ასკილის წვენი / Succus Rosae


შემადგენლობა

ასკილის ნაყოფი – 100გ/1ლ-ზე;
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, ასკორბინის მჟავა, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, წყალი.
აღწერა: მოყავისფრო, მოწითალო ელფერის მქონე სითხე, არომატული სუნით და გემოთი. ასკილის წვენი ხასიათდება მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური აქტივობით, რომელიც გამოწვეულია ძირითადად ასკორბინის მჟავას შემცველობით. ასკორბინის მჟავას აქვს აღმდგენი თვისებები, ის უშუალოდ მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ცხიმების, რიგი ფერმენტების აქტივაციაში, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, არეგულირებს სისხლის შედედების უნარს, სისხლძარღვების განვლადობას, მონაწილეობას ღებულობს კოლაგენის, სტეროიდული ჰორმონების სინთეზში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების, გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ, აძლიერებს ლეიკოციტების ფაგოციტარულ აქტივობას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.

მიღების წესები და დოზები
მიღების წესი და დოზირება: 
ზოგადი მატონიზირებელი და ვიტამინური საშუალების სახით მიიღება 1/2 – 1 ჭიქა წვენი 2-3-ჯერ დღეში.
ქრონიკული გასტრიტისას შემცირებული სეკრეციით, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებების დროს რეკომენდირებულია 1 ჭიქა ასკილის წვენის მიღება სამჯერ დღეში საკვების მიღებამდე.
გამოყენების რეკომენდაცია: 
ასკილის წვენის მიიღება როგორც პროფილაქტიკური საშუალება გაციების, მწვავე რესპირატორულ-გრიპოზული ინფექციების; დასუსტებული იმუნიტეტის, გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის; გადაღლილობის, ასთენიური მდგომარეობის; ათეროსკლეროზის, თვალის დაავადებების დროს, დაავადებების გადატანის შემდგომ რეკონვალესცენციის პერიოდში;
როგორც სეკრეციის გამაუმჯობესებელი საშუალება ქრონიკული გასტრიტისას შემცირებული სეკრეციით, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებების დროს.

გვერდითი მოვლენები
არ არის რეკომენდირებული ასკილის წვენის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღება, რადგან იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევას. 
გამოყენების უსაფრთხოება (სიფრთხილე): 
ასკილის წვენის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების ემალის დაზიანება მასში ასკორბინის მჟავას მაღალი შემცველობის გამო. ამიტომ რეკომენდირებულია პირის ღრუში თბილი წყლის გამოვლება.

უკუჩვენება
• გასტრიტი მომატებული მჟავიანობით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
• თრომბოფლებიტი, გულის უკმარისობა (III ხარისხის), ენდოკარდიტი, რადგან ზრდის სისხლის შედედების უნარიანობას.

ორსულობა და ლაქტაცია
ასკილის წვენის მიღება რეკომენდირებულია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: 
ასკილის წვენის მიღება არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება
ასკილის წვენის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წნევის ვარდნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის შესწავლილი.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
შენახვა: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 8-25ºC ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: 6 თვე.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.