Nuk
პრედა / preda


შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: ესტრადიოლის ჰემიჰიდრატი (EP) ........... 2.07 მგ (რაც შეესაბამება 2მგ ესტრადიოლს)

აღწერა 
ლურჯი, მრგვალი, აპკით შემოგარსული ტაბლეტი

ჩვენება და გამოყენება

შემდეგი მდგომარეობები საჭიროებენ ესტროგენებით ჩანაცვლებით თერაპიას:

1. ესტროგენების დეფიციტური მდგომარეობები: პირველადი და მეორადი ამენორეა, ჰიპომენორეა, ოლიგოდისმენორეა, მეორადი ესტროგენული უკმარისობა, მენოპაუზის პერიოდი;

2. მენოპაუზის შემდეგ ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა.

 3. უნაყოფობა ესტროგენული ფაზის უკმარისობის შედეგად

4. ჰიპერანდროგენემიით გამოწვეული ალოპეცია

5. ატროფიული ვულვოვაგინიტები

6.საკვერცხეების პოლიკისტოზის ფონზე განვითარებული ჰირსუტიზმი.

 

არ მიიღება შემდეგ პაციენტებში

1) პაციენტებში რომლებსაც აქვთ სარძევე ჯირკვლის კიბო ან არსებობს ეჭვი და პაციენტები რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სარძევე ჯირკვლის კიბო;

2) პაციენტებში რომლებსაც აქვთ ესტროგენ-დამოკიდებული სიმსივნე (მაგ: ენდომეტრიუმის კიბო) ან არსებობს ეჭვი;

3) პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის ქრონიკული/მწვავე დაავადება ან ღვიძლის დაავადება, სადაც ღვიძლის ფუნქციური ტესტები არ უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას;

4) პაციენტები ღვიძლის მძიმე დისფუნქციით და ღვიძლის სიმსივნით;

5) პაციენტებში პორფირიით;

6) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან ცოტა ხნის წინ ჰქონდათ არტერიული თრომბოემბოლიზმი (განსაკუთრებით სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი);

7) პაციეინტები ვენური თრომბოემბოლიზმით (მაგ: გულის ვენის  თრომბოზი, პულმონური  ემბოლიზმი), თრომბოფლებიტი ან ანამნეზი;

8) პაციენტები რომლებსაც ამჟამად ან ანამნეზში აღენიშნებათ ესტროგენის გამოყენებით განპირობებული გულ-სისხლძარღვთა დაავადება;

9) პაციენტები გულ-სისხლძარღვთა ან კორონარული არტერიის დაავადებით;

10)  პაციენტები ნამგლისებრი უჯრედოვანი ანემიით;

11) პაციენტები თანდაყოლილი ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევით;

12) დიაბეტის მქონე პაციენტები სისხლძარღვთა დეგენერაციით;

13) პაციენტები რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სიყვითლე ორსულობის დროს,  ქოლესტაზის რეციდივი, ძლიერი ქავილი, ორსულობის ჰერპესი და ოტოსკლეროზის გაუარესება ორსულობის დროს;

14) პაციენტები უცნობი პათოლოგიური გენიტალიური სისხლდენით;

15)  ორსული ან პოტენციურად ორსული ქალები და მეძუძური ქალები;

 

დოზა და მიღების წესი:

ესტრადიოლი მიიღება პერორალურად ერთჯერ დღეში ან 2 მგ შეწყვეტის გარეშე.

ჰისტერექტომია გადატანილ და პოსტმენოპაუზის მქონე ქალებს შეუძლიათ დაიწყონ დღის ნებისმიერ დროს.  თუ თქვენ გაქვთ ნორმალური მენსტრუალური ციკლი, ესტროგენ-პროგესტოგენის კომბინირებული მკურნალობა ინიშნება მენსტრუალური ციკლის მეხუთე დღიდან.  

მკურნალობა ჭარბი დოზირების დროს

ამ პრეპარატის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლო გამოიწვიოს გულისრევა,  ღებინება და სისუსტე გულმკერდში. ანტიდოტი არ არსებობს და მისი მკურნალობა ხდება სიმპტომური თერაპიით.

 

შენახვა და გამოყენების სიფრთხილე

1)  შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

2) პრეპარატის ორიგინალი შეფუთვიდან ამოღებამ  და სხვა კონტენინერში შენახვამ შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის არასწორად გამოყენება ან პრეპარატის ხარისხის შემცირება, ამიტომ შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

3) შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C  და არ გაყინოთ.

 

გახსნილი ფლაკონი: არ გაყინოთ და შეინახეთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში, სინათლისადმი რეზისტენტულ კონტეინერში, მშრალ და გრილ ადგილას (არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე)

სად შევიძინოთ?