Nuk
პკ-მერცი / PK-Merz


შემადგენლობა:

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ამანტადინის სულფატი 100მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, ჟელატინი, პოვიდონი, ტალკი, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარამელოზა, ეუდრაგიტი E, საღებავები E110 და E171.

 

პრეპარატის აქტიური ნივთიერება - ამანტადინი მოქმედებს პარკინსონის დაავადების სიმპტომების წინააღმდეგ.

 

პკ-მერცის გამოყენება

პკ-მერცი გამოიყენება პარკინსონის დაავადების სიმპტომების, როგორიცაა რიგიდობა, ტრემორი, ჰიპოკინეზია და აკინეზია, და ნეიროლეფსიური და სხვა მსგავსი მოქმედების მქონე პრეპარატებით გამოწვეული ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენების, როგორიცაა ადრეული დისკინეზია, აკინეზია და პარკინსონის მსგავსი სიმპტომების სამკურნალოდ.   

 

პკ-მერცის ტაბლეტები არ მიიღება

დაუშვებელია პკ-მერცის ტაბლეტების მიიღება თუ პაციენტს აღენიშნება:

- მომატებული მგრძნობელობა ამანტადინის, საღებავების E110 (ყვითელი-ნარინჯისფერი შ) ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;

- გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IV კლასი NYHA-ს მიხედვით);

- კარდიომიოპათია და მიოკარდიტი;

- ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის;

- ბრადიკარდია, გულისცემის სიხშირე ნაკლები 55 დარტყმა/წუთში;  

- QT ინტერვალის გახანგრძლივება (ბაზეტის ფორმულის მიხედვით QTc > 420მწმ ) ან U-კბილის არსებობა ან ოჯახურ ანამნეზში თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომის არსებობა; 

- ანამნეზში სერიოზული პარკუჭოვანი არითმია, მათ შორის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (ტორსადეს დე პოინტეს); 

- კომბინირებული მკურნალობა ბუდიპინთან ან სხვა Qთ ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან ერთად;

- სისხლში კალიუმისა და მაგნიუმის დონის შემცირება. 

 

პკ-მერცის ტაბლეტები განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:

- წინამდება ჯირკვლის გადიდება (პროსტატის ჰიპერპლაზია);

- თვალშიდა წნევის მომატება, როგორიცაა გლაუკომა (ვიწრო კუთხოვანი გლაუკომა);

- სხვადასხვა სიმძიმის თირკმელის უკმარისობა (იზრდება აკუმულაციის რისკი, როცა ირღვევა თირკმელების ფილტრაცია);

- აგზნება და გონების დაბინდვა;

- ანამნეზში ბოდვითი სინდრომი ან ეგზოგენური ფსიქოზები

- მემანტინთან ერთად კომბინირებული მკურნალობა

 

ასეთ შემთხვევებში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

 

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზრდილებში:

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი. ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მათში, ვისაც გამოუვლინდება აგზნება გონების დაბინდვა და ბოდვითი სინდრომი, საჭიროა დოზის სიფრთხილით განსაზღვრა.

 

სიფრთხილის ზომები პკ-მერცის მიღების დროს

ეკგ (50 მმ/წმ) გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მკურნალობის დაწყებამდე და მისი დასრულებიდან 1 და 3 კვირის შემდეგ და ბაზეტის ფორმულით შესწორებული Qთ (Qთც) ინტერვალი უნდა განისაზღვროს ხელით. ეკგ გამოკვლევა უნდა ჩატარდეს დოზის ყოველ მომატებამდე და მომატებიდან 2 კვირის შემდეგ. მსგავსი ეკგ გამოკვლევები უნდა ჩატარდეს მინიმუმ წელიწადში ერთხელ. ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიც არის გაძლიერებული გულისცემა, თავბრუსხვევა ან გულის წასვლა, პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და მიემართოს ექიმს ან საავადმყოფოს. 

