Nuk
პაქსიფორი / PAXIFOR


1. რა არის PAXIFOR-ი და რისთვის გამოიყენება იგი

PAXIFOR-ი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – არიპიპრაზოლს და მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომლებსაც უწოდებენ ანტიფსიქოზურს.

იგი გამოიყენება მოზრდილებსა  და 15 წლის და მეტი ასაკის მოზარდებში, რომლებსაც აქვთ  დაავადება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა იმის გაგონება, ნახვა ან შეგრძნება, რაც არ არსებობს, ეჭვიანობა, ცრუ მტკიცებულობები, გაურკვეველი მეტყველება და ყოფაქცევითი და ემოციური დათრგუნვა. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა  შეიძლება ასევე თავი იგრძნონ დეპრესიულად, დამნაშავედ, აღელვებულად ან დაძაბულად.

2. რა უნდა იცოდეთ PAXIFOR-ის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ PAXIFOR-ი:

• თუ ხართ ალერგიული არიპიპრაზოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში)

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

PAXIFOR-ის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ გაწუხებთ:

- სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა (დამახასიათებელი სიმპტომებით, როგორიცაა წყურვილის შეგრძნება, გაძლიერებული  შარდვა, მადის მომატება, ასევე სისუსტის შეგრძნება) ან შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ისტორია;

- კრუნჩხვა;

- კუნთების უნებლიე, არარეგულარული მოძრაობა, განსაკუთრებით სახეზე;

- გულსისხლძარღვთა დაავადებები, გულსისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ისტორია, ინსულტი ან “მინი” ინსულტი, არტერიული წნევის პათოლოგიური მაჩვენებლები;

- თრომბი, ან ოჯახურ ანამნეზში თრომბების არსებობა, რადგან ანტიფსიქოზური პრეპარატები ასოცირდება სისხლის თრომბების წარმოქმნასთან;

- მომატებულ რისკებთან დაკავშირებული წარსული გამოცდილება;

თუ იგრძნობთ, რომ მატულობთ წონაში, უჩვეულოდ მოძრაობთ, გრძნობთ ძილიანობას, რომელიც ხელს უშლის თქვენს ნორმალურ ყოველდღიურ საქმიანობას, ნებისმიერ გართულებას ყლაპვისას ან ალერგიულ სიმპტომებს, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

თუ თქვენ ხართ ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც აქვს დემენცია (მეხსიერების დაკარგვა ან სხვა გონებრივი ანომალიები), თქვენ ან თქვენმა მზრუნველმა უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ ოდესმე გქონდათ ინსულტი ან ”მინი” ინსულტი.

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს, თუ ფიქრობთ ან გაქვთ შეგრძნება საკუთარი თავის დაზიანების შესახებ. სუიციდური ფიქრებისა და მცდელობის შესახებ მოხსენებული იქნა არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს.

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ კუნთების შებოჭილობა ან რიგიდობა რასაც თან ახლავს  მაღალი სიცხე, ოფლიანობა, ცნობიერების შეცვლა, ან ძალიან სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.

ბავშვები და მოზარდები 

PAXIFOR-ი არ უნდა იყოს გამოყენებული ბავშვებისა და 15 წლამდე ასაკის მოზარდების მიერ. PAXIFOR-ის გამოყენებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლები და PAXIFOR-ი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, გამოიყენეთ ცოტა ხნის წინ ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა წამალი.

სისხლის წნევის დამწევი წამლები: PAXIFOR-ს შეუძლია გააძლიეროს წნევის დამწევი წამლების ეფექტი. დარწმუნდით, რომ უთხარით ექიმს, თუ ღებულობთ წამლებს, რომლებიც აკონტროლებენ თქვენს წნევას.

