Nuk
ბრილიანტის მწვანეს სპირტიანი ხსნარი 1% / SOLUTIO VIRIDIS NITENTIS SPIRITUOSAE 1%


შემადგენლობა

ბრილიანტის მწვანე 1 გ, ეთილის სპირტი 70% 100 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტისეპტიკური პრეპარატი (აქტიურია გრმდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ).

ჩვენებები
გამოიყენება როგორც გარეგანი სამკურნალო და პროფილაქტიკური ანტისეპტიკური საშუალება პიოდერმიების, ბლეფარიტების, ნაოპერაციევი ჭრილობების დასამუშავებლად, მეიბომიტის(ჯიბლიბო), ნაკაწრების, ნაჭდევების და კანის სხვადასხვაგვარი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში.

მიღების წესები და დოზები
ხსნარს უსმევენ კანის დაზიანებულ ადგილებზე.

გვერდითი მოვლენები
თვალის ლორწოვანზე მოხვედრისას იწვევს წვას.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა და ლაქტაცია: აკრძალვა არ შეინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს გავლენას. 

გამოყენების თავისებურებები: არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება
არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეუთავსებელია სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ იოდს, ქლორს, ტუტეებს და ამიაკს.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: გრილ ადგილას. 
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?