Nuk
სევპრამ / Sevpram


ფარმაკოლოგიური თვისებები:

სევპრამი  - წარმოადგენს სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორს, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბირება იწვევს სინაფსურ ნაპრალში სეროტონინის კონცენტრაციის ზრდას. სეროტონინის სისტემის დარღვევები წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს დეპრესიის და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებისას.

 

ფარმაკოკინეტიკა :

ესცატილოპრამის ორალური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%- ია და მის აბსორბციაზე საკვები არ ახდენს გავლენას . კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 4 საათში.  ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილციტალოპრამად დადიდემეთილციტალოპრამად . ორივე მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია . შეუცვლელიესციტალოპრამი არის დომინანტური სტრუქტურა პლაზმაში . მას ახასიათებს ხაზოვანი კინეტიკა .პლაზმაში სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით ერთ კვირაში.

 

ჩვენებები:                                                                                                                                                               გამოიყენება დეპრესიის (ღრმა დეპრესიის ეპიზოდები) და შფოთვის (როგორიცაა პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე, სოციალური შფოთვა, გენერალიზებული შფოთვა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) სამკურნალოდ.

 

მიღების წესი და დოზირება:

ყოველთვის მიიღეთ სევპრამი ექიმის დანიშნულების მიხედვით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული.

მოზრდილები

დეპრესია

სევპრამის ჩვეული რეკომენდებული დოზა არის 10მგ ერთჯერ დღეში. შესაძლოა ექიმმა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20მგ-მდე დღეში.

 

პანიკური აშლილობა

სევპრამის საწყისი დოზა შეადგენს 5მგ ერთჯერ დღეში პირველი კვირის განმავლობაში დღიური დოზის 10მგ გაზრდამდე. შემდგომში შესაძლოა ექიმმა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20მგ-მდე დღეში.

 

სოციალური შფოთვითი აშლილობა

სევპრამის ჩვეული რეკომენდებული დოზა შეადგენს 10მგ ერთჯერ დღეში. შესაძლოა თქვენმა ექიმმა შეამციროს დოზა 5მგ-მდე დღეში ან გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20მგ-მდე დღეში გამომდინარე იქიდან, თუ როგორ რეაგირებთ პრეპარატზე.


გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

სევპრამის ჩვეული რეკომენდებული დოზა შეადგენს 10მგ ერთჯერ დღეში. შესაძლოა ექიმმა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20მგ-მდე.

 

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

სევპრამის ჩვეული რეკომენდებული დოზა შეადგენს 10მგ ერთჯერ დღეში. შესაძლოა ექიმმა გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20მგ-მდე.

 

ხანდაზმული პაციენტები (65 წელს ზემოთ)

სევპრამის ჩვეული რეკომენდებული დოზა შეადგენს 5მგ ერთჯერ დღეში.

 

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)

ჩვეულებრივ სევპრამი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ნაწილი 2 ‘’სევპრამის მიღებამდე“.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, თავს იჩენენ მკურნალობის 1 ან 2 კვირის  განმავლობაში, შემდეგ მათი ინტენსიურობა ნელ-ნელა კლებულობს და ისინი უფრო იშვიათად იჩენენ თავს ხანგრძლივი თერაპიისას. 

შედარებით ხშირია: გულისრევა, მადის დაქვეითება, ფაღარათი, ყაბზობა, უძილობა ან ძილიანობა, თავბრუსხვევა, სისუსტე, გაძლიერებული ოფლიანობა, ჰიპერთერმია, სინუსიტები, ლიბიდოს დაქვეითება იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა, ანორგაზმია (ქალებში). 

 

უკუჩვენებები:

- პრეპარატის და მისი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

- ბავშვებში (12 წლამდე);

- მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად ერთდროული მიღება

- ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.

 

ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე მოქმედება

თუმცა ესციტალოპრამი არ მოქმედებს ფსიქომოტორულ აქტივობაზე, მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ავტომობილის და მექანიზმების მართვა.

 

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:

თუ გაქვთ:

- ეპილეფსია
-  ღვიძლის, ან თირკმლის უკმარისობა.
- თუ სისხლში ნატრიუმის დონე შემცირებული
- თუ მიდრეკილი ხართ სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისადმი

 

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თავბრუსხვევა, ტრემორი, აგზნება, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ტაქიკადრია.

მკურნალობა: არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.

სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობისას: კუჭის ამორეცხვა, ადექვატური ოქსიგენაცია, გულისა და სისხლძარღვების და სასუნთქი სისტემის ფუნქციების მონიტორინგი.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არასელექციური მონოამინოოქსადაზას ინჰიბიტორები (მაო), რომლებიც შეიცავენ ფენელზინს, იპრონიაზიდს, იზოკარბოქსაზიდს, ნიალამიდს და ტრანილციპრომინს მოქმედი ნივთიერების სახით. თუ იღებდით რომელიმე ზემოთაღნიშნულ პრეპარატს, უნდა გავიდეს 14 დღე სევპრამის მიღებამდე. სევპრამის მიღების შეწყვეტიდან უნდა გავიდეს 7 დღე, სანამ დაიწყებთ რომელიმე ამ პრეპარატის მიღებას

აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ტკივილდამაყუჩებელი ან სისხლის გასათხელებელი საშუალებები, ე.წ. ანტიკოაგულანტები).

ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკოუმონი (შედედების საწინააღმდეგო საშუალებები, ე.წ. ანტიკოაგულანტები). თქვენი ექიმი სავარაუდოდ შეამოწმებს სისხლის შედედების დროს სევპრამის დანიშვნამდე და შეწყვტისას, რომ დარწმუნდეს თქვენი ანტიკოაგულანტის დოზის შესაბამისობაში. 

 

სევპრამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად სევპრამის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად, ან მისგან დამოუკიდებლად (იხ. ნაწილი 3 ‘’სევპრამის მიღება“).                      
სხვა მრავალი პრეპარატის მსგავსად, არ არის რეკომენდებული სევპრამის მიღება ალკოჰოლთან ერთად, თუმცა სავარაუდოდ არ ურთიერთქმედებს ალკოჰოლთან.

 

ორსულობა და ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, ან აპირებთ დაორსულებას. არ მიიღოთ სევპრამი თუ ხართ ორსულად, სანამ ექიმი არ შეაფასებს შესაძლო რისკს და სარგებელს.  თუ იღებდით სევპრამს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, უნდა იცოდეთ იმ ეფექტების შესახებ, რაც შეიძლება გამოვლინდეს ახალშობილში: სუნთქვის გაძნელება, კანის სილურჯე, კონვულსია, სხეულის ტემპერატურის ცვლილება, კვების სირთულეები, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, დაჭიმული ან მოდუნებული კუნთები, ძლიერი რეფლექსები, ტრემორი, კანკალი, აგზნებადობა, ლეთარგია, გამუდმებული ტირილი, ძილიანობა და ძილის პრობლემები. თუ თქვენს ჩვილს აღენიშნება რომელიმე ამ სიმპტომთაგანი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თუ პრეპარატს იყენებთ ორსულობისას, მისი მიღება არ უნდა შეწყვიტოთ უეცრად. არ მიიღოთ სევპრამი ლაქტაციის დროს, სანამ ექიმი არ განსაზღვრავს მოსალოდნელ რისკს და სარგებელს.                                                                                                                                            

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რეკომენდებულია არ მართოთ ავტომობილი, ან იმუშაოთ მექანიზმებთან, სანამ არ დაადგენთ თუ როგორ მოქმედებს სევორამი თქვენზე.

 

თუ მიიღეთ სევპრამის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ სევპრამის დანიშნულზე მეტი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გრძნობთ რაიმე დისკომფორტს. დოზის გადაჭარბების ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება იყოს თავბრუსხვევა, ტრემორი, აჟიტირება, კონვულსია, კომა, გულისრევა, ღებინება, გულის რითმის ცვლილება, წნევის შემცირება და სხეულის სითხის/მარილის ბალანსის ცვლილება.

 

თუ დაგავიწყდათ სევპრამის მიღება

რ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებულის საკომპენსაციოდ. თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება დღის განმავლობაში და გაგახსენდათ დაძინებამდე, მაშინვე მიიღეთ პრეპარატი. შემდეგ დღეს ჩვეულებრივ განაგრძეთ წამლის მიღება. თუ გაგახსენდათ რომ არ მიგიღიათ პრეპარატი ღამით ან მეორე დღეს, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ პრეპარატის მიღება ჩვეული რეჟიმით.

სევპრამის მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ სევპრამის მიღება სანამ ექიმი არ გირჩევთ ამას. მკურნალობის კურსის შემდეგ, რეკომენდებულია სევპრამის დოზის თანდათანობით შემცირება რამდენიმე კვირის განმავლობაში.                                                                                                                                                                                                                  

სად შევიძინოთ?