდურ სამკურნალო პრეპარატებს (რომლებიც მოქმედებენ კუჭის მჟავიანობაზე). 
თუ ექიმი დანიშნავს შარდმჟავას ან სისხლში შაქრის გამოკვლევას, თქვენ უნდა შეატყობინოთ მას, რომ თქვენი ბავშვი ღებულობს პარაცეტამოლს. 

პარაცეტამოლ სოფარმას მიღება საკვებ პროდუქტებთან და სასმელთან ერთად
სიროფი განკუთვნილია ბავშვებისათვის. 
პარაცეტამოლით მკურნალობისას არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის გამოყენება ღვიძლის დაზიანების მომატებული რისკის გამო. 

ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ. 
ეს სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია საბავშვო ასაკში გამოსაყენებლად. 
პარაცეტამოლის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობის პირველ სამ თვეს. ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება სადღეღამისო დოზისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის საგულდაგულოდ დაცვის შემთხვევაში. 

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
პარაცეტამოლ სოფარმა სიროფი განკუთვნილია საბავშვო ასაკში გამოსაყენებლად.  
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარაცეტამოლ სოფარმა სიროფის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ
- სამკურნაო პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს 1,5 გ/5 მლ. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენს ბავშვს აქვს აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ,  ჩაიტარეთ კონსულტაცია მასთან ამ პრეპარატის გამოყენებამდე.    
- სიროფი შეიცავს მეთილ- და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებსაც შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა (შესაძლოა – შენელებული ტიპის). 
- პრეპარატის შემადგენლობაში შედის ასპარტამი, რომელიც არის ფენილალანინის წყარო და შეიძლება იყოს მავნე პირებისათვის ფენილკეტონურიით.
- სიროფი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის მსგავსი სიმპტომები (200 მგ/კგ მეტი რაოდენობის შემთხვევაში ბავშვებში).   

როგორ მივიღოთ პარაცეტამოლ სოფარმა 
მიიღეთ პარაცეტამოლ სოფარმა სიროფი ისე, როგორც ეს აღწერილია მოცემულ ჩანართ-ფურცელში. თუ თქვენ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.  
პარაცეტამოლ სოფარმა სიროფი მიიღება პერორალურად.
სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია პედიატრიულ პრაქტიკაში გამოსაყენებლად 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 
რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია თქვენი ბავშვის წონაზე. ის შეადგენს 60 მგ/კგ/24სთ, განაწილებული 4 მიღებაზე, ანუ დაახლოებით 15 მგ/კგ ყოველ 6 საათში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე ეჭვი, ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. 
სამკურნალო ფორმა არ არის შესაფერისი დიზირებისათვის 3 თვემდე ასაკის მეძუძურ ბავშვებში.
3 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვები 
2,5-5მლ (60-120 მგ) 3-4 ჯერ დღეში.
1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები      
5-10 მლ (120-240 მგ) 3-4 ჯერ დღეში
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
10-20 მლ (240-480 მგ) 3-4 ჯერ დღეში. 
აუცილებლობის შემთხვევაში, სიროფის მიღება შეიძლება ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 4 დოზისა 24 საათის განმავლობაში. თირკმელების მძიმე დაავადების შემთხვევაში ინტერვალი 2 მიღებას შორის უნდა იყოს არანაკლებ 8 საათისა. საბავშვო ასაკში მკურნალობის კურსი ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა გაგრძელდეს 3 დღეზე მეტი. პარაცეტამოლის საერთო სადღეღამისო დოზა 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 80 მგ/კგ.       

თუ თქვენ მიიღეთ პარაცეტამოლი სოფარმა სიროფის საჭიროზე მეტი დოზა  
სამკურნალო პრეპარატის მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუნდაც თქვენი ბავშვი თავს კარგად გრძნობდეს.  

თუ თქვენ გამოტოვეთ პარაცეტამოლ სოფარმა სიროფის მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიეცით ის თქვენა ბავშვს რაც შეიძლება მალე. თუ მეორე დოზის მიღებამდე ცოტა დროა დარჩენილი, მიაღებინეთ ის ჩვეულებრივად. ნუ გამოიყენებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.  
თუ თქვენ გაქვთ ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.  

შესაძლო გვერდითი მოქმედებები 
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატებმა,  პარაცეტამოლ სოფარმა სიროფმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ვლინდება ყველა პაციენტში.  
აღწერილია სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირების, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირების რამოდენიმე შემთხვევა,     აგრანულოციტოზი (მწვავე დაავადებას ახასიათებს ძლიერი ციება, კანის დაზიანება, ასევე სისხლში მარცვლოვანი თეთრი უჯრედების შემცირება), ანემია (უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, და სიფერმქთალე). იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინება, უფრო ხშირად კანის მხრიდან – ქავილი და სხვადასხვა სახის გამონაყარი, ჭინჭრის ციება. სასუნთქი სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათად – სუნთქვის გაძნელება განწყობილ პაციენტებში, ასპირინის და სხვა არასტეროიუდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ გამოვლენილი ალერგიით. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მსუბუქი გამოვლინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (გულის რევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა). მაღალი დოზების შემთხვევაში შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის დარღვევა. მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (ტოქსიური ჰეპატიტი), ამასთან ადრეული სიმპტომები – გულის რევა, ღებინება, ოფლიანობა და ზოგადად შეუძლოდ ყოფნა. 
თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება იღებს სერიოზულ სახეს ან თქვენ აღგენიშნებათ სხვა სიმპტომები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს. 

როგორ ინახება პარაცეტამოლი სოფარმა
ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºჩ  ტემპერატურაზე. 
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სიროფის მიღება შეიძლება 1 თვემდე.  
ნუ გამოიყენებთ პარაცეტამოლ სოფარმა სიროფს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. 

არ არის რეკომენდირებული სამკურანლო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში.  ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ უსარგებლო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 
 
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე) 
სად შევიძინოთ?