Nuk
რიგენფორტე / Rigenforte


შემადგენელი კომპონენტები:  

L-მეთიონინი - 250,0 მგ   

L-ცისტეინი - 50,0 მგ                                                  

პანტოთენის მჟავა (Vit. B5) - 9,0 მგ.
ვიტამინი  E - 7,8  მგ.                                                               

თუთია - 7,5 მგ.                                                              

ვიტამინი B6 - 2,1 მგ                                                                 

სპილენძი - 1,0 მგ.                                                               

ფოლის მჟავა - 300 მკგრ.                                                      

სელენი - 55,0 მკგრ.                                                           

D-ბიოტინი - 50,0 მკგრ

რიგენფორტე წარმოადგენს კომპანია ESI-ის სამეცნიერო კვლევით ბაზაზე   დაპატენტებული მეთოდით შექმნილ  ფორმულას , მასში შემავალი კომპონენტების ურთიერთ სინქრონული მოქმედება , თავსებადობის მიხედვით დაჯგუფება  ვუზრუ ნველყოფს თმის ცვენის საწინააღმდეგო  ეფექტს.

ფარმაცევტული კომპანია ESI-ის სამეცნიერო კვლევით ბაზაზე შემუშავებული კაფსულის შემადგენელი კომპონენტების  ეტაპობრივი,  კონტროლირებული სისწრაფით და რაოდენობით  გამოთავისუფლდება უზრუნველყოფს  პრეპარატის პროლონგირებულ მოქმედებას.

L-მეთიონინი  და  L-ცისტეინი     აუცილებელი კომპონენტებია კერატინის სინთეზისათვის, ეს უკანასკნელი კი განუყოფელი სტრუქტურული კომპონენტია სისხლძარღვების, კანის, თმის, ფრჩხილების, გარდა ამისა დადგენილია რომ მეთიონინის შემადგენლობაში არსებული გოგირდით იქმნება შიდა პროტეინული დისულფიდური ბმები, რომლებიც უზრუნველყოფენ კოლაგენის სტრუქტურის მოქნილბასა და ელასტიურობას. გარდა ამისა მეთიონინი გავლენას ახდენს თმის პიგმენტის მელანინის სინთეზზე და შესაბამისად  თმის ფერის შენარჩუნებაზე.
პანტოთენის მჟავა (Vit. B5) ასევე    ასტიმულირებს კერატინის სინთეზს.
ვიტამინი B6  იცავს თმას გამოშრობისგან, უნარჩუნებს მას სიმტკიცეს და ელასტიურობას, დადებით გავლენას ახდენს თმის ზრდაზე, აფერხებს თმის ცვენას.
ფოლის მჟავა  მონაწილეობას იღებს ცილების სინთეზის პროცესში და შესაბამისად თმის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
D-ბიოტინი    გავლენას ახდენს რეგენერაციის პროცესზე- განსაკუთრებით თმის ძირებსა და კანზე.
ვიტამინი  E   და თუთია  განსაზღვრავენ  არა მარტო თმის სტრუქტურასა, თმის ცვენის პროცესის შეჩერებას, არამედ კანის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებასაც.
სპილენძი მონაწილეობს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის პროცესში, აძლიერებს თმის ფოლიკულას, შედის რა პიგმენტ მელანინის შემადგენლობაში-თმას აძლევს ბრწყინავ ელფერს.
სელენი უშუალოდ მონაწილეობს თმის ზრდის, ასევე უჯრედების დაყოფის პროცესი, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია თმის ცვენის დროს

ჩვენებები; არაჰორმონალური ეტიოლოგიის თმის ცვენა, თმის სტრუქტურის დეგენერაციული ცვლილება (გამოწვეული, ქიმიური , ულტრაიისფერი და მზის სხივების მოქმედებით), ფრჩხილის სტრუქტურული ცვლილება , ფრჩხილის  ინფექციური დაზიანებისას და ანდროგენული ალოპეციისას კომპლექსური მკურნალობისთვის.

მიღების წესი:1 კაფსულა 1 ჯერ დღეში საკმაო რაოდენობით წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები: როგორც წესი პაციენტების მიერ  გადაიტანება გვერდითი მოვლენების გარეშე., არასასურველი მოვლენების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

უკუჩვენება: მომეტებული მგრძნობელობა რომელიმე  შემადგენელი კომპონენტის მიმართ, ფეხმძიმობა, ლაქტაცია.

გამოშვების ფორმა: კოლოფში არის  30 კაფსულა.
ერთი კაფსულა შედგება ოთხი პატარა ტაბლეტისაგან:,  აქედან  2 შეიცავს  ამინომჟავებს და ვიტამინებს, დანარჩენი 2 კი ამინომჟავებსა და მინერალებს.

კაფსულა მიიღება დღეში ერთხელ ჭამის დროს საკმაო ოდენობით წყალთან ერთად.                                                                                            

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე,მშრალ,გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.                                                               

აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს                                                                                                                                                             

სად შევიძინოთ?