ტეტესეპტი ცხვირის მალამო დექსპანთენოლით / Tetesept


ცხვირის შიგნითა და გარეთა საფარველის სიმშრალისა და გაღიზიანების დროს

·         ახორცებს ნახეთქებსა და წყლულებს

·         იცავს კანს განმეორებითი გაღიზიანებისგან

·         კვებას და აღადგენს გაღიზიანებულ ქსოვილებს

·         ხანგრძლივად ატენიანებს კანს

·         არ შეიცავს კონსერვანტებს

ტეტესეპტის ცხვირის მალამო კვებავს და აღადგენს ცხვირის მშრალ და დაზიანებულ კანს, ხელს უწყობს მის შეხორცებას.

გამოიყენება ბავშვებში 6 წლიდან.

 

ჩვენება:

სამედიცინო პროდუქტი, გამოიყენება ცხვირის შიგნითა და გარეთა ნაზი საფარველისათვის.

გამოყენების წესი:

ცხვირის მალამო გამოიყენება ერთხელ ან რამდენჯერმე დღეში, მცირე რაოდენობით (საშუალოდ 1 სმ) დაიტანება ცხვირის ლორწოვან გარსზე და ნესტოებზე, მისი ოპტიმალური გადანაწილებისათვის საჭიროა ცხვირის ნესტოების ნაზი მასაჟი. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.

რჩევა: ტეტესეპტის ძილის წინ გამოყენება უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას.

შენიშვნა: რიგ შემთხვევაში შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია. 14 დღიანი მკურნალობის შემდეგ შედეგის არ არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოიყენეთ გახსნიდან 6 თვის მანძილზე.

შემადგენლობა: დექსპანთენოლი, შიის კარაქი, მცენარეული ზეთი, ჰამამელისი, წყალი, ჰიდროგენიზირებული ლეციტინი, ფიტოსკვალენი, ცერამიდი, ტრიგლიცერიდი, ბეგენილისა და ბრინჯის ცვილი, აკრილის ფისის პოლიმერი, გლიცერინი, პენტადიოლი, ქსანტანი.

ტეტესეპტის ცხვირის სპრეი არ შეიცავს სუნამოს, საღებავებს, კონსერვანტებს, პარაფინებსა და ნავთობ პროდუქტებს.

გამოშვების ფორმა: მალამო 5 გ