Nuk
ვენლაგამა რეტარდი / Venlagamma® retard


შემადგენლობა

დამხმარე ნივთიერებებია: კაფსულის შემადგენლობა: ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი (K-90), ტალკი, მაღალდისპერსიური კაჟბადის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) [მცენარეული]
ბლისტერის გარსი:
ეთილცელულოზა (7 CP), კოპოვიდონი (S-630) 
კაფსულა:
ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ბრილიატის ლურჯი (E133), ალურაწითელი (E129), ყვითელი ფორთოხალი შ (E110), ჟელატინი
საბეჭდი მელანი:
შელლაქი, ბუტანი-1-ოლი, პროპილენის გლიკოლი, ნატრიუმჰიდროქსიდიმ, პოვიდონი (K-16), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171) 
ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის გარეგნული ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
მყარი ჟელატინის კაფსულები შედგენა მუქი ნარინჯისფერი კაფსულისაგან და მუქი ნარინჯისფერი გაუმჭვირვალე კაფსულის შიგთავსისაგან, რომელიც დაფარულია წვრილი რადიალური თეთრი ზოლით
კაფსულის შემადგენლობა:
12 თეთრი კრემისფერი, მრგვალი, ორკონვექსური ბლისტერული ტაბლეტი (მინი) PVC/პოლიქლორის ტრიფლუორეთილის/ალუმინიუმის ბლისტერის შეფუთვა 14, 50 ან 100 მყარი კაფსულა, რეტარდული ფამოშვების ფორმით.
სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვენლაგამა რეტარდული 150 მგ
აქტიური მოქმედი ნივთიერება არის ვენლაფაქსინი. ერთი მყარი რეტარდული კაფსულა შეიცავს 150 მგ ვენლაფაქსინს (როგორც ჰიდროქლორიდი).

ჩვენებები
რას წარმოადგენს ვენლაგამა® რეტარდული 150 მგ და რისთვის გამოიყენება?
ვენლაგამა® რეტარდული 150 მგ გამოიყენება დეპრესიისა და შიშების სამკურნალო საშუალება და გამოიყენება:
- დეპრესიული დაავადებების დროს თანმდევი შიშის ფაქტორით,
- დეპრესიული დაავადებების დროს დამხმარე თერაპიის სახით, განმეორებითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით და აგრეთვე გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისათვის, რომ არ განვითარდეს ახალი დეპრესიული მოვლენები,
- სოციალური სტრესისგან, რომელიც ვლინდება შიშის ფაქტორით (სოციალური ფობია).

მიღების წესები და დოზები
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ვენლაგამა® რეტარდული 150 მგ-ის მიღებამდე?
ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღება არ არის ნებადართული შემდეგი შემთხვევების დროს,
- თუ თქვენ გახასიათებთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგიულობა) ვენლაფაქსინის და/ან სხვა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ რომელსაც შეიცავს ვენლაგამა რეტარდული 150 მგ.
- ე.წ. MAO-ბლოკატორებთან ერთად, ანტიდეპრესანტების სხვა სპეციალურ ჯგუფებთან ერთად. თუ თქვენ ადრე უკვე მიიღეთ MAO-ბლოკატორი, მაშინ ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღება უნდა დაიწყოთ მხოლოდ მას შემდეგ, თუ MAO-ბლოკატორის მიღებიდან გასულია სულ მცირე 14 დღე. ზოგიერთ MAO-ბლოკატორებთან (რევერსიული MAO-ბლოკატორები, მაგ. მაკლობემიდი) შესაძლებელია ეს პერიოდი შემცირდეს ექიმის მითითების თანახმად. თუ თქვენ დაასრულეთ ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღება, უნდა დაიცადოთ 7 დღე MAO-ბლოკატორების მიღებამდე.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღებისას.
შემდგომში მოცემულია რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როდის არის საჭირო ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა. მიიღეთ რჩევები ექიმისაგან. ეს იგულისხმება იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ მოვლენებს ადგილი ჰქონდათ ადრეც.
- მკურნალობის დაწყებამდე და დოზირების შერჩევამდე ან დოზის შეცვლისას ექიმი ყურადღებით გამოიკვლევს თქვენში სუიციდური მიდრეკილების მოვლენებს ან კლინიკური სიმპთომების გაუარესებას. ექიმმა უნდა განსაზღვროს სუიზიდური მოვლენის განვითარების საშიშროება, განსაკუთრებით დეპრესიის დროს.
