Nuk
სელიო / Selio

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): selenium
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Idee PharmaWelt GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

სელიოს ერთი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სელენიუმს – 200 მკგ (სელენით გამდიდრებული საფუარის სახით) და შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა, ქსილიტოლი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

 

მოქმედების მექანიზმი

სელიოს შემადგენლობაში შემავალი სელენი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის, პროსტატის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესებში როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მამაკაცებში სელენი დადებითად მოქმედებს წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციონირებაზე,  აძლიერებს და აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას. სელენი – მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.

მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია სელენის მნიშვნელოვანი როლი უჯრედებში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებში, იმუნური სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის სათანადო ფუნქციონირებაში, თმებისა და ფრჩხილების ჯანსაღად შენარჩუნებაში, სპერმატოგენეზის პროცესში.

ორგანიზმში სელენის დეფიციტი იწვევს იმუნიტეტის და შრომისუნარიანობის დაქვეითებას, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას, მძიმე მეტალების დაგროვებას და ნაადრევ სიბერეს, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების დაავადებების განვითარებას, მამაკაცებში უშვილობას, ხოლო ქალებში სამშობიარო სისუსტის წარმოქმნას.

 

სელენს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იგი ხელს უშლის ორგანიზმის გაცხიმოვნებას.

 

ჩვენებები

სელიო გამოიყენება ორგანზიმში სელენის უკმარისობის მკურნალობისთვის და პროფილაქტიკისთვის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს, როგორიცაა:

- ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაციების საწინააღმდეგოდ;

- აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის, ინფექციური დაავადებების;

- მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა;

- სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობა;

- არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვება;

- იოდდეფიციტი;

- არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედება (რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა ალკოქოლის მიღება და სხვა) არსებობა;

- ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები;

- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი;

- წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია (პროსტატიტი), რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა.

 

უკუჩვენება

- შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

 


უსაფრთხოების ზომები

სელიო არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.

დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

 

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენება ზრდასრულებში.

მიიღება პერორალურად, 1 ტაბლეტი დღეში.

ტაბლეტი მიიღეთ ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

 

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – 2 წელი.

ინახება მჭიდროდ დახურულ კონტეინერში, მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტი; 30 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში

 

 
სად შევიძინოთ?