PAXIFOR-ის ზოგიერთ წამლებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება საჭირო გახადოს PAXIFOR-ის დოზის შეცვლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ წამლებს:

- გულის რითმის კორექციისთვის განკუთვნილი წამლები;

- ანტიდეპრესანტები ან მცენარეული საშუალებები, გამოყენებული დეპრესიისა და შფოთვის მკურნალობისთვის;

- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები;

- გარკვეული წამლები აივ-ის ინფექციის მკურნალობისთვის;

- ანტიკონვულსანტები, რომლებიც გამოიყენება ეპილეპსიის მკურნალობისთვის;

წამლები, რომლებიც ზრდიან სეროტონინის დონეს: ტრიპტანები, ტრამადოლი, ტრიპტოფანი, შშღI (როგორიცაა პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები  (როგორიცაა კლომიპრამინი, ამიტრიპტილინი), პეტიდინი, კრაზანა და ვენლაფაქსინი. ეს წამლები ზრდიან გვერდითი ეფექტების რისკს; თუ გაგიჩნდებათ ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი PAXIFOR-თან ერთად რომელიმე წამლის მიღებისას, უნდა მიმართოთ ექიმს.

PAXIFOR-ი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

PAXIFOR-ი მიღება არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან

მიღების დროს უნდა მოერიდოთ ალკოჰოლს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა

თუ თქვენ ხართ ორსული, ან მეძუძური დედა, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, ან გეგმავთ ორსულობას, ამ წამლის მიღებამდე კონსულტანციისთვის მიმართეთ ექიმს.

ახალშობილ ბავშვებთან, რომელთა დედები ღებულობდნენ PAXIFOღ-ს ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში (ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში) შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ცახცახი, კუნთების რიგიდულობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, გაღიზიანება, სუნთქვის პრობლემები, გართულებები საკვების მიღებასთან დაკავშირებით. თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ნებისმიერი აღნიშნული სიმპტომი, შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი ექიმის კონსულტაცია.

დარწმუნდით, რომ უთხარით ექიმს, რომ ხართ მეძუძური დედა

თუ იღებთ PAXIFOR-ს, ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ

მანქანის მართვა  და მექანიზმებთან მუშაობის უნარი 

არ მართოთ, ასევე არ გამოიყენოთ რაიმე ინსტრუმენტები ან მანქანა -დანადგარები, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს თქვენზე PAXIFOR-ი.

PAXIFOღ-ი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმი გეტყვით, რომ თქვენ გაქვთ აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, ამ წამლის გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

3. როგორ უნდა მიიღოთ PAXIFOR-ი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისთვის არის 15 მგ დღეში ერთხელ. თქვენ ექიმს შეუძლია გამოწეროს უფრო დაბალი ან მაღალი დოზა, მაქსიმუმ 30 მგ-მდე დღეში ერთხელ.

გამოყენება მოზარდებში

არიპიპრაზოლით მკურნალობა შეიძლება დაიწყოთ დაბალი დოზით პერორალური არიპიპრაზოლის ხსნარის (თხევადი) ფორმით. დოზა შეიძლება თანმიმდევრულად მომატებული იქნეს მოზარდებისთვის რეკომენდირებულ დოზამდე-10 მგ-მდე დღეში ერთხელ. თუმცა, ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ უფრო დაბალი ან მაღალი დოზა, მაქსიმუმ, დღეში 30 მგ-მდე.

თუ თქვენ გაქვთ იმის შეგრძნება, რომ PAXIFOR-ის ეფექტი ზედმეტად ძლიერია ან ზედმეტად სუსტი, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეცადეთ მიიღოთ PAXIFOR-ი ერთი და იმავე დროს ყოველ დღე. არ აქვს მნიშვნელობა, იღებთ მას საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ყოველთვის მიიღეთ ტაბლეტი წყალთან ერთად და მთლიანად გადაყლაპეთ.

მაშინაც კი, როდესაც თავს უკეთესად იგრძნობთ, არ შეცვალოთ ან არ შეწყვიტოთ PAXIFOღ-ის ყოველდღიური დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

თუ მიიღეთ მეტი PAXIFOR-ი, ვიდრე უნდა მიგეღოთ 

თუ თქვენ გააცნობიერებთ, რომ მიიღეთ უფრო მეტი PAXIFOR-ის ტაბლეტი, ვიდრე დაგინიშნათ ექიმმა (ან თუ სხვა ადამიანმა მიიღო თქვენი PAXIFOR-ი), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. თუ თქვენ მას ვერ დაუკავშირდებით, მიდით უახლოეს საავადმყოფოში და თან წაიღეთ შეფუთვა.

