Nuk
იოდის 5% სპირტიანი ხსნარი / Solutio Iodi Spirituosa 5%


ფარმაკოლოგიური თვისებები
გარეგანი ხმარებისას იოდს ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება. შიგნით მიღებისას ის აქტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, განსაკუთრებით გამოხატულია მისი ზემოქმედება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე. იოდი მოქმედებს აგრეთვე ლიპიდურ და ცილოვან ცვლაზე. იოდის პრეპარატების ზემოქმედებით შეიმჩნევა სისხლში ქოლესტერინის შემცირების ტენდენცია

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება
გარეგანი ხმარებისას გამოიყენება, როგორც ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური საშუალება, ჭრილობების, საოპერაციო არის დასამუშავებლად და სხვა. აგრეთვე, როგორც ადგილობრივ გამაღიზიანებელი საშუალება მიოზიტების და ნევრალგიების დროს. შიგნით მისაღებად გამოიყენება ათეროსკლეროზის და ენდემური ჩიყვის შემთხვევაში.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, სისხლმდენი ჭრილობები.

სად შევიძინოთ?