Nuk
პრელოქსი / Prelox


პრელოქსი წარმოადგენს კლინიკურად დადასტურებული ეფექტის მქონე სამ კომპონენტიან პრეპარატს როელიც აუმჯობესებს მამაკაცების სექსუალური ცხოვრების ხარისხი, სექსუალურ აქტივობა, აძლიერებს ლიბიდოს, ერექციის ძალას და ხანგრძლივობას. პრეპარატი  ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს.

შემადგენლობა:

L არგინინის ასპარტატი      1400 მგ.

ტაურინი                                 100მგ.

პიკნოგენოლი                           40 მგ.

შემავსებებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, პოლიდექსტროზა. 

  L არგინინი  წარმოადგენს აზოტის ოქსიდის პრემორბიდ  ამინომჟავას, რომლიც  ზრდის აზოტის ოქსიდის წარმოქმნის პროცესს, აფართოებს  სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის ნაკადის მიდინებას  მღვიმოვან ქსოვილში, რის შედეგადაც უმჯობესდება  ერექცია. L-არგინინი ასევე გვერდითი ეფექტების გარეშე ზრდის   ტესტოსტერონის დონეს, აუმჯობესებს სპერმის რაოდენობას, ხარისხს, მოძრაობის უნარს.

ასპარტატი მნიშვნელოვნად ზრდის არგინინის ბიოშეღწევადობას და მოქმედების ეფექტურობას.

პიკნოგენოლი წამოადგენს ფრანგული ზღვისპირა ფიჭვის ქერქის დაპატენტებულ ექსტრაქტს, რომელიც  ააქტივებს L- არგინინის აზოტის ოქსიდში გადამყვან ფერმენტს, რითიც აჩქარებს და აძლიერებს ორგანიზმში აზოტის ოქსიდის წარმოქმნის პროცესს. ის დადებითად მოქმედებს იმუნურ, გულსისხლძარღვთა სისტემაზე - იცავს  სისხლძარღვებს ოქსიდაციური რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან, დაბერებისგან, უნარჩუნებს ელასტიურობას.

პიკნოგენოლი ასევე დადებით ზემოქმედება სახდენს პროსტატაზე და აწესრიგებს მასთან დაკავშირებულ დიზურიულ პრობლემებს.

ტაურინი-ესენციური ამინომჟავაა,  რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე, სპერმატოგენეზზე, გააჩნია ციტოპროტექტორული მოქმედება, პასუხისმგებელია ღვიძლის გამართულ მუშაობაზე.

ჩვენებები:

მამაკაცების სექსუალური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

სექსუალურ აქტივობის გაზრდა,

ლიბიდოს გაძლიერება,

ერექციის ძალისა და ხანგრძლივობის გაზრდა,

ქრონიკული პროსტატიტი

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია I-II სტადია

მიღების რეჟიმი: პრეპარატის მიღების დაწყებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში მიიღება 2 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში, შემდგომ 1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში.

სტაბილური შდეგი მიიღება 4 კვირიანი უწყვეტი მიღების ფონზე.

პრელოქსი არის უსაფრთხო ,კარგი ამტანობის პრეპარატი. გვერდითი მოვლენები მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. პირველადი გამოყენებისას ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს თავის ტკივილი, რომელიც რეგულარული გამოყენების ფონზე უნდა შესუსტდეს. რაიმე ფონური დაავადების, ჰიპერტონიის, გულსისხლძარღვთა პათოლოგიის დროს პრეპარატის მიღების დაწყება უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან.

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC -სა მშრალ, ინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე , ორიგინალურ შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს 

 
სად შევიძინოთ?