თუ დაგავიწყდებათ PAXIFOR-ის მიღება

თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ გამოტოვებული დოზა მაშინვე როგორც კი გაგახსენდებათ, მაგრამ არ მიიღოთ ორი დოზა ერთ დღეში.

თუ თქვენ გექნებათ ნებისმიერი სხვა კითხვები ამ წამლის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ისევე, როგორც სხვა წამლებმა, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს ყველასთან არ ვლინდება.

ზოგადი გვერდითი ეფექტები (შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს 10-დან 1 ადამიანზე): არაკონტროლირებადი კრუნჩხვითი მოძრაობები, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, კუჭის შეკრულობა, ჰიპერსალივაცია, თავბრუსხვევა, შფოთვები ძილში, მოუსვენრობა, მღელვარების შეგრძნება, ძილიანობა, ბუნდოვანი მხედველობა.

უჩვეულო გვერდითი ეფექტები (შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს 100-დან 1 ადამიანზე): ზოგ ადამიანთან შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან ადგომისას, ან შეიძლება აღენიშნებოდეს აჩქარებული გულისცემა ან მხედველობის გაორება. ზოგმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს დეპრესია.

შემდეგი გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენებული იქნა PAXIFOR-ის გაყიდვების დაწყებიდან, მაგრამ მათი გამოვლინების სიხშირე არ არის დადგენილი. (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან სიხშირე ვერ დგინდება):

სისხლის ზოგიერთი უჯრედების დონეების ცვლილება, უჩვეულო გულისცემა, უეცარი მოულოდნელი სიკვდილი, გულის შეტევა; ალერგიული რეაქცია (მაგ. პირის, ენის, სახისა და ყელის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი), სისხლში შაქრის დონის მომატება, დიაბეტის გაჩენა ან გაუარესება, კეტოაციდოზი (კეტონები სისხლსა და შარდში) ან კომა, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, წონის მომატება, წონის დაკლება, ანორექსია, ნერვოზი, გაღიზიანება, შფოთვის შეგრძნება, მაღალი რისკის არსებობა, ფიქრები სუიციდის შესახებ, სუიციდის მცდელობა და სუიციდი, აგრესია, მეტყველების დარღვევა, სეროტონინის სინდრომი (რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი ბედნიერების, ძილიანობის, მოუსვენრობის, სიმთვრალის მაგვარი მდგომარეობის, სიცხის, ოფლდენის ან კუნთების რიგიდულობის შეგრძნება), სიცხის, კუნთების რიგიდულობის, გახშირებული სუნთქვის, ოფლდენის, დაქვეითებული  ცნობიერების და სისხლის წნევის უცაბედი ცვლილების, ასევე გულისცემის სიხშირის ცვლილების კომბინაცია. სისუსტე, მაღალი არტერიული წნევა, თრომბები ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები მოიცავს შესიებას, ტკივილს და სიწითლეს ფეხებში), რომელიც შეიძლება სისხლძარღვების მეშვეობით გადავიდეს ფილტვში და ამით გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში, ასევე სუნთქვის გაძნელება (თუ შეამჩნევთ ნებისმიერ ზემოთ აღნიშნულ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს); კუნთების სპაზმი საყლაპავი მილის გარშემო, საკვების შემთხვევითი ასპირაცია პნევმონიის რისკით, ყლაპვის გაძნელება, პანკრეასის ანთება, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება, კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება, ანალიზისას ღვიძლის პათოლოგიური მაჩვენებლების გამოვლენა ; დისკომფორტის შეგრძნება მუცელსა და კუჭში, დიარეა; გამონაყარი კანზე და მგრძნობელობა სინათლის მიმართ, თმების ცვენა ან გათხელება, ჭარბი ოფლიანობა; შებოჭილობა ან კრუნჩხვა, კუნთების ტკივილი, სისუსტე; უნებლიე შარდვა, შარდვის გაძნელება; ხანგრძლივი და/ან მტკივნეული ერექცია; თერმორეგულაციის პრობლემები ან სხეულის გადახურება, ტკივილი გულმკერდის არეში და ხელების, კოჭების ან ფეხების შეშუპება.

დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არიპიპრაზოლის გამოყენების დროს მოხსენებული იქნა ფატალური შემთხვევების შესახებ. გარდა ამისა, მოხსენებული იქნა ინსულტის ან “მინი” ინსულტის შემთხვევების შესახებ.

დამატებითი გვერდითი ეფექტები მოზარდებში

15 წლისა და მეტი ასაკის მქონე მოზარდებთან გამოვლინდა ის გვერდითი ეფექტები, რომლებიც სიხშირისა და ტიპის მიხედვით მსგავსი იყო მოზრდილებთან გამოვლენილი ეფექტებისა, გარდა ამისა, ხშირად ვლინდებოდა ძილიანობა, უნებლიე კრუნჩხვითი მოძრაობები, მოუსვენრობა და დაღლილობა (10-დან 1 პაციენტზე მეტად) და ტკივილი მუცლის ზემო მიდამოში, პირის ღრუს სიმშრალე, გულისცემის გახშირება, წონის მომატება, მადის მომატება, კრუნჩვები კუნთებში, კიდურების უნებლიე მოძრაობები და თავბრუსხვევის  შეგრძნება, განსაკუთრებით, მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომისას (100-დან 1 პაციენტზე მეტად).


5. როგორ უნდა შეინახოთ PAXIFOR-ი

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება თვის ბოლო რიცხვი.

არ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადააგდოთ წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

 

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს PAXIFOR-ი

5 მგ ტაბლეტები

• აქტიური ნივთიერება არის არიპიპრაზოლი. თითო ტაბლეტი შეიცავს 5 მგ არიპიპრაზოლს

• სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

10 მგ ტაბლეტები

• აქტიური ნივთიერება არის არიპიპრაზოლი. თითო ტაბლეტი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს

• სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის წითელი ოქსიდი (E172)

15 მგ ტაბლეტები

• აქტიური ნივთიერება არის არიპიპრაზოლი. თითო ტაბლეტი შეიცავს 15 მგ არიპიპრაზოლს

• სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

20 მგ ტაბლეტები

• აქტიური ნივთიერება არის არიპიპრაზოლი. თითო ტაბლეტი შეიცავს 20 მგ არიპიპრაზოლს

• სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი

30 მგ ტაბლეტები

• აქტიური ნივთიერება არის არიპიპრაზოლი. თითო ტაბლეტი შეიცავს 30 მგ არიპიპრაზოლს

• სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის წითელი ოქსიდი (E172).

როგორ გამოიყურება PAXIFOღ-ი და შეფუთვის შიგთავსი

5 მგ ტაბლეტები

მრგვალი (დაახლოებით 5 მმ) და თეთრი, ერთ მხარეს ამოკვეთილია "Aღძ", ხოლო მეორე მხარეს - "5"

10 მგ ტაბლეტები

წაგრძელებული (დაახლოებით 8 მმ X 4 მმ) და ვარდისფერი, შესაძლო მუქი ლაქებით, ერთ მხარეს ამოკვეთილია "Aღძ", ხოლო მეორე მხარეს - "10"

15 მგ ტაბლეტები

მრგვალი (დაახლოებით 7 მმ) და ყვითელი, შესაძლო მუქი ლაქებით, ერთ მხარეს ამოკვეთილია "Aღძ", ხოლო მეორე მხარეს - "15"

20 მგ ტაბლეტები

მრგვალი (დაახლოებით 8 მმ) და თეთრი, ერთ მხარეს ამოკვეთილია "Aღძ", ხოლო მეორე მხარეს - "20"

30 მგ ტაბლეტები

მრგვალი (დაახლოებით 9 მმ) და ვარდისფერი, შესაძლო მუქი ლაქებით, ერთ მხარეს ამოკვეთილია "Aღძ", ხოლო მეორე მხარეს - "30"

 

ბლისტერის შეფუთვა:

ალუმინის (OPA/ალუმინი/PVC/ალუმინი) ბლისტერები პერფორირებულია ერთჯერად დოზად. ბლისტერში განთავსებულია 7 ან 10 ტაბლეტი.

შეფუთვაში განთავსებულია 10, 14, 28, 30, 49, 50, 56, 98 ან 100 ტაბლეტი

ყველა შეფუთვის ფორმა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

სად შევიძინოთ?