Nuk
სენტრამი 1.5გ / SENTRAM 1.5g


შემადგენლობა:

SENTRAM  0.75

თითოეული ფლაკონი შეიცავს:

ამპიცილინ-ნატრიუმს USP- ამპიცილინის ექვივალენტი 0.5 გ.

სულბაქტამ-ნატრიუმს USP- სულბაქტამის ექვივალენტი 0.25 გ.

 

SENTRAM  1.5 g

თითოეული ფლაკონი შეიცავს:

ამპიცილინ-ნატრიუმს USP - ამპიცილინის ექვივალენტი 1.0 გ.

სულბაქტამ-ნატრიუმს USP - სულბაქტამის ექვივალენტი 0.5 გ.

 

აღწერა 

სულბაქტამ-ამინოპენიცილინის მჟავის სულფონი წარმოადგენს ნახევრადსინთეზურ ბეტა-ლაქტამის სულფონს, რომელსაც  გააჩნია სინერგიული მოქმედება მრავალ ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში, ამპიცილინის ჩათვლით. სულბაქტამის ეს სინერგია ძირითადად დაკავშირებულია ბეტა-ლაქტამაზის შემაფერხებელ თვისებებთან. სულბაქტამს არ გააჩნია მნიშვნელოვანი ანტიმიკრობული მოქმედება, მაგრამ წარმოადგენს შეუცვლელ და უალტერნატივო ბეტა-ლაქტამაზური ფერმენტების ინჰიბიტორს. ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან სულბაქტამის დამატება ახანგრძლივებს მათ მოქმედებას. სულბაქტამს გააჩნია სუსტი ანტიბაქტერიული მოქმედება მრავალი ბაქტერიული შტამის მიმართ, გარდა გონორეის ნეისერიისა და მენინგიტური ნეისერიისა. თუმცა In vitro ამპიცილინზე სულბაქტამის დამატება ზრდის აერობული და ანაერობული ბაქტერიების, გრამ-პოზიტიური და გრამ-ნეგატიური, ამპიცილინ-რეზისტენტული (პენიცილინაზის წარმომქმნელი) შტამების მგრძნობელობას  ამპიცილინის მიმართ. სულბაქტამისა და ამპიცილინის კომბინაცია 1:2 დოზაში წარმოადგენს ინჰიბიტორს მიიკროორგანიზმთა ფართო სპექტრისთვის, ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით, ისეთი როგორიცაა: Staphylococcus aureus, Haemophilus Influenza, ეშერიხიის ჩხირი, კლებსიელა ssp. Proteus ssp. გონორიული ნეისერია და ბექტეროიდის ssp.

 

ფარმაკოკინეტიკა 

სულბაქტამისა და ამოქსიცილინის ერთობლივი ინტრავენური ინექციის შემდეგ შრატიში მნიშვნელოვანი კონცენტრაცია არ აღინიშნება, ორივე აქტიური  ნივთიერება გამოიყოფა შარდის გზით. 

სულბაქტამის ნახევრად დაშლის პერიოდი დაახლოებით 1 საათიანია, რომელიც თითქმის ამპიცილინის იდენტურია, როდესაც მედიკამენტების მიღება ერთდროულად წარმოებს 1:1 ან 1:2 დოზით. სულბაქტამი არ მეტაბოლიზირდება მაგრამ თავდაპირველად ის გამოიყოფა შარდით (გორგლისებური ფილტრაცია და მილოვანი სეკრეცია) მცირე რაოდენობით ფეკალურ მასებით. პრობენეციდი ამცირებს თირკმლის ელიმინაციას და ზრდის სულბაქტამის და ამპიცილინის ნახევრად დაშლის პერიოდს, როგორც თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. ეს ფარამკოკინეტიკური ცვლადები ასევე ზემოქმედებენ ნაადრევ ახალშობილ პაციენტებზე და უფროს კოლორექტალურ ქირურგიულ პაციენტებზე, მაშინ როცა ფეხმძიმე ქალებში სულბაქტამ-ამპიცილინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შემცირებულია (30-დან 40 წუთამდე).