პეისმეიკერის მქონე პაციენტებში შეუძლებელია Qთ ინტერვალის ზუსტი განსაზღვრა. შესაბამისად პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის პირადი კარდიოლოგის კონსულტაციის შემდეგ.

თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, თირკმელების ექსკრეციის გაუარესების შედეგად იზრდება აქტიური ნივთიერებების დაგროვების და დოზის გადაჭარბების რისკი. აქედან გამომდინარე, პკ-მერცის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით მკურნალობის დროს ექიმის მიერ სიფრთხილით უნდა განისაზღვროს დოზა და შემოწმდეს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის დონე. მიზანშეწონილია განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა, როცა პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ინიშნება თავის ტვინის ორგანული სინდრომის მქონე პაციენტებში ან მათში, ვინც მიდრეკილია გულყრებისკენ, რადგან ასეთ შემთხვევაში იზრდება ინდივიდუალური სიმპტომების ან გულყრების განვითარების რისკი. 

პაციენტები, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები, პკ-მერცი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით მკურნალობის დროს საჭიროებენ რეგულარულ კლინიკურ მონიტორინგს.

თავიდან უნდა იქნას აცილებული პკ-მერცის ტაბლეტების სწრაფი შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება კიდევ უფრო დაარღვიოს პარკინსონით დაავადებული პაციენტის მოძრაობის უნარი, ხოლო უარეს შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სრული იმობილიზაცია.

პაციენტებში ნეიროლეფსიური (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მენტალური და ემოციური დაავადებების სამკურნალოდ) პრეპარატებისა და პკ- მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ერთდროული გამოყენებისას, პკ-მერცის ტაბლეტების მიღების სწრაფმა შეწყვეტამ შეიძლება წარმოშვას სიცოცხლისთვის საშიში ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის განვითარების რისკი. ეს მდგომარეობა დაკავშირებულია სხეული ტემპერატურის მკვეთრ ზრდასთან, კუნთების რიგიდობასთან და აუტონომიური ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლასთან. პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში ხშირად ვლინდება შემდეგი სიმპტომები როგორიცაა ჰიპოტენზია, სალივაცია, ოფლიანობა, ცხელება, სითბოს აკუმულაცია, შეშუპება და დეპრესია. ასეთი პაციენტების მკურნალობისას გათვალისწინებული უნდა იყოს გვერდითი ეფექტები და წამალთშორისი ურთიერთქმედება პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებთან.

თუ პაციენტს აღმოაჩნდა შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. 

 

არ არის რეკომენდირებული და თავიდან უნდა იქნას აცილებული ამანტადინის გამოყენება პროფილაქტიკისათვის და ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც არის გამოწვეული გრიპის ვირუსით, რადგან იზრდება ჭარბი დოზირების რისკი.

 

ეს პროდუქტი შეიცავს საღებავ E110 (ყვითელი-ნარინჯისფერი შ), რომელმაც მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება მოახდინოს ალერგიული რეაქციის პროვოცირება, მათ შორის ბრონქული ასთმის. ეს ალერგიული რეაქცია უფრო ხშირად ვითარდება ასპირინის მიმართ ალერგიულ პაციენტებში.

 

პკ-მერცის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს თუ ღებულობს და/ან უახლოეს წარსულში ღებულობდა სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, მათ შორის არასარეცეპტო პრეპარატებს.

