პრეგნიოფოლი / PregnioFol


ფარმაცევტული ფორმა: ტაბლეტები    
                                         

შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს ფოლიუმის მჟავა 400 მკგ.,  
        

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა+კროსპოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი.

ფარმაკოლოგიური დახასიათება: ფოლიუმის მჟავა ესაა წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინი. მას გააჩნია უმნიშვნელოვანესი როლი იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და სისხლწარმოქმნის პროცესში; ასტიმულირებს ერითროგენეზს, მეგალობლასტების სრულ მომწიფებასა და ნორმობლასტების წარმოქმნას. ფოლიუმის დეფიციტს მოზრდილებში მივყავართ მეგალობლასტური ანემიის განვითარებამდე, ხოლო ორსულობისას მისი ნაკლებობა იწვევს ნერვული მილის ჩამოყალიბების დარღვევას ნაყოფში. ფოლიუმის მჟავა არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამაგრებს ნერვულ სისტემას. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ.

ჩვენებები:                                                                             

- ორსულობის დაგეგმვა (ორსულობისწინა პერიოდი);  - ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ფოლის მჟავას დეფიციტით განვითარებული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა;                                           

- ნაყოფის ნერვული სისტემის, კიდურების, გულის ჩამოყალიბების დარღვევათა პრენატალური პროფილაქტიკა;
- ორგანიზმის ზრდა-განვითარების დარღვევათა პროფილაქტიკა მოზარდ ასაკში;  

- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მეხსიერების დაქვეითება;  

- პერიფერიული ნეიროპათია;            
                               

წინააღმდეგჩვენებები: შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა   

დოზირება: პრეგნიოფოლის 1 ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ, ჭამის დროს ან შემდეგ. მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი.  
                                        

გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია. 

წამალთა ურთიერთქმედება: პრეგნიოფოლი არ ინიშნება ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორებიცაა: ანალგეტიკები, ანტიკონვულსანტები, ანტაციდები, ქოლესტირამინი, სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, ციტოსტატიკები. აღნიშნული მედიკამენტები აფერხებენ ფოლიუმის მჟავას შეწოვას. პრეგნიოფოლისა და კალიუმშემნახველი დიურეტიკების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალემია.

შენახვისა და ტრანსპორტირების წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.        
                               

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #90 პლასტმასის ფლაკონში.    
             

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.