ტუტუკონი ნეო / Tutukon Neo


სამკურნალწამლო ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარი – ჰიდრალატი, მიღებული მცენარეული ინგრედიენტების დისტილაციით. 

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: 100 მლ ხსნარი შეიცავს შემდეგი სამკურნალო მცენარეებიდან მიღებულ 94663.0მგ წყლის დისტილატს:

4737.8მგ მინდვრის შვიტას ღეროდან; 2742.9მგ წითელი ტორიჩნიკის  მთლიანი მცენარედან;  2327.3მგ ბოლდოს ფოთლებიდან; 1413.0მგ ოპუნციას (კაქტუსი) ყვავილებიდან; 1413.0მგ ჩაი მაკედონიის ყვავილოვანი ნაწილებიდან; 1413.0მგ სამკურნალო როზმარინის ფოთლებიდან; 1413.0მგ ბერმუდის ბალახის ფესვებიდან; 1413.0მგ მელისას ფოთლებიდან. 

დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი, მაკროგილი(პოლიეთილენ გლიკოლი 400), პოლისორბატი 20, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, უწყლო ლიმონმჟავა, სუკრალოზა.  

აღწერილობა: გამჭირვალე, უფერო ან ოპალესცენტური სითხე დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროლოგიურ პრაქტიკაში გამოსაყენებელი კომბინირებული საშუალება. 
 

ათქ. კლასიფიკაციის კოდი – G04BX50.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატის კლინიკური ეფექტები მიიღწევა მის შემადგენელ კომპონენტებში ისეთი აქტიური შენაერთების არსებობით, როგორიცაა: ეთერზეთები, ფლავანოიდური შენაერთები, ფენოლკარბონის მჟავები და მათი წარმოებულები, ფენილპროპრანოიდები – როზმარინის მჟავა და მისი ეთილიზებული ეთერი, კოფეინის, ქლოროგენის, პ-კუმარის, ფერულოვის და სინაპოვის მჟავები; ურსულის, სილიციუმის, აკონიტის, ვაშლის, მჟაუნ მჟავები; ალკალოიდები, გლიკოზიდები, ტანინები, პექტინი, საპონინიები, სტერინები, კუმარინები, ვიტამინების კონცენტრირებული კომპლექსი,  მინერალური ნივთიერებები, მიკროელემენტები, ფისი.

ზემოთ ჩამოთვლილი აქტიური ნივთიერებები ამცირებენ თირკმლის კაპილარების გამავლობას, აფართოებენ თირკმლის სისხლძარღვებსა და შადსაწვეთებს, აღადგენენ თირკმლის მილაკების ეპითელის ფუნქციას, ხასიათდებიან ოსმოსური ეფექტით(არ არღვევს იონურ ბალანსს – კალიუმ-დამზოგველი ეფექტი), თრგუნავენ ანთების მედიატორების აქტიურობასა  და სინთეზს; ასტიმულირებენ შარდმჟავა მარილების გამოყოფას, აფერხებენ რა ამით კრისტალების წარმოქმნასა და კენჭების ფორმირებასა და ზრდას; აწესრიგებენ შარდის PH-ს; აინჰიბირებენ ლეიკოტრიენების სინთეზს და თავისუფალრადიკალური რეაქცია არღვევს ბაქტერიის მემბრანის მთლიანობას, რითაც აფერხებენ ბაქტერიული ჰიალურონიდაზას აქტივობას, ამცირებენ ცილების გამოყოფას და იცავენ ტუბულარულ აპარატს, ახდენენ ანტიბიოტიკო თერაპიის ეფექტის პოტენცირებას.

ტუტუკონი ნეოს ეფექტური მოქმედება განპირობებულია შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კონკრეტული ეფექტების პოტენცირებით. მაგალითად:

- წითელი ტორიჩნიკი(Spergularia rubra) – მასში შემავალი ფლავანოიდური ფრაქციების ხარჯზე შლის ოქსალატებს, ფოსფატებს და ურატებს, აძლიერებს დიურეზს;

- ბოლდო(Peumus boldus) ხასიათდება მადეზინფიცირებელი, შარდ- და ნაღვლმდენი თვისებით, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპირეტული ეფექტები განპირობებულია პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირებით;

- ბერმუდის ბალახი(გლერტა) (Cynodon dactylon) – ხასიათდება ანტიბაქტერიული და ანტიფუნგალური თვისებებით, ასტიმულირებს ფაგოციტოზს და გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება;

- ჩაი მაკედონიის (Sideritis angustifolia) წარმოადგენს დიურეტიკს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ფართო ანტიბაქტერიული მოქმედება, მასში შემავალი ფლავანოიდების, ზეთების და ტანინების გამო;

- ოპუნცია(კაკტუსი) (Opuntia ficus indica) – ხასიათდება მნიშვნელოვანი დიურეზული და სპაზმოლიზური მოქმედებით;

- სამკურნალო როზმარინი(Rosmarinus officinalis) – აქტიურ სპაზმოლიზურ, დიურეზულ, ბაქტერიოსტატიკულ და ანტიოქსიდანტურ მოქმედებასთან ერთად, ახასიათებს ნაღვლმდენი ეფექტი;

- მელისა (ბარამბო) (Melissa officinalis) – ახასიათებს მნიშვნელოვანი საპზმოლიზური, ბაქტერიო- და ფუნგისტატიური თვისება, ამას გარდა აქვს სუსტი სედაციური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე;

- მინდვრის შვიტა(Eguisetum arvense) – აქვს გამოხატული დიურეზული მოქმედება.

 

ფარმაკოკინეტიკა: 

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მცენარეული ბუნების გამო შესწავლილი არ არის.

ჩვენებები:

- თირკმელებში მარილების (ურატები,ოქსალატები,ფოსფატები,კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა

- წვრილი უროლითიაზი

- კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ

- პოდაგრა

- შარდგამომყოფი გზების ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი

- დიზურიული  მოვლენები

- შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი

- სპასტიკური კოლიტი

- ინტოქსიკაციის სხვადასხვა სახე (მედიკამენტებით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია, კვებითი ტოქსიკოინფექცია).

მიღების წესი და დოზების რეჟიმი

მიიღება 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე 

სამკურნალო დოზა:

ასაკი

დოზირება

სკოლამდელი ასაკის ბავშვები

1-1,5მლ 3-ჯერ დღეში

სკოლის ასაკის ბავშვები

2,5მლ  3-ჯერ დღეში

მოზრდილები

7მლ   3-ჯერ დღეში

ორსულები

3მლ  3-ჯერ დღეში

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა

დოზის კორეგირება შესაძლებელია ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზით მკურნალობისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. 

უკუჩვენებები

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

დოზის გამოტოვების შემთხვევაში ორმაგი დოზა არ მიიღება.

კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, პრეპარატი არ გამოიყენება.  

გამოყენება ორსულებში და ბავშვებში:

ტუტუკონი ნეოს ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე გავლენა:

ტუტუკონი ნეო არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე გავლენას.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა: 250მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონში, პლასტიკური მზომი ჭიქით.

შენახვის პირობები.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე სინათლისა და ნესტისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა.

შენახვის ვადა 3 წელი. 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე