Nuk
ურსოფალკი / Ursofalk


შემადგენლობა

1 კაფსულა შეიცავს: ურსოდეოქსიქოლის მჟავას- 250მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ურსოფალკი არის ჰეპატოპროტექტორული საშუალება, ახასიათებს ნაღვლდენი ეფექტი. ამცირებს ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში, ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავებში და მის კონცენტრაციას ნაღველში. ზრდის ქოლესტერინის ხსნადობას სანაღვლე გზებში, ხელს უწყოფს ნაღვლის წარმოქმნას და გამოყოფას. ამცირებს ნაღვლის ლითოგენობას, ზრდის ნაღვლის მჟავების შემცველობას ნაღველში.იწვევს კუჭისა და პანკრეასის სეკრეციის გაზრდას , აძლიერებს ლიპაზების აქტივობას , ახასიათებს ჰიპოგლიკემიური მოქმედება. ენტერალურად გამოყენების დროს იწვევს ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების ნაწილობრივ ან სრულ დაშლას, ამცირებს ნაღვლის ქოლესტერინით გაჯერებას, რაც ხელს უწყოფს ქოლესტერინის გამოდევნას ნაღვლის კენჭებიდან. პრეპარატს აქვს იმუნომოდულატორული მოქმედება. იგი გავლენას ახდენს იმუნოლოგიურ რეაქციებზე ღვიძლში: ამცირებს ზოგიერთი ანტიგენის ექსპრესიას ჰეპატოციტების ზედაპირზე, აგრეთვე გავლენას ახდენს T –ლიმფოციტების რაოდენობაზე, ინტერლეიკინ –2 – ის წარმოქმნაზე და ამცირებს ეოზინოფილების რაოდენობას.

ფარმაკოკინეტიკა
ურსოდეოქსიქოლის მჟავა აბსორბირდება ნაწლავში. პრეპარატის ერთჯერადი დოზით (500 მგ) მიღებისას სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია Cmax (5.5 მმლ/ლ) მიიღწევა მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ. მეტაბოლიზდება ღვიძლში ტაურინის და გლიცინის კონიუგატების წარმოქმნით, რომლებიც სეკრეტირდება ნაღვლის წვენში. პლაზმის ცილებთან კავშირი მაღალია, 99%-მდე. ურსოდეოქსიქოლის მჟავა გადის პლაცენტურ ბარიერს. 50-70% გამოიყოფა ნაწლავიდან.

ჩვენებები
• ნაღვლის ბუშტის და საერთო სანაღვლე სადინარის ქოლესტერინული კენჭები, თუ ქირურგიული და ენდოსკოპიური მეთოდებით მათი მოშორება შეუძლებელია;
• სანაღვლე გზების დისკინეზია;
• კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკა ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, სხეულის მასის სწრაფი დაკლებისას;
• მწვავე ჰეპატიტი;
• ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
• ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებები (მათ შორის ალკოჰოლური და მედიკამენტოზური);
• ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;
• პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი;
• ღვიძლშიდა სანაღვლე გზების თანდაყოლილი ატრეზია;
• ქოლესტაზი პარენტერული კვებისას;
• კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
• ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი;
• ბილიარული დისპეფსიური სინდრომი;
• ღვიძლის დაზიანებათა პროფილაქტიკა ჰორმონული კონტრაცეპტივების ან ციტოსტატიკების გამოყენების დროს.

მიღების წესები და დოზები
ქოლესტერინული კენჭების დასაშლელად:
10-15 მგ/კგ დღეში, რაც შეესაბამება:
2 კაფსულა ურსოფალკს – პაციენტებში სხეულის წონით 60 კგ
3 კაფსულა ურსოფალკს – პაციენტებში სხეულის წონით 80 კგ
4 კაფსულა ურსოფალკს – პაციენტებში სხეულის წონით 100 კგ.
აუცილებელია კაფსულების მიღება საღამოს, ძილის წინ, დაღეჭვის გარეშე და მცირე რაოდენობა სითხესთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა 6–12 თვე. მეორადი ქოლელითიაზის პროფილაქტიკისათვის მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება ნაღვლის კენჭების დაშლიდან რამოდენიმე თვის მანძილზე. 
ბილიარული რეფლუქს–გასტრიტის სამკურნალოდ – 1 კაფსულა ურსოფალკი ყოველდღე. მკურნალობის კურსი 10–14 დღიდან 6 თვემდე . 
პირველადი ბილიარული ციროზის მკურნალობა – დღიური დოზა დამოკიდებულია სხეულის მასაზე და შეადგენს 2–დან 6 კაფსულამდე შემდეგი სქემით:
35–50 კგ 2 კაფსულა 1– დილით 1– საღამოს
50–65 კგ 3 კაფსულა 1– დილით , 1 – შუადღეს, 1– საღამოს
65–85 კგ 4 კაფსულა 1– დილით , 1 – შუადღეს, 2– საღამოს
85–110 კგ 5კაფსულა 1– დილით , 2 – შუადღეს, 2– საღამოს

გვერდითი მოვლენები
დიარეა, გულისრევის შეგრძნება , ნაღვლის კენჭების კალციფიკაცია, ალერგიული მოვლენები.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
• ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები;
• ციროზის დეკომპენსირებული სტადია.

ორსულობა და ლაქტაცია
არსებობს კვლევები ურსოფალკის მიღებისა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მეორე , მესამე ტრიმესტრში.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა 5 წელი.

სად შევიძინოთ?