Nuk
ტეტესეპტი ცხვირის სპრეი / Tetesept


სპრეი ცხვირის მოვლისთვის

100%-ით ნატურალური ზღვის წყალი და დექსპანთენოლი.

 

დექსპანთენოლისა და გვირილის ექტრაქტის კომბინაციით ატენიანებს და კვებავს ცხვირის დაზიანებულ ლორწოვან გარსს, ხელს უწყობს მის რეგენერაციას. მისი გამოყენება შესაძლებელია გაციების დროს დამხმარე თერაპიის სახით. ტეტესეპტი ზღვის წყლის სპრეი ცხვირის მოვლისთვის იდეალურია ჰაერის დაბალი ტენიანობის პირობებში, სადაც განთავსებულია კონდიციონერები და გამათბობელი, მაგ: შენობებში, ოფისებში, თვითმფრინავში, ასევე ოთახის ან ყვავილის მტვრის არსებობისას და ავეჯის გადაადგილებისას. 

შემადგენლობიდან გამომდინარე არ ახასიათებს შეჩვევა.

ტეტესეპტი ზღვის წყლის სპრეი ცხვირის მოვლისთვის ხასიათდება

სამმაგი ეფექტით:

1.კვებავს და ატენიანებს

2.აღადგენს მგრძნობიარე ლორწოვან გარსს

3.ხანგრძლივი გამოყენებისას არ იწვევს შეჩვევას.

შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს იზოტონურ ზღვის წყალს, რომელიც შეესაბამება ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარს, პანთენოლს 10 მგ, გვირილის ყვავილების ბუნებრივ ექსტრაქტს.

გამოყენების წესი და დოზირება: საჭიროების მიხედვით, 2 წლის ასაკიდან თითო შესხურება ყოველ ნესტოში რამდენჯერმე დღეში. მოზრდილებში და სკოლის ასაკის ბავშვებში ორი შესხურება ყოველ ნესტოში. 

გამოყენებისას სასურველია ბოთლის დაჭერა ვერტიკალურად.

მიღებულია ყოველდღიური გამოყენებისათვის 2 წლის ასაკიდან და მოზრდილებში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა ტეტესეპტი ზღვის წყლის სპრეის ცხვირის მოვლისთვის გამოყენება ხანგრძლივად.

თუკი 14 დღეში ნაზალური სიმპტომების გაუმჯობესება არ მოხდა კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ შეიცავს კონსერვანტებს.

გამოშვების ფორმა: 20 მლ ხსნარი

სად შევიძინოთ?