Nuk
საბ სიმპლექსი / SAB SIMPLEX


შემადგენლობა 

1 მლ-ში:
აქტიური ნივთიერება: სიმეთიკონი – 69,19 მგ (დიმეთილპოლისილოქსანი 350 : სილიციუმის დიოქსიდი, 92,5% : 7,5%).
დამხმარე ნივთიერებები: პოლიგლიკოსტეარილის მჟავას ეთერები, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, კარბომერი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ვანილის არომატი, ჟოლოს არომატი, ნატრიუმის ციკლომატი, ნატრიუმის საქარინი, გასუფთავებული წყალი, კონსერვანტები: სორბინის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი. 
აღწერილობა:
თეთრიდან ნაცრისფერ-თეთრ ფერამდე, ოდნავ წებოვანი ემულსია.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფაზების გაყოფის საზღვარზე ზედაპირის დაჭიმულობის შემცირებით, ართულებს აირის ბუშტუკების წარმოქმნას და ხელს უწყობს მათ დაშლას საკვებ მასაში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოში. ამ დროს გამონთავისუფლებული აირები შთაინთმქებიან ნაწლავის კედლების მიერ ან გამოიყოფიან პერისტალტიკის საშუალებით. სონო- და რენტგენოგრაფიის დროს ხელს უშლის ხარვეზების წარმოქმნას და გამოსახულების გადაფარვას; ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის კონტრასტული საშუალებით დაფარვას, ხელს უშლის კონტრასტული აპკის დაზიანებას.
სიმეთიკონი ცვლის კუჭის შიგთავსში და ნაწლავის ლორწოში წარმოქმნილ აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და იწვევს მათ დაშლას. გამონთავისუფლებული აირები შეიწოვებიან ნაწლავის კედლის მიერ ან გამოიყოფიან ნაწლავის პერისტალტიკის დროს. სიმეთიკონი გამოყოფს ქაფს წმინდა ფიზიკური გზით, არ შედის ქიმიურ რეაქციებში, ფარმაკოლოგიურად ინერტულია, არ შეიწოვება ორგანიზმში და ელიმინირდება ნაწლავის მიერ შეუცვლელი სახით.

ფარმაკოკინეტიკა
ფიზიოლოგიური და ქიმიური ინერტულობის წყალობით არ შეიწოვება ორგანიზმში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გავლის შემდეგ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

ჩვენებები
- მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში);
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება (რენტგენოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ეზოფაგოგატსრო-დუოდენოსკოპია);
- მწვავე მოწამვლა სარეცხი საშუალებებით, მათი კუჭში მოხვედრისას.

მიღების წესები და დოზები
პერორალურად.
აირების მომატებული წარმოქმნა
ახალშობილები და ბავშვები, რომლებიც საკვებს ბოთლიდან ღებულობენ: ყოველ ბოთლში უმატებენ სუსპენზიის 15 წვეთს (0,6 მლ).
საბ® სიმპლექსის შერევა შეიძლება სხვა სითხეებთან, მაგალითად რძესთან.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები: 15 წვეთი (0,6 მლ) ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში დამატებით 15 წვეთი ღამით.
სკოლის ასაკის ბავშვები: 20 – 30 წვეთი (0,8 – 1,2 მლ).
მოზრდილებში: 30 – 45 წვეთი (1,2 – 1,8 მლ).
ინტერვალი პრეპარატის მიღებებს შორის 4 – 6 საათი; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი გაზრდა.
საბ® სიმპლექსი ინიშნება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, და საჭიროების შემთხვევაში ძილის წინ.
საბ® სიმპლექსი ინიშნება ახალშობილებში ჭამამდე ჩაის კოვზით. 
გამოყენებამდე ფლაკონი აქტიურად უნდა შეინჯღრეს. იმისათვის რომ სუსპენზია პიპეტიდან გადმოვიდეს, ფლაკონი უნდა გადმოვაბრუნოთ და ფსკერზე დავაკაკუნოთ.
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების დინამიკაზე. საჭიროების შემთხვევაში საბ® სიმპლექსის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მზადების დროს გამოყენება გაადვილდება, თუ ფლაკონს პიპეტს მოვაცილებთ.
რენტგენოლოგიური გამოკვლევა: რენტგენოგრაფიისათვის მომზადებისათვის გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე ინიშნება საბ® სიმპლექსი 3-6 ჩაის კოვზი (15-30 მლ).
ულტრაბგერითი გამოკვლევა: ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადებისას რეკომენდებულია საბ® სიმპლექსის 3 ჩაის კოვზი (15 მლ) საღამოს, გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე და 3 ჩაის კოვზი გამოკვლევამდე 3 საათით ადრე.
ენდოსკოპია: ენდოსკოპიამდე უნდა მივიღოთ საბ® სიმპლექსის 1/2 – 1 ჩაის კოვზი (2,5 – 5 მლ). გამოკვლევის დროს ენდოსკოპით შეიძლება შევიყვანოთ საბ® სიმპლექსის სუსპენზიის რამდენიმე მილილიტრი.
სარეცხი საშუალებებით მოწამვლა
დოზა დამოკიდებულია მოწამვლის სიმძიმეზე. რეკომენდებული მინიმალური დოზა შეადგენს 1 ჩაის კოვზს (5 მლ).
შენიშვნა: ჩივილების შენარჩუნების ან/და ახლად განვითარების შესახებ უნდა მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები
საბ® სიმპლექსის გამოყენებისას გვერდითი მოვლენების განვითარება არ აღინიშნება.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპერატის კომპონენტების მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები, ნაწლავთა გაუვალობა.

ორსულობა და ლაქტაცია
საბ® სიმპლექსის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება
არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირება
პრეპარატით ინტოქსიკაციის შემთხვევები უცნობია.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები
არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?