Nuk
რენეფრინი / Renefrin


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები

1 ტაბლეტი შეიცავს:

Herba Centauri ასისთავა – 18მგ,

Radix Levistici ცისკარა – 18მგ,

Folia Rosmarini როზმარინი – 18მგ,

Lespedezae Capitate  ბოლქვიანი ლესპედეცა – 20მგ

ნატრიუმის ციტრატე – 16მგ,

კალიუმის ციტრატე – 19მგ.

დამხმარე ნივთიერებები კალციუმის კარბონატი 27მგ, Aვიცელ PH 102 (მიკროკრისტალური ცელულოზა) 45მგ, ლაქტოზა 20მგ, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი 15მგ, მაგნიუმის სტეარატი 4მგ, 

შემომგარსველი ნივთიერებებიჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, “შუნსეტ Yელლოწ” 10მგ.

აღწერა

ნარინჯისფერი შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

რენეფრინი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის კომბინირებულ საშუალებას.

მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ერთობლივი მოქმედება ავლენს შარდმდენ, ჰიპოაზოტემიურ, სპაზმოლიზურ, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ მოქმედებას. ზრდის აზოტოვანი ნაერთების კლირენსს (შარდოვანა, კრეატინინი და შარდმჟავა), აძლიერებს გორგლოვან ფილტრაციას, ზრდის ნატრიუმის და მცირე რაოდენობით კალიუმის გამოყოფას. ზრდის შარდის პH-ს (ატუტიანებს), ზრდის შარდმჟავას და კალციუმის მარილების ხსნადობას, ხელს უშლის კენჭების წარმოქმნას.

 

ჩვენებები
• შარდის ბუშტის, თირკმლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ცისტიტი, პიელონეფრიტი) კომპლექსურ თერაპიაში;
• თირკმლის ქრონიკული არაინფექციური ანთებითი დაავადებები (გლომერულონეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, მწვავე და ქრონიკული ჰიპერაზოტემიური ნეფრიტი);
• შარდ-კენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკა;

 

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. პეპტიური წყლულის გამწვავება.

 

გამოყენების წესი და დოზები

რენეფრინის ტაბლეტი მიიღება დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

მოზრდილები – 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ბავშვები 6 წლიდან – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

დაავადების მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება 2-4 კვირის მანძილზე.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

 

განსაკუთრებული მითითებები

რენეფრინის მიღება 6 წლამდე ასაკში მიზანშეწონილი არ არის.

რენეფრინის გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა,

თირკმლის ანთებითი დაავადებები,

შეშუპება გულისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამო.

შარდში სისხლის აღმოჩენის, შარდის გამოყოფის დარღვევის და შარდის მწვავე შეკავების დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. რენეფრინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ლაქტოზის აუტანლობის დროს რენეფრინის მიღება არ არის რეკომენდებული.

პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

 

გამოშვების ფორმა

15 ტაბლეტი ბლისტერზე. 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოყენების ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვადის ამოწურვის შემდეგ.