პროქტოესკულანი / PROCTOESCULAN


ათქ კლასიფიკაციის კოდი 
A05BA
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
რექტალური გელი: ტუბში 30 გ.    
 1 გ
ცხენისწაბლას ქერქის მშრალი ექსტრაქტი (Hippocastani corticis extractum siccum; DER: 40-90:1) . . . . . 50 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (Lidocaini hydrochloridum)  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 მგ                                                                             
დამხმარე ნივთიერებები: საპონინი, გვირილის ზეთი, პერუს ბალზამი, კარბომერი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ბრონოპოლი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბუასილის სამკურნალო საშუალებები

ფარმაკოლოგიური მოქმედება 
სამკურნალო პრეპარატი პროქტოესკულანი არის გელის ფორმით, გამოიყენება ჰემოროის სიმპტომების შესამცირებლად, რომლებიც ვლინდება დაავადების პირველ სტადიაზე და ხასიათდება სუსტი ტკივილითა და ქავილით. ჩამოთვლილი ჩვენებების მიხედვით გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ეფექტიანობა დასტურდება მედიცინაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებითა და გამოცდილებით. მიიჩნევა, რომ პრეპარატი ახდენს ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელ, სუსტ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები
ბუასილის მკურნალობა

დოზირების რეჟიმი
პირველ გამოყენებამდე ტუბის დამცავი მემბრანა უნდა გაიხვრიტოს ბუშონის უკანა მხრიდან.
აპლიკაციამდე ტუბის თავზე უნდა დამაგრდეს ბოლოსართი. 
შეიყვანება რექტალურად.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: თუ ექიმი არ დანიშნავს განსხვავებულ დოზირებას, თანდართული ბოლოსართით გელის წასმა უნდა მოხდეს დაზიანებულ უბანზე ან სწორ ნაწლავში დაახლოებით 0.5გ-1.0 გ (გელის ზოლი სიგრძით დაახლოებით 2 სმ), დღეში 2-3-ჯერ.
სამკურნალო პრეპარატ პროქტოესკულანის გამოყენების გამოტოვებისას
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის არ შეიძლება ორმაგი დოზის გამოყენება.
სამკურნალო პრეპარატ პროქტოესკულანის გამოყენების შეწყვეტა
სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატმა, პროქტოესკულანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები. ლიდოკაინის შემცველი პრეპარატების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება სპორადულად გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, იშვიათად – ანაფილაქსური შოკი. პრეპარატის შემადგენლობაში პერუს ბალზამის, გვირილის ზეთისა და ეთილპარაჰიდროქსიბენზოატის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება. ბრონოპოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება. მომატებული მგრძნობელობის რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და პაციენტმა კონსულტაციისათვის ექიმს მიმართოს. სხვა ისეთი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები
სამკურნალო პრეპარატის პროქტოესკულანის გამოყენება არ შეიძლება, თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, თუ ვითარდება ძლიერი ტკივილი, სისხლდენა უკანა ტანიდან ან სხვა სახიფათო სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა კონსულტაციისათვის მიმართოს ექიმს.
გამოყენება ბავშვებში:
გამოკვლევები პრეპარატის ბავშვებში უსაფრთხო გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა. არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია
კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში.
კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევები მეძუძურ ქალებში არ ჩატარებულა. არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის მოხმარების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სილივიტ მაქსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ: 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რეკომენდებული არ არის იმავდროულად სხვა ისეთი სამკურნალო პრეპარატების რექტალურად გამოყენება, რომლებიც ახდენენ ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე).