ტეტესეპტი, ყელის და ხახის სპრეი ისლანდიური ხავსით / Tetesept


ყელის ტკივილისა და ხველით გამოწვეული გაღიზიანების საწინააღმდეგო საშუალება.

 

შემადგენლობა:

1 მლ ტეტესეპტი ყელის და ხახის სპრეი ისლანდიური ხავსით შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის 

მარილების ჰიპერტონულ ხსნარს ისლანდიური ხავსის ექსტრაქტთან ერთად, დექსპანთენოლსა და პიტნის არომატულ ზეთს. სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, სორბინის მჟავა.

 არ შეიცავს ალკოჰოლს. 

არ შეიცავს გაზებს. 

შეიცავს პიტნის ზეთს.

შეიცავს დექსპანთენოლს.

 

- დამამშვიდებელი

- დამცავი

- აღმდგენი

ტეტესეპტი ყელის და ხახის სპრეი ისლანდიური ხავსით ატენიანებს ყელსა და ხახას და ამით ხსნის ყელის ტკივილს და გაღიზიანებას ხველის დროს.

ისლანდიური ხავსის, დამატენიანებელი დექსპანთენოლისა და ბუნებრივი წარმოშობის მარილების შესანიშნავი კომბინაცია წარმოქმნის დამცავ დამამშვიდებელ ფენას გაღიზიანებულ ლორწოვან გარსზე, რაც ამსუბუქებს ყელის ტკივილსა და ხველას.  

 

ტეტესეპტი ყელის და ხახის სპრეი ისლანდიური ხავსით ხასიათდება სამმაგი ეფექტით:

1. ამსუბუქებს ყელის ტკივილს.

2. ამსუბუქებს ხველით გამოწვეულ გაღიზიანებას.

3. ხელს უწყობს გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის აღდგენას.

 

მიღების წესი და დოზირება: საჭიროების მიხედვით, მოზრდილებსა და სკოლის ასაკის ბავშვებში საჭიროა დღეში რამდენჯერმე 1-2 შესხურება ყელში. გამოსადეგია ყოველდღიური გამოყენებისათვის ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. თუ ყელსა და ხახაში არსებული დისკომფორტი არ გაუმჯობესდა 14 დღის განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გამოშვების ფორმა: 30 მლ ხსნარი