ტებოკანი ფორტე / Tebokan forte


ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
ყვითელი, გლუვი, მრგვალი ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით.

შემადგენლობა
1 ტაბლეტი, დაფარული აპკიანი გარსით, შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: გინკგო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (35-67:1) (EGბ 761) – 120 მგ.
ექსტრაქტი შეიცავს 26.4_32.4 მგ ფლავონოიდებს, ფლავონ-გლიკოზიდებზე გადაანგარიშებით; 6.0_8.4 მგ ტერპენ-ლაქტონებს, მათ შორის 3.36_4.08 მგ A, B, ჩ გინკგოლიდებს; 3.12_3.84 მგ ბილობალიდს; ასევე არანაკლებ 0.6 მკგ-ზე გინკგოლის მჟავას ერთ გარსით დაფარულ ტაბლეტში.
სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 5მპა, მაკროგოლი 1500, რკინის ოქსიდი ყვითელი E 172, ტიტანის დიოქსიდი E 171, ტალკი, ქაფის საწინააღმდეგო ემულსია SE2 (სინ. WACKER SILFOAM® SE2 (დიმეტიკონი, მაღალდისპერსული სილიციუმის დიოქსიდი, α-ოქტადეცილ-ω-ჰიდროქსიპოლი (ოქსიეთილენი) – 5 (სინ. პოლიეთილენგლიკოლი და სტეარილის სპირტის ეთერი), სორბინის მჟავა, გამოხდილი წყალი. 

სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ათქ-კოდი: N06DX02.
დემენციის სამკურნალო სხვა საშუალებები. გინკგო ბილობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები 
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი ზრდის მდგრადობას ჰიპოქსიის მიმართ, ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

ჩვენებები
თავის ტვინის ორგანული დაზიანებით გამოწვეული მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის კოგნიტიური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. სამკურნალო საშუალების დანიშვნამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ კოგნიტიური დარღვევები არ არის გამოწვეული დაავადებებით, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ მკურნალობას.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა გინკგო ბილობის ექსტრაქტის ან სამკურნალო საშუალების რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
18 წლამდე ბავშვებში.
ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალება ტებოკანი ფორტეს მიღება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც აქვეითებენ სისხლის შედედებას (მაგალითად, ფენპროკუმონი, ვარფარინი, კლოპიდოგრელი, ასპირინი და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები), რადგან შესაძლებელია მათი მოქმედების გაძლიერება და სისხლდენის განვითარება.
არ არის გამორიცხული გავლენა სამკურნალო საშუალებების ეფექტზე, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომით P450 3A4, 1A2, 2C19
სხვა სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე გასაცემის, ერთდროული მიღების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები
ადეკვატური მონაცემების არარსებობის გამო სამკურნალო საშუალება ტებოკანი ფორტეს მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. სამკურნალო საშუალების მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მაღალი სისხლდენა (ჰემორაგიული დიათეზი), სისხლდენის განვითარების რისკის მქონე პაციენტებისთვის, პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტურ საშუალებებს.
რადგან არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ გინკგოს შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ სისხლდენის განვითარების რისკი, უსაფრთხოებისთვის უნდა შეწყდეს სამკურნალო საშუალება ტებოკანი ფორტეს მიღება ქირურგიული ოპერაციის წინ.
ეპილეფსიის მქონე პაციენტებში გინკგოს პრეპარატების მიღებამ შეიძლება პროვოცირება გაუკეთონ კრუნჩხვის შეტევას 4-ო-მეთილპირიდოქსინის შემცველობის გამო. ეპილეფსიის მქონე პაციენტებმა სამკურნალო საშუალების მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს. ლაქტოზას შემცველობის გამო გალაქტოზას ამტანობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების, ლაქტაზას დეფეციტის ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ სამკურნალო საშუალება ტებოკანი ფორტე.

მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს
რადგან არსებობს მონაცემები, იმის შესახებ, რომ გინკგოს პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი, სამკურნალო საშუალება ტებოკანი ფორტე არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს. ინფორმაცია სამკურნალო საშუალების კომპონენტების დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს. სათანადო მონაცემების არ არსებობის გამო სამკურნალო საშუალება არ უნდა მიიღოთ ძუძუთი კვების დროს. 

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ინფორმაცია ავტოტრანსპორტის და მოძრავი მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ არ არსებობს.

გამოყენების წესი და დოზები
კოგნიტიური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა:
მოზრდილები 18 წელს ზევით – 1 აპკით დაფარული ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს). 
სამკურნალო საშუალების მიღება რეკომენდებულია არანაკლებ 8 კვირის განმავლობაში. თუ 3 თვის შემდეგ სამკურნალო საშუალების მიღებიდან მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია მკურნალობის გადასახედად.

ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში სამკურნალო საშუალება ტებოკანი ფორტეს მიღება რეკომენდებული არ არის.  

სამკურნალო საშუალების მიღების ხანგრძლივობა
კოგნიტიური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა: სამკურნალო საშუალების მიღება რეკომენდებულია არანაკლებ 8 კვირის განმავლობაში. თუ 3 თვის შემდეგ სამკურნალო საშუალების მიღებიდან მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია მკურნალობის გადასახედად.
მიიღება პერორალურად.
არ უნდა მიიღოთ აპკით დაფარული ტაბლეტები დაწოლილ მდგომარეობაში. აპკით დაფარული ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (სასურველია, ჭიქა წყლის მიყოლება). პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. 

გვერდითი მოვლენები 
არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე არ არის განსაზღვრული. არსებობს ინფორმაცია ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ (ჰიპერემია და კანის შეშუპება, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის შესახებ, და აგრეთვე არსებული თავბრუსხვევის გაძლიერების შესახებ.
შესაძლებელია სისხლის შედედების დაქვეითება და სისხლდენების განვითარება (მათ შორის ინტრაცერებრული სისხლჩაქცევები), განსაკუთრებით სისხლის შედედების შემამცირებელ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული მიღებისას (მაგალითად, ვარფარინი, ასპირინი და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები). გვერდითი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში, მათ შორის რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, უნდა შეწყვიტოთ სამკურნალო საშუალების მიღება და მიმართოთ ექიმს.

ვარგისობის ვადა
5 წელი.

შენახვის პირობები 
ამ სამკურნალო საშუალების შენახვა არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აპკიანი გარსით დაფარული 20 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის კატეგორია
გაიცემა რეცეპტის გარეშე.