Nuk
ტროქსერუტინი სოფარმა / TROXERUTIN SOPHARMA


რა არის და რისთვის გამოიყენება ტროქსერუტინ სოფარმა
არის კაპილარომატონიზირებელი სამკურნალო პრეპარატი. ტროქსერუტინი აძლიერებს სისხლძარღვების (კაპილარების) კედლებს. გამოიყენება შეშუპებისა  და ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად; ვარიკოზული დერმატიტის დროს, ვარიკოზული წყლულების კომპლექსური მკურნალობისას, ბუასილის სიმპტომების შემსუბუქების მიზნით; დიაბეტური რეტინოპათიის კომპლექსური თერაპიის დროს.

ტროქსერუტინ სოფარმას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ტროქსერუტინ სოფარმა
- თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
პრეპარატი ტროქსერუტინ სოფარმას გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე
გულის, თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების შედეგად განვითარებული ქვედა კიდურების შეშუპების მქონე პაციენტები, ვინაიდან ის არაეფექტურია ასეთ შემთხვევებში.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
თუ თქვენ იღებთ ან ადრე იღებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულ სამკურნალო პრეპარატს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
წამლისმიერი ურთიერთზემოქმედების შესახებ მონაცემები მოწოდებული არ არის.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
სამკურნალო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ორსულობის მესამე თვის შემდეგ ან ლაქტაციის პერიოდში ტროქსერუტინ სოფარმა გამოიყენება მკურნალი ექიმის დანიშნულებით.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების შესახებ 
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერება ლაქტოზას. თუ თქვენ ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის რჩევა.
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს საღებავს - E110, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

როგორ გამოიყენება ტროქსერუტინ სოფარმა
ყოველთვის გამოიყენეთ ტროქსერუტინ სოფარმა ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ქრონიკული ვენოზური უკმარისობა და მისი გართულებები, ბუასილის სიმპტომატური მკურნალობა
საწყისი დოზა: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში. ჩვეულებრივ, ავადმყოფობის სიმპტომები ქრება 2 კვირაზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში. ამ დოზის შენარჩუნება რეკომენდებულია სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
შემანარჩუნებელი მკურნალობა: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
დიაბეტური რეტინოპათია
რეკომენდებული დოზა შეადგენს 3-დან 5 კაფსულამდე 2-ჯერ დღეში.
კაფსულები გამოიყენება კვების დროს, ჭიქა წყლის დაყოლებით.

ტროქსერუტინ სოფარმას ჭარბი დოზის გამოყენებისას 
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართ მკურნალ ექიმს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ტროქსერუტინ სოფარმას მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუ ახლოვდება შემდეგი დოზის დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა, ვინაიდან ამან შესაძლებელი გაზარდოს გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესაძლებლობა. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ტროქსერუტინ სოფარმამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.
ტროქსერუტინ სოფარმას კაფსულებით მკურნალობისას იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (მეტეორიზმი, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი, დისპეპსია), გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლა, სახის სიწითლე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი. საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ ეფექტები დამძიმდა ან გაგრძელდა რამოდენიმე დღით.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გართულებისას ან სხვა ისეთი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ ინახება ტროქსერუტინ სოფარმა
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და შუქისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა არა უმეტეს 25 °C
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ ტროქსერუტინ სოფარმა მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლოს დღეს.
არ გადაყაროთ სამკურნალო პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. არასაჭირო მედიკამენტების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა. ეს ღონისძიებები დაეხმარება გარემო პირობების დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტროქსერუტინ სოფარმა
-აქტიური ნივთიერება: ტროქსერუტინი (troxerutin) 300 მგ.
-დამხმარე ნივთიერებები: ერთი კაფსულის შემადგენლობა: ლაქტოზის მონოჰიდრატი; კაჟბადის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო, მაკროგოლი 6000; მაგნიუმის სტეარატი, კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ქინოლინის ყვითელი (E104), სანსეტი ყვითელი (E110), ტიტანის დიოქსიდი (E171).
ტროქსერუტინ სოფარმას გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობა 
ყვითელი ფერის მყარი, ცილინდრული, გაუმჭვირვალე ჟელატინის კაფსულები. კაფსულის შემადგენლობა: ყვითელი ან მოყვითალო-მოყავისფრო, უსუნო გრანულები ან ცილინდრული მასა, რომელიც იშლება შეხებისას.
10 კაფსულა პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 5 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა: 5 წელი 
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ)
სად შევიძინოთ?