უკუნაჩვენებია ამანტადინისა და სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება, რომლებიც იწვევენ  QT ინტერვალის გახანგრძლივებას. მაგალათად:

- ზოგიერთი კლასის პრეპარატები რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ (IA ანტიარითმიული პრეპარატები როგორიცაა ქინიდინი, დისოპირამიდი, პროკაინამიდი და III კლასი, როგორიცაა ამიოდარონი და სოტალოლი)

- ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატი (თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი)

- დეპრესიის ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატები -ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები (ამიტრიფტილინი)

- ჭინჭრის ციების და ალერგიის ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატები -ანტიჰისტამინური საშუალებები (ანუ ასტემიზოლი, ტერფენადინი)

- ზოგიერთი მაკროლიდური ანტიბიოტიკი (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი)

- ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები - გირაზას ინჰიბიტორები (სპარფლოქსაცინი)

- სოკოვანი ინფექციების ზოგიერთი სამკურნალო საშუალება-სოკოს საწინააღმდეგო აზოლები

- სხვა პრეპარატები, როგორიცაა ბუდიპინი, ჰალოფანტრინი, კო-ტრიმოქსაზოლი, პენტამიდინი, ცისაპრიდი და ბეპრიდილი.

 

ეს სია შეიძლება იყოს ამომწურავი. ამანტადინთან სხვა პრეპარატების მიღებამდე, აუცილებელია პრეპარატის ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რათა დადგინდეს წამალთშორისი ურთიერთქმედების პოტენციალი ამანტადინსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის, რომლებიც იწვევენ Qთ ინტერვალის გახანგრძლივებას.

პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებისა და პარკინსონის დაავადების სხვა სამკურნალო საშუალებების კომბინირებულად მიღება შესაძლებელია. გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად (მათ შორის ფსიქოზური რეაქციების) საჭიროა შემცირდეს სხვა პრეპარატის დოზა ან კომბინაციაში გამოყენება.

რაიმე კონკრეტული კვლევა არ ჩატარებულა პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებისა და პარკინსონის დაავადების სხვა სამკურნალო საშუალებების კომბინაციაში გამოყენებისას მათ წამალთშორის ურთიერთქმედებაზე (მაგალითად ლევოდოფა, ბრომოკრიპტინი, ტრიჰექსიფენიდილი, მემანტინი და ა.შ.) (ყურადღება უნდა გამახვილდეს გვერდით მოვლენებზე).

პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების და ზოგიერთი სახის სამკურნალო საშუალებების ან ქვემოთ მოცემული სამკურნალო ნივთიერებების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის ურთიერთქმედება:

 

ანტიქოლინერგული:

გვერდითი მოვლენები (გონების დაბინდვა და ჰალუცინაციები) შეიძლება გაიზარდოს პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ერთად (მაგ.: ტრიჰექსიფენიდილი, ბენზტროპინი, სკოპოლამინი, ბიპერიდენი, ორფენადრინი და სხვ.) გამოყენების დროს.

 

ცნს-ზე მოქმედი არაპირდაპირი სიმპათომიმეტური საშუალებები:

ამანტადინის ცენტრალური მოქმედების პოტენცირება.

 

ალკოჰოლი:

ალკოჰოლისადმი ტოლერანტობის შემცირება.

 

ლევოდოპა (პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალება):

თერაპიული ეფექტის პოტენცირება, ამიტომ პაციენტს ლევოდოპა შეიძლება მიეცეს პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებთან ერთად.

 

პარკინსონიზმის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებები:

მემანტინს შეუძლია პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ეფექტის და გვერდითი მოვლენების პოტენცირება.

 

სხვა სამკურნალო საშუალებები:

ტრიამტერენის ტიპის დიურეზულ საშუალებებთან/ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად კომბინირებული გამოყენება ამცირებს ამანტადინის ექსკრეციას, რაც იწვევს ტოქსიური კონცენტრაციის განვითარებას სისხლის პლაზმაში, რომელიც გამოვლინდება მოძრაობის დარღვევით, კრუჩხვებითა და გონების დაბინდვით. ამიტომ დიურეზულ საშუალებებთან ერთად კომბინირებული გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

 

რა საკვების და სასმელის მიღება უნდა იქნეს თავიდან აცილებული პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტების მიღებისას?

პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს ალკოჰოლური სასმელების მიღება, რადგან პკ-მერცის ტაბლეტები  ამცირებენ  ორგანიზმის ტოლერანტობას ალკოჰოლის მიმართ.

