სტაბილ ფორტე / STABIL FORTE

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: აფლოფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1ტაბლეტი 
ზვიგენის ხრტილისგან გამოყოფილი გლუკოზამინის სულფატი 2KCL . . . . . . . . . . . .500მგ.
ზვიგენის ხრტილისგან გამოყოფილი ქონდროიტინი . . . . . . . . . . . . . . . 100მგ. 
არააქტიური ინგრედიენტები: 
მიკროკრისტალური ცელულოზა,, სილიციუმის დიოქსიდი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

- ზვიგენის ხრტილისგან გამოყოფილი ქონდროიტინი: ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის და პრეგლიკანების სინთეზს, მონაწილეობს კოლაგენური ბოჭკოების შენებაში, ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციაში, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;

- მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენასა და შენებაში, იცავს მას დაშლისგან, აუმჯობესებს სახსრების კვებას და მოძრაობას.
გლუკოზამინის სულფატი 2KCL: 
- ააქტიურებს პროტეოგლიკანების, გლუკოზამინოგლიკანების, ჰიალურონის და ქონდროიტინგოგირდმჟავის, აგრეთვე იმ სხვა ნივთიერებების სინთეზს, რომლებიც წარმოადგენენ საშენ მასალას სახსრის გარსის, სახსარშიდა სითხისა და ხრტილოვანი ქსოვილისათვის;
- ავლენს ქონდროპროტექტორულ და ოსტეოტროპულ ეფექტს, ახდენს ძვლოვან ქსოვილში კალციუმის ჩალაგების ნორმალიზებას.
ზვიგენის ხრტილისგან გამოყოფილი ქონდროიტინის და გლუკოზამინის სულფატის კომბინაცია განაპირობებს ტკივილის სინდრომის გამოხატულების შემცირებას, სახსრის ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

ჩვენებები
- პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, მუხლზედა ქონდრომალაცია;
- მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად);
- ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები.
სტაბილ ფორტე რეკომენდებულია 12 წლის ზევით ასაკის ბავშვებსა და მოზრდილთათვის, აგრეთვე, ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში-ღამეში. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. მკურნალობის კურსები მეორდება 3 თვის ინტერვალებით ან ექიმთან შეთანხმებით.

უკუჩვენება
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები), ფენილკეტონურია.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი აუმჯობესებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეთვისებას. სტაბილ ფორტეს მიღების ფონზე მცირდება მოთხოვნილება არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებზე.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს +25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის ვადა - 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