- თუ თქვენ გახასიათებთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან თირკმლისა და ღვიძლის დაავადება უნდა მიიღოთ ვენლაგამა რეტარდული 150 მგ მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილით.
- თუ თქვენ აღგენიშნებათ კრუნჩხვები (განსაკუთრებით ეპილეფსია) ან გქონდათ ადრე მსგავსი გამოვლენები აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. საჭიროა ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის სიფრთხილით გამოყენება, ვინაიდან მისი გამოყენების დროს ადგილი ჰქონდა კრუნჩხვების გამოვლენის ცალკეულ მოვლენებს.
- აგრეთვე სიფრთხილეა საჭირო თუ თქვენ ვენლაგამას გამოყენებისას იტარებთ ელექტრულ თერაპიას კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ.
- თუ გახასიათებთ მაღალი წნევა საჭიროა მისი რეგულირება ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღებამდე. შესაძლებელია, რომ მკურნალობის დროს ან დოზის მომატებისას ადგილი ჰქონდეს წნევის მომატებას. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს წნევის ძლიერ მომატებას და საჭირო გახდეს პაციენტის სტაციონალური მკურნალობაც კი. აქედან გამომდინარე რეკომენდირებულია რეგულარულად წნევის კონტროლი. თუ აღინიშნება მაღალი წნევა, საჭიროა მისი დარეგულირება ვენლაფაქსინით მკურნალობამდე. 
- განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ თუ თქვენ გადატანილი გაქვთ ცოტა ხნის წინ გულის ინფარქტი ან გახასიათებთ არასტაბილური გულის დაავადება. შესაბამისი დოზირების შერჩევა უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
- განსაკუთრებულად მაღალი დოზირებისას შესაძლებელია პულსის მომატება. საჭიროა სიფრთხილე იმ პაციენტების მიმართ, რომელთა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს მაღალი პულსაციის გამო. 
- საჭიროა განსაკუთრებული მეთვალყურეობა თუ პაციენტს ახასიათებს მაღალი თვალის წნევა ან არსებობს მწვავე გლაუკომის დაავადების რისკ-ფაქტორი, რადგან ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მიდრიაზის (თვალის გუგის გაფართოება) განვითარება.
- აგრეთვე საჭიროა სიფრთხილე, თუ ვენლაფაქსინით მკურნალობისას პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპონატრიემია) და/ან ე.წ. ,,არაადეკვატური ADH-სეკრეციის სინდრომი” (SIADH). ძირითადად, ეს ფაქტი აღინიშნება იმ პაციენტებში, რომელთაც აღინიშნება ცირკულირებული სისხლის რაოდენობის შემცირება ან რომელთაც ახასიათებთ სხეულში სითხის ნაკლებობა, მაგ. ხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ შარდმდენ საშუალებებს. აქედან გამომდინარე საჭიროა განსაკუტრებული სიფრთხილე მკურნალობისას.
- თუ თქვენ გახასიათებთ მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება, რომლებიც განიკურნება ანტიდეპრესანტებით (ვენლაფაქსინის ჩათვლით), შესაძლოა განვითარდეს ჰიპერაქტიურობის და აღგზნებადობის ფაზა. ისევე, როგორც ყველა ანტიდეპრესანტები, აგრეთვე ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღება ოჯახურ პირობებში უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ადრე დაავადებული იყვნენ მანიაკალურ-დეპრესიული დაავადებებით ან ჯერ კიდევ აღენიშნებათ ეს დაავადება. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ დაავადება სცილდება მანიაკალურ ფაზას.
- თუ პაციენტს აღენიშნებოდა აგრესია წარსულში, უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, როგორც ვენლაფაქსინით, აგრეთვე სხვა ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას. პაციენტების მცირე ნაწილში, შესაძლოა ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ (ვენლაფაქსინით მკურნალობის ჩათვლით, აგრეთვე დოზირების შეცვლის ან მკურნალობის შეწყვეტისას) განვითარდეს აგრესული მოვლენები.
