Nuk
სალბუტამოლი ალდო-უნიონი / salbutamol union


 რა არის სალბუტამოლი ალდო-უნიონი 100 მკგ/დოზა  და რისთვის გამოიყენება~

ალბუტამოლი მიეკუთვნება ბრონქოდილატორების ჯგუფის მედიკამენტებს. სალბუტამოლი ადუნებს ფილტვების მცირე სასუნთქი გზების კუნთებს. შესაბამისად ადვილდება სუნთქვა და იხსნება ხველა

სალბუტამოლის გამოყენება:

სიმპტომური მკურნალობა ბრონქოსპაზმის(ფილტვებისა და სასუნთქი გზების დახურვა) ბრონქული ასთმის და სხვა პროცესების,დაკავშირებული ფილტვის ობსტრუქციულ  დაავადებასთან. ზემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს ფილტვების დაავადების  ჯგუფს,რომლებიც იწვევენ ფილტვების  ჰაერის  ნაკადის ბლოკირებას.

პრევენცია ბრონქოსპაზმის(ფილტვებისა და სასუნთქი გზების დახურვა)   ფიზიკური ვარჯიშებით გამოწვეული აგრეთვე ალერგენთან (ნივთიერება რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას)  მოსალოდნელი კონტაქტის დროს რომელიც  ცნობილია ან გარდაუვალია.

 

 

2. რა უნდა ვიცოდეთ სანამ დავიწყებთ სალბუტამოლ ალდო-უნიონის 100 მკგ / დოზის გამოყენებას.

არ გამოიყენოთ სალბუტამოლი ალდო-უნიონი 100 მკ/დოზა.

თუ ხართ ალერგიული სალბუტამოლის სულფატის, ან პრეპარატის სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ ჩამოთვლილი ამ დანართი ნაწილში 6.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს სანამ დაიწყებთ მედიკამენტით მკურნალობას.

თუ თქვენ გააქვთ ისტორია გულ-სისხლძარღვთა  დაავადების,არითმია, სტენოკარდია.

თუ თქვენ გაქვთ თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, მძიმე სისხლძარღვთა დაავადებები ან ჰიპერტენზია (მაღალი წნევა)

თუ მკურნალობის დროს თქვენი სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავავდა მიმართეთ  ექიმს რჩევისთვის,რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სხვა მკურნალობის დანიშვნა.

სალბუტამოლი ალდო-უნიონის 100 მკგ/დოზის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული და ასევე აცნობეთ ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ან იღებდით ახლო წარსულში.

აცნობეთ ექიმს განსაკუთრებით შემდეგი სამკურნალო საშუალებების  მიღების შესახებ:

-არასელექციური ბეტა-ბლოკერების, რადგან ისინი არ გამოიყენება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. პროპრანოლოლის და სხვა მსგავსი პრეპარატების მოქმედების მექნიზმი განსხვავდება სალბუტამოლისგან.

-მკურნალობის დროს არ მიიღება იმიპრამინი , ქლორპრომაზინი, ქლორდიაზეპოქსიდი .

-პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ კალიუმის კონცენტრაციას სისხლის შრატში.

ორსულობა და ლაქტაცია:

თუ ხართ ორსულად, ხართ მეძუძური დედა, ან თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობისას და ლაქტაციის დროს ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ დედის სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ლაქტაციის შემთხვევაში აუცილებელია  შეწყვეტილ იქნას ძუძუთი კვება. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:  

სალბუტამოლი ალდო-უნიონი არ ახდეს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. 

სპორტსმენებში გამოყენება:

ეს პროდუქტი შეიცავს სალბუტამოლს, შეიძლება გამოვლინდეს დოპინგ -კონტროლის დადებითი ტესტი.

 

 

3. როგორ გამოვიყენოთ სალბუტამოლი ალდო-უნიონი 100 მკგ/დოზა.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.

სალბუტამოლი ალდო-უნიონი 100 მკგ/დოზა წარმოადგენს საინჰალაციო საშუალებას.

რეკომენდირებული დოზა:

ზრდასრულები: 

მწვავე ბრონქოსპაზმის შესამცირებლად  და ასთმის ეპიზოდური  მკურნალობისთვის, ინჰალაციის მიღება შეიძლება ერთჯერადი დოზით და საჭიროების შემთხვევაში  შეიძლება ორ ინჰალაციამდე გაიზარდოს.  თუ მიღებული შედეგი არ არის საკმარისი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ორი ინჰალაციის დოზა. მაქსიმალური რეკომენდირებული დოზაა ორი ინჰალაცია, სამი ან ოთხჯერ დღეში.

ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ბრონქოსპაზმის აღკვეთის მიზნით, ერთი ან ორი ინჰალაციის მიღება უნდა მოხდეს 15 წუთით ადრე ვარჯიშამდე ან ალერგენთან კონტაქტამდე.

პაციენტებში 65 და  80 წლის ზევით:

იგივე  რეკომენდაციები  რაც  ზრდასრულებში..

ბავშვები და მოზარდები:

რეკომენდებული დოზა მწვავე ბრონქოსპაზმის შესამცირებლად და   ასთმის ეპიზოდური   მკურნალობაში ან ინდუცირებული   ფიზიკური დატვირთვისას  თუ დოზა  არ არის საკმარისი შესაძლებელია დოზის გაზრდა.  

პრეპარატის გამოყენება არ  უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 4 დოზაზე მეტს. ინჰალაციური სალბუტამოლის თითოეული გამოყენების ბრონქოდილატორული ეფექტი გრძელდება მინიმუმ ოთხი საათის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასთმის გაუარესებაა. ამ შემთხვევაში, ექიმმა უნდა მიიჩნიოს, რომ საჭიროა ინჰალაციური გლუკოკორტიკოიდების მკურნალობის დოზების გაზრდა ან მისი სისტემური გამოყენება.

დამატებითი გამოყენების აუცილებლობა ან დოზის  მომატება აღნიშნავს ასთმის პროცესის  გაუარესებას. თქვენ უნდა გაზარდოთ დოზა ან სიხშირე მოხმარების  ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ექიმის მითითებას.

 

 

გამოყენების წესი :

ა) მოხსენით თავსახური(სურათი 1). თუ საინჰალაციო საშუალებას იყენებთ პირველად, ან არ გამოგიყენებიათ რამდენიმე დღის განმავლობაში, შეანჯღიერთ ბალონი (სურათი2) და მცირე ზეწოლით მოახდინეთ 1 ან 2 გასხურება და დარწმუნდით, რომ დოზატორის სარქველი მუშაობს.

ბ) ზეწოლამდე კარგად შეანჯღრიეთ.(სურათი2)

გ) მოემზადეთ შესასხურებლად.

დ) ბალონი დაიჭირეთ ისე, როგორც ნაჩვენებია( სურათზე 3), დოზატორი მოათავსეთ ტუჩებს შორის (ბალონის ზეწოლის ადგილი მიმართულია ზემოთ).

ე) დააწექით ბალონის ძირს ‚ზეწოლის ადგილას‘ და ღრმად შეისუნთქეთ(სურათი4) (მოხდება ერთი დოზის ერთეულის შესხურება).

ვ) გამოიღეთ დოზატორი პირიდან და შეიკავეთ სუნთქვა რამდენიმე წამით.

ზ) დოზატორი უნდა გაირეცხოს რეგულარულად. მოხსენით დოზატორი ბალონს და გარეცხეთ დიდი რაოდენობის წყლით.

თ) ბალონს შენახვისას დაახურეთ თავსახური, რათა დაიცვათ მტვერისა და დაბინძურებისააგან.

 

თუ მიიღეთ  სალბუტამოლი ალდო-უნიონი 100 მკგ/დოზა რეკომენდირებულ დოზაზე მეტი:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ან შემთხვევითი გადაყლაპვისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიის მართვის ცენტრში, ტელ: 91 562 04 20, მედიკამენტის სახელით და მიღებული გადაჭარბებული დოზის რაოდენობით.

დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა გამოვლინდეს გულის აჩქარება, ტრემორი. ეს სიმპტომები გაქრება თვითონ. ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების სტიმულატორები გამოიყენება ოპერაციის დროს კარდიოსელექციური ბეტა-ბლოკერების ელიმინაციისათვის (პრაქტოლოლი). სხვა ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკერების გამოყენება არ არის რეკომენდებული ასთმის მქონე პირებში, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქული სპაზმი. ძლიერი ინტოქსიკაციისას ვენტრიკულური არითმიის ელიმინაციისათვის რეკომენდებულია 40 მექ/ლ კალიუმის ქლორიდი და 500მლ 5% დექსტროზას ხსნარი ნელი ინექციით.

თუ დაგავიწყდათ სალბუტამოლი ალდო-უნიონი 100 მკგ/დოზა-ს გამოყენება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. თუ დაგავიწყდათ პრეპარატის ინჰალაცია, გამოიყენეთ საინჰალაციო საშუალება შემდგომში მითითებულ დროს, ან მსტვენავი სუნთქვის და სუნთქვის გართულების განვითარებისას.

სალბუტამოლი ალდო-უნიონი 100 მკგ/დოზის შეწყვეტისას.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.  