 

რა არის გასათვალისწინებელი ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში?

ორსულობა:

ორსულებზე უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო დაუშვებელია ორსულობის დროს გამოყენება თუ არ არის განსაკუთრებული აუცილებლობა.

 

ლაქტაცია:

ამანტადინი გადადის დედის რძეში. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს. თუ ლაქტაციის პერიოდში ამანტადინის გამოყენება გარდაუვალია, აქტიური ნივთიერების ზემოქმედების გამო მნიშვნელოვანია ბავშვის მონიტორინგი (გამონაყარი კანზე, შარდის შეკავება, ღებინება) საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ლაქტაციის შეწყვეტა. 

 

მოქმედება მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

არ არის გამორიცხული ზეგავლენა სიფხიზლეზე (სიფხიზლე და ყურადღება) და აკომოდაციაზე, განსაკუთრებით პარკინსონის სინდრომის სამკურნალო სხვა პრეპარატების ეფექტებთან ერთად კომბინირებისას.  დაავადების შედეგად უკვე დარღვეული მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს მკურნალობის დასაწყისში. ეს განსაკუთრებით ეხება პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად მიღებას.  

დაავადებიდან გამომდინარე პაციენტის სწრაფი რეაქციის უნარი მოულოდნელ და უეცარ მოვლენებზე ირღვევა. შესაბამისად დაუშვებელია მანქანების და ელექტრომოწყობილობების მართვა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

 

პკ-მერცის მიღების წესი

პკ-მერცი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. პაციენტმა უნდა დაიცვას ექიმის დანიშნული ინსტრუქცია და დოზირება, წინააღმდეგ შემთხვევაში სამკურნალო საშუალებას არ ექნება მოსალოდნელი ეფექტი.

პარკინსონის სინდრომიანი პაციენტების და პრეპარატით გამოწვეული მოძრაობის დარღვევების მკურნალობა მიმდინარეობს ეტაპობრივად,  დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ, სიმპტომების ტიპის და სიმწვავის შესაბამისად. 

სიმპტომების სტაბილიზებისთვის პირველი 4-7 დღის განმავლობაში მიიღება 1 პკ-მერცის ტაბლეტი დღეში. პაციენტი დოზას ზდის თანდათანობით ყოველ კვირა სანამ დოზა არ გახდება ერთიდან სამ პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებამდე ორჯერ დღეში (შეესაბამება 200-600მგ ამანტადინის სულფატს დღეში).  

დღიური დოზები აგრეთვე შეიძლება გაიყოს სამ მიღებაზე.

ხანდაზმულ პაციენტებში აგზნების და გონების დაბინდვის ან დელირიუმიანი სინდრომის მკურნალობა უნდა იწყებოდეს უფრო დაბალი დოზებით.

პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინირებული მიღებისას დოზები უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად.

პაციენტებს, რომლებიც თავიდან მკურნალობდნენ ამანტადინის სულფატის ინფუზიით საწყის დოზებად შეუძლიათ მაღალი დოზების მიღება. პარკინსონული სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში, აკინეტიკური კრიზისას გამოიყენება ამანტადინის სულფატის ინფუზია.

 

დოზირება თირკმელის უკმარისობის მქონე პაციენტებში:

თირკმელის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზირება უნდა დარეგულირდეს თირკმელების კლირენსის ფუნქციის შემცირების შესაბამისად, რაც იზომება გლომერული ფილტრაციის სიჩქარით (GFღ).

