Nuk
ტადალაფილი ნორმონი / Tadalafil Normon


პოზოლოგია და მიღების წესი
რეკომენდებული დოზა შეადგენს 10მგ.

იმ პაციენტებში, რომელთანაც 10 მგ ტადალაფილს არ აქვს ადეკვატური ეფექტი, შესაძლოა იცადოს 20 მგნი დოზა.
მიიღეთ სექსუალურ აქტივობამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.
ტადალაფილი ნორმონი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

მაქსიმალური დოზის სიხშირე არის დღეში ერთხელ.

ტადალაფილი ნორმონი არ არის რეკომენდებული უწყვეტი ყოველდღიური გამოყენებისთვის.

დოზის კორექტირება არ არის საჭირო ხანდაზმულ ადამიანებში.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე ექსციპიენტის მიმართ.

გულის დაავადება, სადაც სექსუალური აქტივობა არ არის რეკომენდებული.

მიოკარდიუმის ინფარქტი ბოლო 90 დღის განმავლობაში.

არასტაბილური სტენოკარდია ან სტენოკარდია სქესობრივი აქტის დროს.

ნიუ იორკის გულის ასოციაციის მე–2 კლასი ან ზემოთ.გულის უკმარისობა ბოლო 6 თვის განმავლობაში.

არაკონტროლირებადი არითმიები, ჰიპოტენზია (<90/50 მმ H) ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია.
ინსულტი ბოლო 6 თვის განმავლობაში.

ნებისმიერი ფორმის ორგანული ნიტრატის თანხმლები გამოყენება.

ტადალაფილი ნორმონის თანმხლები გამოყენება გუანილატციკლაზის სტიმულატორებთან რთად.

ერთ თვალზე მხედველობის დაკარგვა მხედველობის ნერვის არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის (NAION) შედეგად.

 

სპეციალური გაფრთხილებები და გამოყენების სიფრთხილის ზომები

ერექციული დისფუნქციის მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია კარდიოვასკულარული სტატუსის გათვალისწინება, რადგან არსებობს სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებული  გულის მხრიდან გართულებების რისკის ხარისხი.

უცნობია ეფექტურია თუ არა ტადალაფილი იმ პაციენტებში,რომლებსაც მენჯის ოპერაცია ან რადიკალური არა ნერვდამზოგველი პროსტატექტომია ჩაუტარდათ.

ტადალაფილი ნორმონის თანმხლები გამოყენება - ბლოკატორთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომატური ჰიპოტენზია.

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 10 მგ.

განსაკუთრებული სიფრთხილე აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც განიცდიან :

ღვიძლის მწვავე უკმარისობას.

სასქესო ასოს ანატომიურ დეფორმაცის (როგორიცაა, ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან პრიაპიზმისკენ მიდრეკილებას (ნამგლისებურ უჯრედული ანემიამრავლობითი მიელომა ან ლეიკემია)

ფარმაკოლოგია და ბიოექვივალენტობა

ბიოექვივალენტობის კვლევა შესრულდა ტადალაფილი ნორმონ20 მგით ჩიალის ® 20 მგ-ის შედარებით.

პროდუქტები ბიოექვივალენტურია სიჩქარისა და აბსორბციის/ელიმინაციის თვალსაზრისით.

სად შევიძინოთ?