რელიფი ულტრა / Relif Ultra


შემადგენლობა :

1 სუპოზიტორია შეიცავს :

მოქმედი ნივთიერებები :

ჰიდროკორტიზონის აცეტატი 10 მგ (0.5%), თუთიის სულფატის მონოჰიდრატი 11 მგ (0.55%), ზვიგენისღვიძლის ცხიმი 60 მგ (3%).

დამახმარე ნივთიერებები :

მყარი ცხიმი , კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო , მაგნიუმის სტეარატი , მეთილ _ და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი .

 

წამლის ფორმა : რექტალური სუპოზიტორია

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი ბუასილის ადგილობრივი მკურნალობის პრეპარატი .

 

ფარმაკოლოგიური თვისებები .

ზვიგენის ღვიძლის ცხიმი - ახდენს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო , ჰემოსტაზურ , ჭრილობისშემახორცებელ , იმუნომამოდულირებელ მოქმედებას .

ჰიდროკორტიზონის აცეტატს _ გააჩნია ანთების , ალერგიის და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ,ამცირებს ქავილის ინტენსივობას .

თუთიის სულფატის მონოჰიდრატი - ხელს უწყობს ჭრილობებისა და ეროზიების შეხორცებას , აწესრიგებსკანის ჰიდრატაციას .

 

ჩვენებები :

გარე და შიდა ბუასილი , ნაპრალი , ფისტულა , წყლული , პერიანალური მიდამოსა და სწორი ნაწლავისეროზია , რომლებსაც ახლავს ანთებითი გამოვლინებები , პროქტიტი ; ანალური ქავილი , ეგზემა ,პერიანალური მიდამოს დერმატიტი .

 

გამოყენების წესი და დოზები :

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენის პროცედურების ჩატარების შემდეგ . შეიყვანება სწორ ნაწლავში თითოსუპოზიტორია 4- ჯერ დღეში .

 

გვერდითი მოქმედება :

შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები ( ჰიპერემია , შეშუპება , ქავილი ).

 

 

 

უკუჩვენებები :

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ , ანორექტალური მიდამოსსპეციფიური ( ბაქტერიული , სოკოვანი , ვირუსული , ტუბერკულოზური ) დაზიანებები , უკანა ტანისარეში ახალწარმონაქმნები .

 

ჭარბი დოზირება :

ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის . მაღალი დოზით პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ,არ შეიძლება ჰიდროკორტიზონის სისტემური ეფექტების განვითარების რისკის გამორიცხვა , როგორებიცაამენსტრუალური ციკლის დარღვევა , არტერიული წნევის მომატება , კუნთების სისუსტე , უძილობა ,სისხლში შაქრის რაოდენობის მომატება .

 

სიფრთხილე :

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში , ორსულობისა დალაქტაციის პერიოდში ექიმთან შეთანხმების გარეშე .

სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის , გულის ქრონიკული უკმარისობის , შაქრიანიდიაბეტის დროს .

უკანა ტანიდან მნიშვნელოვანი სისხლიანი გამონადენის ან თერაპიული ეფექტის მიუღწევლობისშემთხვევაში 7 დღის განმავლობაში , პრეპარატის გამოყენების შემდეგ , აუცილებელია პროქტოლოგთანდამატებითი კონსულტაცია .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან .

აუცილებელია სიფრთხილე იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას , რომლებიც ამცირებენ სისხლშიშაქრის რაოდენობას , შარდმდენებთან და საგულე გლიკოზიდებთან ერთად .

 

ვარგისიანობის ვადა 2 წელი . არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებულივარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

 

შენახვის პირობები ინახება მშრალ , ბნელ , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას , არაუმეტეს +270Cტემპერატურაზე .

 

შეფუთვა

2 ბლისტერი 6 სუპოზიტორით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

 

გაცემის წესი რეცეპტის გარეშე .