Nuk
ვეცეფი / Vecef


შემადგენლობა:

1) თითო ფლაკონი შეიცავს:

ცეფტრიაქსონის ნატრიუმს USP

ცეფტრიაქსონის ექვივალენტი 500 მგ

სულბაქტამის ნატრიუმი USP

სულბაქტამის ექვივალენტი 250 მგ

2) თითო ამპულა შეიცავს:

ლიდოკაინის ინექციას BP 1% (2მლ) 
 

1) თითო ფლაკონი შეიცავს:

ცეფტრიაქსონის ნატრიუმს USP

ცეფტრიაქსონის ექვივალენტი 1 გრ

სულბაქტამის ნატრიუმი USP

სულბაქტამის ექვივალენტი 500 მგ

2) თითო ამპულა შეიცავს:

ლიდოკაინის ინექციას BP 1% (3.5 მლ)
 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვეცეფი წარმოადგენს ცეფტრიაქსონისა და სულბაქტამის შემცველ კომბინირებულ ანტიბიოტიკს. ცეფტრიაქსონი ფართო სპექტრის მქონე, ნახევრად სინთეზური, მესამე თაობის ცეფალოსპორინია, ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედებით მთელი რიგი გრამ - პოზიტიური და გრამ-ნეგატიური ბაქტერიების წინააღმდეგ. სულბაქტამი ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმების მიერ პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზას შეუქცევადი ინჰიბიტორია.

 

მოქმედების მექანიზმი:

ვეცეფის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკრობის უჯრედის კედლის მუკოპეპდის ბიოსინთეზის დათრგუნვით.

 

ჩვენება:
· ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
· ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები
· მენინგიტი, სეფსისი, სეპტიცემია
· შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები
· ინტრააბდომინალური ინფექციები: პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი
· კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
· ინფექციები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში
· თორაკო-აბდომინალური, გინეკოლოგიური და ორთოპედიული ოპერაცების დროს პერიოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობებლობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ

 

დოზირების რეჟიმი:

რეკომენდირებული დოზა მოზრდილთათვის მერყეობს 1,5 გ -დან 3 გრ-მდე დღეში.

ახალშობილებსა და ბავშვებში ვეცეფის დოზირება განისაზღვრება მასში შემავალი ცეფტრიაქსონის დოზის მიხედვით: 2 კვირამდე ახალშობილებში ცეფტრიაქსონის ერთჯერადი სადღეღამისო დოზაა 20-50 მგ/კგ წონაზე დღეში. 2 თვის ასაკიდენ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 20-80 მგ/ კგ წონაზე დღეში.

 

გამოყენების წესი:

ი/მ შეყვანის დროს უმტკივნეულო ინექციისათვის ვეცეფის ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 1 % ლიდოკაინს ხსნარში  და ღრმად შეჰყავთ კუნთში.

შენახვა:

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.

სად შევიძინოთ?