Nuk
ტეტესეპტი იმუსანი C800 დეპო კომპლექსი / Tetesept Immusan C800

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Tetesept Pharma GmbH
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

იმუნური სისტემის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფექციური დაავადებების განვითარების მომატებული რისკის დროს. ორგანიზმის იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირება აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ვინაიდან იგი იცავს ორგანიზმს ინფექციური დაავადებების განვითარებისგან. ტეტესეპტი იმუსანი C800 დეპო კომპლექსი ტაბლეტები აძლიერებს იმუნურ სისტემას მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მეშვეობით. ტეტესეპტის დეპო ტექნოლოგიის დახმარებით, იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, აუცილებელი ნივთიერებები ორგანიზმს მიეწოდება თანაბრად, რამდენიმე საათის განმავლობაში. 1 ტაბლეტი დღის განმავლობაში საკმარისია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაშინ როცა ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტეტესეპტი იმუსანი C800 დეპო კოპლექსის ტაბლეტები შეიცავს იმუნური სისტემის გასაძლიერებლად საჭირო ნივთიერებებს მაღალი დოზებით, ამგვარად მოცემული კომპონენტები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებაში.

შემადგენლობა

სადღეღამისო დოზა (1 ტაბლეტი)

% NRV*

ვიტამინი C

800 მგ

1000%

სელენი

55 მკგ

100%

თუთია

10 მგ

100%

ვიტამინი D

25 მკგ (1000 სე)

500%

ვიტამინი В12

10 მკგ

400%


*მონაცემები მოწოდებულია ევროპის საკვების რეგულირების სააგენტოს(LMIV) მიერ. NRV=საკვები ნივთიერებების ღირებულება.

 

მიღების წესი:
დღის განმავლობაში მიიღება 1 ტაბლეტი შესაბამისი ოდენობის სითხის მიყოლებით.

 

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, შენახვისას ტემპერატურული რეჟიმი არ უნდა აღემატებოდეს 25°C-ს.

 

განსაკუთრებული მითითებები:
არ უნდა მოხდეს დადგენილი დოზის გადაჭარბება, საკვები დანამატი არ წარმოადგენს ბალანსირებული კვების შემცვლელს.

 

ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულებისთვის:
1 კაფსულა შეესაბამება <0.01 BE

გამოშვების ფორმა:
20 ტაბლეტი(=25.2 გრამი)

 

შენახვის ვადა იხილეთ კოლოფზე