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

სალბუტამოლის გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია ბეტა-2-აგონისტების მოქმედების მექანიზმზე.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის ცნობილი, რამდენად ხშირად ხდება მაგრამ ზოგჯერ  პაციენტები განიცდიან   გულმკერდის ტკივილს  ( გულის უკმარისობა და  სტენოკარდია). შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ ამ სიმპტომის მსგავსი გექნებათ როდესაც თქვენ მკურნალობთ სალბუტამოლით, მაგრამ არ შეწყვეტოთ ამ მედიკამენტის  მიღება, თუ არ  გაივლით კონსულტაციას  თქვენ ექიმთან. 

ძალიან იშვიათი: ალერგიული რექციები, სისხლძარღვოვანი შეშუპება (კანის ღრმა ფენების ანთება ქუთუთოების, ტუჩების და ზოგიერთ შემთხვევაში ხელების, ფეხების და ყელის შეშუპების ჩათვლით), ჭინჭრის ციება, გამონაყარი, არითმია, ბრონქოსპაზმი,ჰიპოტონია.

სისხლძარღვთა და ლიმფური სისტემის დარღვევები: ბეტა -2 აგონისტების სისტემური გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალემია.

ფსიქიატრიული დარღვევები: ნევროზი, დაძაბულობის განცდა.  ბეტა -2 აგონისტების მოქმედებით იშვიათად აღინიშნება ჰიპერქტიურობა ბავშვებში.

ნერვული სისტემის დარღვევები:  ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა    

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ანგიონევროზული შეშუპება, არტერიული ჰიპოტენზია. გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს გულის არითმიის (მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლიის) ნიშნები ბეტა 2 აგონისტების , მოქმედებით  პაციენტებში. 

სუნთქვის , გულმკერდის და მედიასტალური დარღვევები: როგორც სხვა ინჰალაციური თერაპიის დროს, განხილულ უნდა იქნას ბრონქოსპაზმის შესაძლებლობა და  უნდა მოხდეს დოზირების  გაზრდა ხმაურიანი სუნთქვის შემთხვევაში.  

კუჭ-ნაწლავის მხრივ  დარღვევები: გულისრევა 

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები: ჭინჭრის ციება  

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის დარღვები:   იშვიათია  შემთხვევა   კუნთების სპაზმის.

ზოგადი დარღვევები: შეიძლება იყოს იშვიათად პირის ღრუსა და ყელის გაღიზიანება, 

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას, მათ შორის ისეთების, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.  

გვერდითი მოვლენების შეტყობინება:

ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში რომლებიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ესპანეთის ფარმაცევტული მონიტორინგის სამსახურს  https://www.notificaram.es. და შეატყობინოთ  გვერდითი მოვლენები რითაც დახმარებს გაუწევთ მედიკამენტის უსაფრთხოებას.

 

 

5. სალბუტამოლი ალდო-უნიონი 100 მკგ/დოზა  შენახვის პირობები. 

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 30ºC მეტი ტემპერატურის პირობებში. არ გაყინოთ.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე და ბალონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ მედიკამენტი საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი  მედიკამენტების უტილიზაცია ხდება აფთიაქში განთავსებულ სპეციალურ ურნაში. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

 

 

6. დამატებითი ინფორმაცია.

სალბუტამოლი ალდო-უნიონი 100 მკგ/დოზი შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა სალბუტამოლი( რაც ექვივალენტურია   120 მკგ სალბუტამოლის სულფატისა)

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ოლეინის მჟავა, ეთანოლი, 1,1,1,2 -ტეტრაფლუოროეთანი (HFA-134ა).

 

 

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია:

თითოეულ შეფუთვაში მოთავსებულია 10მლ ალუმინის კომპრესირებადი ბალონი დოზატორით და. თითოეული ბალონი შეიცავს 100მკგ სალბუტამოლის 200 დოზას.

 

შემადგენლობა:

ყოველი ინჰალაცია შეიცავს 100 მკგ სალბუტამოლს (როგორც სალბუტამოლის სულფატს)

დამხმარე ნივთიერება:1,1,1,2 -ტეტრაფლუოროეთანი,ოლეინის მჟავა და ეთანოლი

 

სალბუტამოლი ალდო-უნიონი

100 მკგ/დოზა საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში

საინჰალაციო სუსპენზია ჰერმეტულ ფლაკონში

200 დოზა

საინჰალაციო

შეანჯღრიეთ ინჰალაციამდე

 

არ შეინახოთ 30ºC მეტი ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში. სინათლისაგან დაცულ ადგილას.

არ გაყინოთ.

პრეპარატის გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია.

არ გადააგდოთ ცეცხლში თუნდაც ცარიელი.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

სად შევიძინოთ?