 

ჩვენება

სენტრამი ინიშნება მუცლის ღრუს ინფექციების მკურნალობისას, სამეანო და გინეკოლოგიური, კანის და რბილი ქსოვილის, ძვლისა და სახსრების, საშარდე გზების, რესპირატორული გზების, ყელ-ყურ-ცხვირის (E.N.T) ინფექციებისას, გონორეისა და ქირურგიული პროფილაქტიკისთვის.

 

გვერდითი მოვლენები

სენტრამი ადვილად აიტანება. ერთადერთი ხშირად დამახასიათებელი გვერდითი ეფექტია ინექციის ადგილზე ტკივილი. იშვიათად შეინიშნება დიარეა და ფლებიტი.

 

გამაფრთხილებელი ზომები  

ისევე, როგორც სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან, ეს კომბინაცია ფეხმძიმობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში. ამპიცილინისა და სულბაქტამის დაბალი კონცენტრაცია გამოიყოფა რძეში, ამიტომაც აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება სენტრამის მიღებისას მეძუძურ დედებში. 

 

უკუჩვენებები

პრეპარატი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც წარსულში ქონდათ ალერგია პენიცილინისადმი და მონონუკლეოზი.

 

წამლებთან ურთიერთქმედება

პრობენეციდი ამცირებს სენტრამის თირკმლის მილოვან სეკრეციას. ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ამპიცილინისა და სულბაქტამის დონეები სისხლში.   

ალოპურინოლის და ამპიცილინის ერთდროული მიღებისას  არსებითად იზრდება გამონაყარის წარმოქმნის სიხშირე იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ორივე მედიკამენტს ერთად, იმ პაციენტებისგან განსხვავებით,  რომლებიც მხოლოდ ამპიცილინს ღებულობენ. უცნობია არის თუ არა ეს გამონაყარი გამოწვეული ალოპურინოლის ან ჰიპერურიკემიის არსებობით ამ პაციენტებში.  

სენტრამის და ამინოგლიკოზიდების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდირებული, ამპიცილინის მიერ ამინოგლიკოზიდების სინჯარული აქტივაციის დაქვეითების გამო. 

 

რეკომენდებული სამკურნალო დოზები:

მოზრდილებში დღიური დოზა შეადგენს 1.5-დან 12გ-მდე (სულბაქტამი 0.5გ-დან 4გ-მდე და ამპიცილინი 1-დან 8გ-მდე კონცენტრაციით) გაყოფილი დოზებით ყოველ 6-8 საათში. ნაკლებად მწვავე ინფექციების დროს დოზირებას შორის ინტერვალი შეიძლება გაიზარდოს 12 საათამდე. 

ბავშვებში, ჩვილებსა და ახალშობილებში ამ კომბინაციის რეკომენდირებული სამკურნალო დოზირებაა 150მგ/კგ/დღეში. (სულბაქტამი 50მგ/კგ.დღეში პლუს ამპიცილინი 100მგ/კგ.დღეში).

 

ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში.

რეკომენდირებულია სენტრამი 1.5-დან 3გ-მდე - ნარკოზის შეყვანისას და შესაძლებელია განმეორდეს  ყოველ 6-8 საათში 24 საათის განმავლობაში. 

 

მითითებები გაზავებისთვის:

სენტრამი 0.75 გრამი

ინტრამუსკულარული I.M. გამოყენებისთვის გახსენით შიგთავსი 1.6 მლ-ში 1% BP ლიდოკაინის საინექციო ხსნარში.

 

სენტრამი 1.5 გრამი

ინტრამუსკულარული I.M. გამოყენებისთვის გახსენით შიგთავსი 3.2 მლ-ში 1% BP ლიდოკაინის საინექციო ხსნარში.

 

შენახვა
შეინახეთ ცივ და მშრალ ადგილას, 30°C-ზე დაბლა. დაიცავით სინათლისგან.

 

გაფრთხილება
აქტი საკვების, წამლების, მოწყობილობებისა და კოსმეტიკის შესახებ კრძალავს გაცემას რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?