Nuk
კატაბალახას ფესვები და ფესურები / Rhizoma cum Radicibus Valerianae

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): valeriana
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 25 მლ. ხსნარი ფლაკონში მუყაოს შეფუთვით,50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით, 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

კატაბალახას ფესვები და ფესურები შეიცავს ეთერზეთებს (0,5-1%), მთრიმლავ ნივთიერებებს, თავისუფალ იზოვალერიანის მჟავას, ალკალოიდებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარე ამცირებს ცნს-ის აღგზნებადობას და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სედაციური საშუალება.
გამოიყენება მომატებული ნერვული აღგზნებადობის, უძილობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმების დროს. კატაბალახას ფართოდ იყენებენ ნევრასთენიის და ფსიქოსთენიის მსუბუქი ფორმების, გულ-სისხლძარღვთა ნევროზების, სტენოკარდიის საწყისი სტადიის, ჰიპერტონული დაავადებების, აგრეთვე ღვიძლისა და ნაღვლსადენი გზების ზოგიერთი დაავადებებისას, კუჭისა და ნაწლავების სპაზმის დროს.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით, მაგრამ მისი ზედმეტი დოზით მიღება იწვევს მოთენთილობას, დათრგუნვის შეგრძნებას. გვერდითი მოვლენები ქრება მცენარის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

სად შევიძინოთ?