Nuk
ტეტრაციკლინი-EM / TETRACYCLINE-EM


შემადგენლობა

1% მალამო გარეგანი გამოყენებისათვის. 
100გ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი – 1 გ.
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფართო სპექტრის, ბაქტერიოსტატიკური მოქმედების მქონე ანტიბიოტიკი ტეტრაციკლინების ჯგუფიდან. არღვევს სატრანსპორტო რნმ-სა და რიბოსომის კომპლექსის წარმოქმნას, რაც იწვევს ცილების სინთეზის დარღვევას. აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: გრამდადებითი (Staphylococcus spp., მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებელი; Staphylococcus spp., (მათ შორის Streptococcus pneumoniae); Haemophilus influenzae, Listeria spp., Bacillus anthracis) და გრამუარყოფითი (Neisseria gonorrhoeae, Bordetella pertussis, Escherichia coli, Enterobacter spp., Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp.), აგრეთვე Ricketsia spp., Chlamydia spp., Mycoplasma spp., Treponema spp. მდგრადია: Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Serratia spp.,Bacteroides spp. სოკოები, მცირე ვირუსები, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (Streptococcus pyogenes შტამების 44%-ის და Streptococcus faecalis შტამების 74%-ის ჩათვლით).

ფარმაკოკინეტიკა
ჯანმრთელ კანზე დადებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება.

ჩვენებები
თვალის ბაქტერიული და ქლამიდიური ინფექციები:
• ბლეფარიტი, 
• ბლეფაროკონიუნქტივიტი, 
• კერატიტი, 
• კერატოკონიუნქტივიტი, 
• მეიბომიტი (ჯიბლიბო), 
• ტრაქომა, 
• თვალის დაზიანება ვარდისფერი ფერიმჭამელების დროს. 

გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილების შესახებ მონაცემები არა საკმარისია. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ბავშვებში სამკურნალოდ ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

მიღების წესები და დოზები
ადგილობრივად, ქუთუთოზე უნდა დაიდოს ყოველ 2-4 საათში ან უფრო ხშირად. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე: ტრაქომას დროს – 1-2 თვე ან მეტი (შესაძლებელია სისტემური მოქმედების პრეპარატთან შეთავსება).

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: წვა, კანის ჰიპერემია, შეშუპება ან გაღიზიანების ნიშნები.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი 11 წლამდე.

განსაკუთრებული მითითებები
უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ გარეგანი დანიშნულების ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიბილიზაცია, რასაც შეიძლება თან ახლდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარება. თუ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ზემოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აპლიკაციის შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, რეკომენდებული არ არის უშუალოდ პრეპარატის გამოყენების შემდეგ ავტომობილის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან და სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობა, რაც მოითხოვს მხედველობის სიმახვილეს.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ გამოვლენილა.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი II, გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

სად შევიძინოთ?