Nuk
ტრახისანის სავლები / Trachisan Sore Throat Gargle


ყელის ტკივილის სწრაფი შემსუბუქება.
გამოიყენება პირისა და ხახის ღრუს ანთების სამკურნალოდ.
არ შეიცავს შაქარს.
გამოსაყებებლად მზა, ყოველთვის გამოიყენეთ გაუზავებლად. 

 

შემადგენლობა: 100 მლ. ხსნარი შეიცავს 0,100 გ. ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს 1 H2O და 0,200 გ ქლორჰექსიდინის გლუკონატს. 

შენიშვნა: პრეპარატი შეიცავს 7,9% (V/V) ალკოჰოლს!     

 

ჩვენებები: პირის ღრუს და ხახის (ყელის) ანთებითი და ინფექციური დაავადებები, როგორიცაა: ტონზილიტი (ტონზილარული ანგინა), ღრძილების, პირის ლორწოვანი გარსის, ენისა და ხახის ანთება; გამოიყენება ჩვეულებრივი გაციების დროს და პირისა და ხახის ღრუში ქირურგიული ჩარევის შემდეგ (მაგ.: კბილის ამოღება, ტონზილექტომია), გალიტოზი. კბილის ნადების წარმოშობის თავიდან აცილება.   

 

უკუჩვენებები: 

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შემდეგი შემთხვევების დროს:
• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის - ტრახისანი®, სავლები საშუალება ყელის ტკივილის დროს - შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერებების მიმართ.
• პირის ღრუს არასისხლმდენი დესკვამაცია (ეროზიული და დესკვამაციური ცვლილებები)
• შედარებით დიდი, ახალი ჭრილობები პირისა და ხახის ღრუში.

 

გვერდითი მოვლენები: ზოგადად, პრეპარატს - ტრაქისანი®, სავლები საშუალება ყელის ტკივილის დროს, ახასიათებს კარგი ამტანობა. თუმცა, პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს გემოსთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ენის დაბუჟება. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ავტომატურად ქრება მკურნალობის შეწყვეტისთანავე. მედიკამენტის დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებისას იშვიათად შესაძლოა ფერი შეიცვალოს კბილებმა, კბილის ბჟენებმა, პროთეზმა ან ენამ და მოყვითალო-მოყავისფროდ შეიფეროს, რისი მოშორებაც ადვილადაა შესაძლებელი პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის შედეგად. გარდა ამისა, ეს პრობლემა ავტომატურად ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისთანავე.

 

დოზირება და გამოყენების წესი: თუ ექიმი სხვაგვარ დანიშნულებას არ მოგცემთ, გამოივლეთ ერთი სუფრის კოვზი (15 მლ) ტრახისანი®, სავლები საშუალება ყელის ტკივილის დროს, პირში პირის ღრუს ანთების შემთხვევაში ან ყელში ხახის ღრუს ანთების შემთხვევაში 3-4-ჯერ დღეში 1/2 წუთის განმავლობაში გაუზავებლად. არ გამოივლოთ წყალი. არ გადაყლაპოთ სავლები საშუალება; თუ მას შემთხვევით გადაყლაპავთ, ეს საზიანო არ არის. იმისათვის, რომ სავლებმა საშუალებამ ლორწოვან გარსზე ხანგრძლივი მოქმედება იქონიოს, გამოივლეთ იგი საკვების მიღების შემდეგ. 

 

გამოყენების ხანგრძლივობა: არ შეიძლება პრეპარატის - ტრახისანი®, სავლები საშუალება ყელის ტკივილის დროს, გამოყენება 6 კვირაზე მეტი ხნით შეუწყვეტლად გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი ან სტომატოლოგი სხვაგვარ დანიშნულებას მოგცემთ. 

 

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: ტრახისანი®, სავლები საშუალება
ყელის ტკივილის დროს ინახება
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: ყელის სავლები საშუალება 200 მლ. ფლაკონში. 

 

შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას! 

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

სად შევიძინოთ?