Nuk
თრომბოფლოუ / Thromboflow


wolz -ის თრომბოფლოუ წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის  ნივთიერებებიდან მიღებულ, მეცნიერულად დადასტურებულ ანტიაგრეგანტული მოქმედების აქტიურ კომპლექსს.

თრომბოფლოუ მნიშვნელოვნად ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას მათი აქტივაციის ინჰიბირების გზით, სისხლის შედედების სისტემაზე ზემოქმედების გარეშე. მოქმედებს სისხლის შედედების პროცესის პირველ სტადიაზე.

შემადგენლობა:შეიცავს 30-ზე მეტ დადგენილ აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც შესაძლოა დახარისხდეს და დაჯგუფდეს სამ ფრაქციაში:

1. აქტიური ფრაქცია: ნუკლეოზიდები, ნუკლეოტიდები

2. აქტიური ფრაქცია: პოლიფენოლები, მაგ. ჰიდროქსიდარიჩინის მჟავა

3. აქტიური ფრაქცია: ფლავონოიდები, მაგ რუტინი, ქვერცეტინი

და ასევე შეიცავს რესვერატროლს 7 მგ.


თრომბოფლოუ აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციის სამ ძირითად მექანიზმს:

1. P-სელექტინისა და GPIIb/IIIa-ის ექსპრესია.

2. თრომბოციტების თრომბოქსან (TXA2)-ინდუცირებული აქტივაცია.

3. თრომბოციტების ადფ- და კოლაგენ-ინდუცირებული აქტივაცია.

თრომბოფლოუს ეფექტი შექცევადია, განსხვავებით სალიცილატების ჯგუფის ანტიაგრეგანტებისაგან, რომლებიც ციკლოოქსიგენაზის (COX) დაბლოკვით შუქცევადად ბლოკავენ არაქიდონის მჟავის (ARA) პროსტაგლანდინად (PG2) გარდაქმნას.

თრომბოფლოუთი მიღწეული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიცი ექვივალენტურია სალიცილატების ეფექტი 30-50%-ის . თრომბოფლოუს უსაფრთხოდ მიღება შესაძლებელია ასპირინთან ერთად.

თრომბოფლოუ:

ახდენს თრომბოციტების აგრეგაციის ბუნებრივ ინჰიბირებას.

არ მოქმედებს შედედების ბუნებრივ პროცესზე.

გააჩნია ანთბის საწინააღმდეგო და ანგიოპროტექტორული მოქმედება.

შედეგები მეცნიერულადაა დადასტურებული და დამტკიცებულია EFSA (European Food Safety Authority )-ის მიერ.

ჩვენებები:

პირველადი პრევენცია: თრომბოზები ცირკულატორული დარღვევების დროს.

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების კლასის პრეპარატების (ასპირინი, კლოპიდოგრელი) მიმართ აუტანლობა.

სისხლდენის მომატებული რისკის ფონზე სხვა ანტიაგრეგანტეის დანიშვნის უკუჩვენება

თრომბოციტების მომატებული აგრეგაციის მაღალი რისკის დროს:

- შაქრიანი დიაბეტი II ტიპის

- სიმსუქნე

- მეტაბოლური დარღვევები

- მენოპაუზა

- მამაკაცები 45 წელს ზემოთ

დოზირება და მიღების წესი: ერთი კაფსულა დღეში ერთჯერ. ალერგიული რეაქციები და სხვა პრეპარატებთან შეუთავსებლობა ნანახი არ არის.

წინააღმდეგჩვენებები: თრომბოფლოუს მიღება წინააღმდეგნაჩვენებია პომიდორზე ალერგიის შემთხვევაში

სად შევიძინოთ?