- თუ თქვენ იღებთ გარკვეულ ნივთიერებებს, როგორიცაა სეროტონინის-აღდგენის ბლოკატორები, შესაძლებელია განვითარდეს თრომბოციტების აგლუტინაცია (თრომბოციტების აგრეგაცია)
- ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ით მკურნალობისას მატულობს კანიდან და ლორწოვანი გარსიდან სისხლდენის რისკ-ფაქტორი. გთხოვთ აცნობოთ ექიმს თუ გაქვთ სისხლის შედედების პრობლემები.
- თუ თქვენ იღებთ ან გადაწყვეტილი გაქვთ მიიღოთ წონის დასაკლები პრეპარატები, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ით მკურნალობა არ შეიძლება არც მონოთერაპიის სახით და არც კომბინაციაში მსგავს პრეპარატებთან ერთად. 
- თუ თქვენ იღებთ ვენლაგამა რეტარდ 150 მგ-ს ხანგრძლივი დროით, შესაძლოა ამან გამოიწვიოს ქოლესტერინის დონის მომატება. ამიტომ უნდა შეიმოწმოთ ქოლესტერინის დონე.
- თუ გსურთ დაასრულოთ ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ით მკურნალობა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისევე როგორც სხვა ანტიდეპრესანტების შემთხვევაში, დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით, შესაძლოა გამოვლინდეს არასასურველი მოვლენები, განსაკუთრებით მკურნალობის სწრაფად შეწყვეტისას. რეკომენდირებულია მკურნალობის შეწყვეტა დოზირების თანდათანობით შემცირებით (იხ. პუნქტი 3, ,,როგორ შევწყვიტოთ ვენლაგამა 150 მგ-ით მკურნალობა? და პუნქტი 4. ,,რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?)
- დეპრესიულ პაციენტებს ხანდახან ახასიათებთ თავის დაზიანების ან სუიციდური ქმედების მცდელობები. ამგვარი მოვლენები შესაძლოა გამძაფრდეს ანტიდეპრესიული პრეპარატის თავდაპირველი მიღებისას, რადგან საჭიროა გარკვეული დრო მედიკამენტთან შეჩვევისათვის, ჩვეულებისამებრ დაახ. 2 კვირა, ხანდახან უფრო მეტიც.
ამგვარი მოვლენები უფრო მეტად ვლინდება:
• როდესაც თქვენ ადრეც გახასიათებდათ ისეთი მოვლენები, როგორიცაა თვითდაზიანება და თვითმკვლელობის მცდელობა. 
• თუ პაციენტი არის ახალგაზრდა. ცდებმა აჩვენა, რომ თვითმკვლელობის მცდელობის მოვლენები უფრო მეტად ვლინდება 25 წლამდე პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებოდათ ფსიქიური დაავადებები და გადიოდნენ მკურნალობას ანტიდეპრესიული საშუალებებით.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან კლინიკას, თუ თქვენ აღგენიშნებათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის რაიმე სახის მცდელობა. შესაძლოა დაგეხმაროთ აგრეთვე, თუ თქვენ უამბობთ ახლო მეგობარს ან ნათესავს იმის შესახებ, რომ თქვენ ხართ დეპრესიული და გახასიათებთ შიშები, თხოვეთ მათ წაიკითხონ ფურცელჩანართი. თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ ამ პიროვნებებს გაგაფრთხილოთ, თუკი ისინი შეამჩნევენ, რომ თქვენ გაგიძლიერდათ დეპრესია. 
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები 
ვენლაგამა რეტარდული 150 მგ ძირითადად არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში. 
ამასთანავე საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ 18 წლამდე პაციენტებში ამ კლასის პრეპარატის გამოყენებისას უფრო მატულობს ისეთი გვერდითი მოვლენების რისკ-ფაქტორი, როგორიცაა მაგ. თვითმკვლელობის მცდელობა, აზრები თვითმკვლელობის შესახებ და აგრესიულობა (გაღიზიანება, ოპოზიციური განწყობა და სიავე). 18 წლამდე პაციენტს უნიშნავს ექიმი ვენლაგამას იმ შემთხვევაში, თუ ის თვლის, რომ ეს არის საუკეთესო საშუალება. თუ ექიმმა დაუნიშნა 18 წლამდე პაციენტს ვენლაგამა რეტარდული 150 მგ და გსურთ ამაზე მოლაპარაკება უნდა მიმართოთ ექიმს. აცნობეთ ექიმს თუ ვენლაგამას მიღებისას პაციენტს აღენიშნება ზემოთ აღნიშნული სიმპთომები ან მათი გაუარესება. ამიტომ ამ ასაკის ჯგუფებში არ არის რეკომენდირებული ამ მედიკამენტის დანიშვნა ზრდის, მომწიფებისა და განვითარების თვალსაზრისით.
თუ დაინიშნება ვენლაგამა რეტარდული 150 მგ ბავშვებში ან მოზარდებში, უნდა მოხდეს წონისა და წნევის რეგულარული კონტროლი. თუ შეიმჩნევა წნევის მატება უნდა შეწყდეს მკურნალობა. ხანგრძლივი გამოყენებისას უნდა აკონტროლოთ ქოლესტერინის დონე (იხ. პუნქტი 4. ,,რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?”) 6 წლის ასაკის ბავშვებში არ არის შეფასებული უსაფრთხოების ნორმები. 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ვერ ხერხდება ზემოქმედების გავლენისაგან დაზღვევა.
როგორ უნდა მივიღოთ ვენლაგამა რეტარდული 150 მგ?
მიიღეთ ვენლაგამა რეტარდული 150 მგ ზუსტად ექიმის მითითების შესაბამისად. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა შეირჩევა ინდივიდუალურად. არ შეცვალოთ ექიმის მიერ დადგენილი დოზა.
ჩვეულებრივ საწყისი დოზა დეპრესიული დაავადებების სამკურნალოდ და სოც. სტრესისგან გამოწვეული შიშების დროს შეადგენს 75 მგ ვენლაფაქსინს. დოზის ტიტრირებისათვის არსებობს სხვადასხვა სიძლიერის ვენლაგამა რეტარდული. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის (შეესაბამება 150 მგ ვენლაფაქსინს) დოზის გაზრდა ყოველდღიურად, ცალკეული დოზის მიღების სახით.
75 მგ ვენლაფაქსინის ანტიდეპრესიული ეფექტი ვლინდება ძირითადად მკურნალობიდან ორი კვირის შემდეგ.
შიშის ფაქტორი ქრება მკურნალობიდან ერთი კვირის შემდეგ. დოზის ტიტრირებისათვის სიძლიერის მიხედვით ხელმისაწვდომია ვენლაგამა რეტარდულის შემდეგი გამოშვების ფორმები. 
სოციალური სტრესისაგან გამოწვეული შიშები
რეკომენდირებული ყოველდღიური დოზა შეადგენს 75 მგ ვენლაფაქსინს დღეში ერთხელ. არ არის დამტკიცებული, რომ მაღალი დოზა აუმჯობესებს შედეგს.
საჭიროების შემთხვევაში მძიმე დეპრესიისას შესაძლოა დღიური დოზა გაიზარდოს 225 მგ ვენლაფაქსინამდე, რომელიც მიიღება როგორც ცალკეული დოზა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დოზირება გაიზარდოს ორკვირიანი ინტერვალით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დოზის გაზრდა ოთხ დღეზე ნაკლები ინტერვალით. 
უფრო სწრაფი შედეგის მისაღწევად (მძიმე დეპრესიისას ან სტაციონალური პაციენტებისათვის) შესაძლებელია რეკომენდირებული რეტარდულ მყარ 75 მგ კაფსულების საწყისი დოზა გაიზარდოს ერთ 150 მგ რედარდულ მყარ კაფსულამდე დღეში ერთხელ (შეესაბამება 150 მგ ველნაფაქსინს). ეს დოზირება შესაძლებელია გაიზარდოს 75 მგ-ით ყოველ ორ-სამ დღეში ვენლაგამა 150 მ,გ-ის ორ მყარ კაფსულამდე (შეესაბამება 300 მგ ვენლაფაქსინს). დეპრესიებისას ვენლაფაქსინის მაქსიმალური დღიური დოზა მოიცავს 375 მგ ვენლაფაქსინს. დოზის ტიტრირებისათვის ხელმისაწვდომია სხვა სიძლიერის გამოშვების ფორმები. დოზირება უნდა შეუთავსდეს პაციენტის ამტანობას მედიკამენტის მიმართ.
პაციენტები თირკმელისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
პაციენტებმა, რომლეთაც აღენიშნებათ თირკმელისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები უნდა მიიღონ მედიაკმენტის დაბალი დოზირება. გთხოვთ მიიღოთ მედიკამენტი ექიმის მითითებების შესაბამისად. ჩვეულებრივ, თირკმლის ფუნქციის დარღვევებისას დოზა მცირდება 25-50 %-ით. დიალეზზე დამოკიდებული პაციენტები იღებენ ნახევარ დოზას, რომელიც კეთდება დიალეზის შემდეგ. პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო დარღვევები, უნდა მიიღონ ნახევარი დოზა. შესაძლოა ზოგიერთ პაციენტს კიდევ დასჭირდეს დოზის შემცირება.
ბავშვები
რადგანაც არ არის დამტკიცებული პრეპარატის ზემოქმედების უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში, ამიტომ არ არის რეკომენდირებული ამ პაციენტთა ჯგუფისათვის ვენლაგამა 150 მგ-ის მიღება. (იხ. პუნქტი 2. ,,რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღებამდე?)
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა დოზირების შერჩევა არა მხოლოდ ასაკის გამო, დოზა უნდა იქნეს განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩეული.
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ შენიშნავთ, რომ ვენლაგამა რეტარდულ 150 მგ-ი თქვენზე ახდენს ძლიერ ან პირიქით, სუსტ ზემოქმედებას.
მიღების სახე
ორგანიზმის შეგუების მიზნით უნდა მიიღოთ ვრნლაგამა რეტარდული 150 მგ დილას ან საღამოს დაუღეჭავად საკმარის სითხესთან ერთად ჭამის დროს. მიიღეთ მყარი კაფსულები ყოველ დღე ზუსტად ერთი და იგივე დროს.
არ მიიღოთ მყარი რეტარდული კაფსულები დაწოლილ მდგომარეობაში და მიაქციეთ ყურადღება, რომ მიიღოთ საკმაო რაოდენობით სითხე.
მიღების ხანგრძლივობა
მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მძიმე დეპრესიებისას მკურნალობა გრძელდება რამოდენიმე თვის განმავლობაში. სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ უნდა გააგრძელოთ ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღება, რომ არ განმეორდეს დეპრესიული დაავადება. აგრეთვე შესაძლებელია საჭირო გახდეს ვენლაგამა 150 მგ-ის მიღება ხანგრძლივი დროით, რომ არ ჰქონდეს ადგილი ახალი დეპრესიული დაავადების გაჩენას. შესაძლოა საწყისი დოზის მიცემა მთელი მკურნალობის მანძილზე. სოციალური სტრესით გამოწვეული შიშის მოვლენების დროს მკურნალობა ტარდება ხანგრძლივი დროით, რამოდენიმე თვის განმავლობაში. მკურნალობა უნდა დასრულდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში. 
თუ თქვენ დაგავიწყდათ ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და ეს დრო არ აღემატება 12 საათს, მაშინ მიიღეთ გამოტოვებული დოზა დაუყონებლივ. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. თუ დოზის გამოტოვების დრო აღემატება 12 საათს, მაშინ უნდა მიიღოთ პრეპარატი მომდევნო დოზის მიღების ჩვეულ დროს. დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა. 
