Nuk
ტემპასი / Tempas


შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ტრიმებუტინის მალეატი 200მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი,ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი,  პოლოქსამერ 188, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ღვინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH101), სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა

თეთრი ფერის, ორმხრივამობურცული, ერთმხარეს ნაჭდევით, ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის  დროს.

ATC Code: A03AA05

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატ ტემპასი™-ს  აქტიური ნივთიერება ტრიმებუტინის მალეატი,  წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის  ტრაქტის მოტორული ფუნქციის მარეგულირებელ საშუალებას. იგი ასტიმულირებს  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჰიპოკინეტიკურ მუსკულატურას  და სპაზმოლიზურ ეფექტს ახდენს ჰიპერკინეტიკურ მუსკულატურაზე. პრეპარატი ავლენს მარეგულირებელ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ნაწილზე. აღადგენს ფიზიოლოგიურ მოტორიკას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი ფუნქციური დარღვევების დროს, რომლებიც დაკავშირებულია მოტორიკის დარღვევასთან.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

საკვებთან ერთად მიღება არსებითად არ მოქმედებს ბიოშეღწევადობაზე

განაწილება

პერორალური მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში  მიიღწევა 1-2 სთ-ის განმავლობაში. 

ბიოტრანსფორმაცია

პირველადი მეტაბოლიზმის შემდეგ  ბიოშეღწევადობა ღვიძლში 4-6% -ს შეადგენს

გამოყოფა

ინტენსიურად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით; დაახლოებით 70% -24 სთ-ის განმავლობაში. ძირითადი მეტაბოლიტის ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4სთ-ია.

ჩვენებები

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის  პოლიმორფული სიმპტომები

უკუჩვენებები

პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე კომპონენტის მიმართ  მომატებული მგრძნობელობა.

პაციენტებს  გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმით, ლაპ-ლაქტაზის დეფიციტით, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორფციით პრეპარატი ტემპასი™ არ უნდა დაენიშნოთ

პრეპარატ ტემპასი™-ს თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარება.

განსაკუთრებული მითითებები

ინფორმაცია არ არსებობს

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთობა

ინფორმაცია არ არსებობს

გამოყენება  ორსულობის და  ლაქტაციის დროს

ორსულობის პერიოდში ინიშნება სიფრთხილით. რეკომენდებული არ არის დანიშვნა პირველ ტრიმესტრში. მე-2 და მე-3 ტრიმესტრში ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.  პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის დროს. 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:

ინფორმაცია არ არსებობს

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად

ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის: 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღე-ღამეში. ტაბლეტი მიიღება პერორალურად, დაუღეჭავად, დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.

სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა

ამ ჯგუფის პაციენტებისთვის, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს

გერიატრიული პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების  წარმოქმნის  სიხშირე: ძალიან ხშირად(≥1/10); ხშირად( ≥1/100-დან  <1/10-მდე); არცთუ ხშირად( ≥1/1000-დან  <1/100-მდე); იშვიათად( ≥1/10000-დან  <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობი სიხშირით (არსებულ  მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია)

ფსიქიკის  მხრივ

იშვიათად:  თავბრუსხვევა, ძილიანობა

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ძალიან იშვიათად:  რეაქციები კანის მხრივ

ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ,  საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ცნობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა, სამკურნალო საშუალების მოხმარებისას, განხორციელდეს სარგებელი/რისკის შეფარდების ხანგრძლივი კონტროლი.

არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.

გამოშვების ფორმა

ტემპასი™  200მგ ტაბლეტები, მოთავსებული ბლისტერზე. 2 ბლისტერი (20 ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება  არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ

გაცემის წესი:ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სად შევიძინოთ?