GFR (მლ/წთ)

დოზირება

(ამანტადინის სულფატი მგ)

დოზირების ინტერვალი

80-60

100

ეძლევა ყოველ 12 საათში

60-50

200 და 100* an 150 **

ყოველი მეორე დღე*

ან დღეში** ერთხელ

50-30

100

დღეში ერთხელ

30-20

200

კვირაში 2-ჯერ

20-10

100

კვირაში 3-ჯერ

< 10 და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

200 და 100

1 კვირაში ერთხელ ან ყოველ ორ კვირაში ერთხელ

* მიიღწევა დღეში 1X1 და 1X2 პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებით

** მიიღწევა 11/2 პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების (150მგ ამანტადინის სულფატის ექვივალენტური) მიღებით

 

გლომერული ფილტრაციის ხარისხი (GFR) გამოითვლება ქვემოთ მოცემული ფორმულით:

 

ClCr= (140 - ასაკი) × წონა

      72 × შრატის კრეატინინი

 

სადაც:  ClCr== კრეატინინის კლირენსი მლ/წთ და კრეატინინი=შრატის კრეატინინი მგ/100 მლ-ში.

 

კრეატინინის კლირენსის ფორმულა გამოიყენება მხოლოდ კაცებში; შესაბამისი მონაცემები ქალებში შეადგენს ამ მონაცემის 85% და GFR განსასაზღვრად (მოზრდილებში 120მლ/წთ) შეიძლება შედარდეს ინულინის კლირენსს. 

ამანტადინის ძალიან მცირედ დიალიზდება (დაახლოებით 5%).

 

პკ-მერცი 100მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს აქვთ გამყოფი ზოლი, რომლითაც შეიძლება მათი გაყოფა.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება სითხესთან ერთად. სასურველია მისი მიღება დილას და საღამოს. ბოლო დღიური დოზა არ მიიღება 16.00 საათის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და სიმძიმეზე და განისაზღვრება ექიმის მიერ. პაციენტმა თვითნებურად არ უნდა შეწყვიტოს მკურნალობა.

 

დოზირება ბავშვებში:

ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.

 

პკ-მერცის დოზის გადაჭარბება

ინტოქსიკაციის შემთხვევაში, რომელიც ხასიათდება გულისრევით, ღებინებით, აჟიტირებით, კანკალით, სიარულის და წონასწორობის დარღვევით, მხედველობის დაბინდვით, ლეთარგიით, დეპრესიით, საუბრის გაძნელებით და კრუნჩხვებით, უნდა ეცნობოს ექიმს; ერთ შემთხვევაში აღინიშნა გულის ავთვისებიანი არითმიები. 

ამანტადინის და პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების დროს აღინიშნა მწვავე ტოქსიკური ფსიქოზი, როგორც გონების დაბინდვა და მხედველობითი ჰალუცინაციები, კომის და მიოკლონუსის ჩათვლით.

 

სპეციალური სამკურნალო საშუალება ან ანტიდოტი უცნობია. პკ-მერცი 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით ინტოქსიკაციის შემთხვევაში რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა და/ან კუჭის ამორეცხვა. სიცოცხლისთვის საშიში ინტოქსიკაციების შემთხვევაში პაციენტს ესაჭიროება ინტენსიური დახმარება.

შესაბამისი ზომები მოიცავს სითხის მიღება და ნივთიერების ექსკრეციის დასაჩქარებლად შარდის შემჟავება, დამშვიდება, კრუნჩხვების და არითმიის საწინააღმდეგო ზომების მიღება (ლიდოკაინი ი.ვ.).

ნეიროტოქსიური სიმპტომების (როგორც ზემოთ იყო აღწერილი)  სამკურნალოდ ექიმი პაციენტს ინტრავენურად შეუყვანს ფიზოსტიგმინს, მოზრდილთა დოზა 1-2მგ ყოველ 2 საათში ერთხელ და ბავშვებისთვის 2 × 0.5მგ 5-10 წუთიანი ინტერვალებით მაქსიმუმალური დოზა 2მგ. იმის გამო, რომ ამანტადინი მცირედ განიცდის დიალიზს (დაახლოებით 5%), შესაბამისად ჰემოდიალიზი არ წარმოადგენს გამოსავალს. რეკომენდებულია შესაძლო Qთ გახანგრძლივებაზე და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მაპროვოცირებელ ფაქტორებზე პაციენტების მონიტორინგი, მაგ.: ელექტროლიტური დისბალანსი (განსაკუთრებით ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია) და ბრადიკარდია. 

