Nuk
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0.4მგ.კაფს / TAMSULOZIN HYDROCHLORIDE


შემადგენლობა

პრეპარატი ტამსულოზინის კაფსულები, USP 0,4მგ (TAMSULOZIN CAPSULES , USP 0,4მგ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს.

ჩვენებები
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. (სიმპტომური სამკურნალო საშუალება ,შარდის გამოყოფის დარღვევების მკურნალობა)

მიღების წესები და დოზები
მიიღება შიგნით დღეში ერთჯერ 0.4მგ. სასურველია პირველი კვების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა შეუზღუდავია. 
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის უკმარისობას არ საჭიროებს დოზის კორექციას.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად შემთხვევებში თავბრუსხვევა, ერთეულ შემთხვევებში ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია.
ცნს-ისა მხრივ: იშვიათ შემთხვევებში: ასთენია, თავის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება რეტროგრადული ეაკულაცია;
ალერგიული რეაქციები: ერთეულ შემთხვევებში კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიობენროტული შეშუპებები.

უკუჩვენება
ორთოსტატიკური ჰიპოტენზია;
ღვიძლის გამოქატული ქრონიკული უკმარისობა;
მომატებული მგრძნობელობა ტამსულოზინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში, აგრეთვე იმ პაციენტებში რომლებიც მიდრეკილები არიან არტერიული ჰიპოტენზიისადმი. 
ტამსულოზინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი გამოკვლეულ უნდა იქნეს სხვა ისეთი დაავადებების გამოსარიცხავად, რომლებიც იწვევენ წინამდებარი ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მსგავს სიმპტომებს.
მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ისეთი ქმედებებისაგან რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცეტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
სხვა ალფა1-ადრენორეცეპტორებთან ერთდოული მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. დიკლოფენაკი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები აძლიერებენ ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარეს.
სხვა ალფა1-ადრენორეცეპტორებმა, აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორებმა, ალპროსტადილმა, დიურეტიკებმა, ანესთეტიკებმა, ლევოდოპამ, ანტიდეპრესანტებმა, ბეტა-ადრენობლოკატორებმა, მიორელექსანტებმა, ნიტრატებმა და ეთანოლმა ერთდროული მირებისას შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 20-25°С ტემპერატურაზე.

სად შევიძინოთ?