 

რა გვერდითი მოვლენების გამოწვევა შეუძლია პკ-მერცს?

ახალი ( SPC სახელმძღვანელოების შესაბამისი)

 

 

 

ძალაინ ხშირი

>1  10 პაციენტში

ხშირი

<1  10 პაციენტში და > 1   100 პაციენტში

არც ისე ხშირი

<1  100 პაციენტში და > 1  1000 პაციენტში

იშვიათი

<1  1000 პაციენტში და > 1 10 000 პაციენტიდან

ძალიან იშვიათი

<1  10 000 პაციენტში და იზოლირებული შემთხვევები

ფსიქური დარღვევები

ხშირი სიმპტომები ძილის დარღვევა და ფსიქიური აგზნება.

შესაძლებელია პარანოიდული ეგზოგენური ფსიქოზის პროვოცირება მხედველობით ჰალუცინაციებთან ერთად, განსაკუთრებით განწყობილ მოზრდილებში. ამ ტიპის გვერდითი მოვლენები ვითარდება ძალიან ხშირად, როდესაც პკ-მერცის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ინიშნება პარკინსონის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად (ანუ.: ლევოდოპა, ბრომოკრიპტინი ან მემანტინი).

 

ნერვული სისტემა

ხშირად შეიძლება განვითარდეს მოტორული აგზნება. არც ისე ხშირად შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ორთოსტატიული დისრეგულაცია და იშვიათად - ბუნდოვანი მხედველობა. ძალიან იშვიათად განვითარდა ეპილეფსიური შეტევები, ხშირად რეკომენდებულ დოზებზე მაღალი დოზებით მკურნალობის დროს. მიოკლონუსი და პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები ძალიან იშვიათად აღინიშნა.

 

მხედველობითი დარღვევები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში  აღინიშნა დროებითი მხედველობის დაკარგვა.

 

გულის დაავადებები

გულის დაავადებების იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა ვენტრიკულური ტაქიკარდია, ვენტრიკულური ფიბრილაცია, პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია და QT პროლონგირება. აღნიშნული შემთხვევების უმეტესობა ვითარდება გადაჭარბებული დოზირების ან სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინირებული მიღებისას ან არითმიის სხვა რისკ-ფაქტორების (იხ. 4.3 და 4.5) არსებობის შემთხვევაში. ძალიან იშვიათად აღინიშნება ტაქიკარდიასთან ერთად მიმდინარე გულის რითმის დარღვევები. 

 

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ხშირად კანის მარმარილოსებური ბადისებრი ცვლილებების (ლივედო რეტიცულარის) განვითარება (ხასიათდება ლაქებით დაფარული კანით), ზოგჯერ ფეხის ქვედა ნაწილის ან კოჭის შეშუპებით.

 

კუჭ-ნაწლავის დაავადებები

ხშირად გამოვლინდება გულისრევა და სიმშრალე პირში.

 

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა.

საღებავებმა “ყვითელი-ნარინჯისფერი S” (E 110) შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.

 

შარდ-სასქესო სისტემა

ხშირად შარდის შეკავება პროსტატის ჰიპერპლაზიასთან ერთად.

 

თუ პაციენტი შენიშნავს სამკურნალო საშუალებების აუტანლობის  სიმპტომების განვითარებას, უნდა ეცნობის მკურნალ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს რა ზომებს მიმართოს.

 

შენახვის პირობები:

ინახება 25°C ტემპერატურამდე!

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

 

შენახვის ვადა

შენახვის ვადა 5 წელი.

არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ!

 

შეფუთვა:

ერთი შეფუთვა შეიცავს 90 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

სად შევიძინოთ?