თუ გსურთ ვენლაგამა 150 მგ-ის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ვენლაგამას მიღება დამოუკიდებლად, შესაძლოა განვითარდეს მძიმე გვერდითი მოვლენები (იხ. პუნქტი ,,რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?“) ასეთ შემთხვევისას მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის უეცარი შეწყვეტა იწვევს თავბრუსხვევას, აღქმის უნარის ცვლილებას, ძილის დარღვევას (ინტენსიური სიზმრიანობის ჩათვლით), აღგზნებადობა ან შფოთვა, ღებინება ან/და გულისრევა, კანკალი, დაბნეულობა, ოფლიანობა, თავის ტკივილები, დიარეა, გულისცემა, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება და მხედველობის გაუარესება. ეს სიმპტომები ზოგადად არ არის ძლიერი და ქრება რამოდენიმე დღეში. ექიმი გირჩევთ ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღება შეწყვიტოთ თანდათანობით. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა მედიკამენტს, აგრეთვე ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ს ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ნებისმიერ პაციენტში. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც ფურცელჩანართში არ არის მითითებული.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე მოცემულია შემდეგ ცხრილში:

ძალიან ხშირად10 პაციენტიდან 1-ზე მეტს
ხშირად100 პაციენტიდან 1-დან10-მდე
საშუალოდ1.000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე
იშვიათად10.000 პაციენტიდან 1 დან- 10-მდე
ძალიან იშვიათად10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში
არ არის ცნობილისიხშირე არ არიც ცნობილი არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო


ზოგადი დაავადებები და გართულებები გამოყენების ადგილას
ხშირად: სისუსტე/დაღლილობა
საშუალოდ: მომატებული მგრძლობელობა სინათლის მიმართ, გემოს შეგრძნების დარღვევები
ძალიან იშვიათად: მწვავე ალერგიული რეაქციები
გულის დაავადებები
საშუალოდ: ხანმოკლე გულყრა, ტაჰიკარდია
ძალიან იშვიათად: EKG-ცვლილებები (QT-და QRS-ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭების ციმციმი, პარკუჭისებრი ტაჰიკარდია)
სისხლძარღვთა დაავადებები
ხშირად: მაღალი წნევა, სისხლ-ძარღვთა გაფართოება (უფრო მეტად ხურვება)
საშუალოდ: დაბალი წნევა, ფეხზე ადგომისას წნევის დაცემა
სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები
საშუალოდ: მცირე სისხლჩაქცევები, ლორწოვანი გარსის სისხლდენა
იშვიათად: სისხლდენის გახანგრძლივება, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოპენია)
ძალიან იშვიათად: სისხლის სურათის ცვლილებები (აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ნეიტოპენია, პანციტოპენია)
სასუნთქი გზების, მკერდის და მედიასტინუმის დაავადებები
ხშირად: მთქნარება
ძალიან იშვიათად: ფილტვის ეოზინოფილია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
ძალიან ხშირად: ღებინება
ხშირად: გულისრევა, მადის დაკარგვა, შეკრულობა
საშუალოდ: კბილების უნებლიე კრაჭუნი, ფაღარათი
ძალიან იშვიათად: სანერწყვე ჯირკვალის ანთება
ნივთიერებათა ცვლისა და მონელების სისტემის დარღვევა
ხშირად: ქოლესტერინის მაღალი დონე (განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების ან დოზის მომატების დროს), წონაში დაკლება
საშუალოდ: ღვიძლის ცვლილებები, წონაში მატება, ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში
იშვიათად: ჰეპატიტი, არა ადეკვატური ADH-სექტორის სინდრომი (SIADH) 
ძალიან იშვიათად: სისხლში პროლაქტინის დონის მომატება
ჩონჩხ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილების და ძვლების დაავადებები
ძალიან იშვიათად: ირიბხაზოვანი კუნთების უჯრედების დარღვევა (რაბდომიოლიზი)
ნერვული სისტემის დაავადებები
ძალიან ხშირად: პირის გაშრობა
ხშირად: თავბრუსხვევა, უძილობა, ნერვოზულობა, სედატიურობა, უჩვეულო სიზმრები, სქესობრივი ინსტიქტების შესუსტება, ქავილის შეგრძნება ან ყურების დაგუბება, ტრემორი (კანკალი), ძლიერი კუნთების დაჭიმულობა;
საშუალოდ: მონაწილეობის მიღების უუნარობა, ჰალუცინაციები, კუნთების დაჭიმვა, ჰიპერაქტიურობა;
იშვიათად: უნარის შეზღუდვა დამჯდარ მდგომარეობამდე (აკათიზია), კრუნჩხვა, მანია, ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი სხეულის ტემპერატურის მატებით, სახსრების მოძრაობის შესუსტებით და ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებით (მაგ. ტაჰიკარდია, მაღალი წნევა, გონების დაკარგვა), კარცინოიდული სინდრომი, რომელიც გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: გაღიზიანება, დაბნეულობა, მომატებული რეფლექსები, კუნთების დაჭიმვა, კანკალი, ოფლიანობა, ფაღარათი;
ძალიან იშვიათად: ცხელების ბოდვა, მოძრაობის დაქვეითება (ექსტრაპირამიდული რეაქციები, როგორიცაა მაგ. კუნთების არანორმალური დაჭიმვა და დისკინეზია).
თვალის დაავადებები
ხშირად: აკომოდაციის დარღვევა (თვალის ფოკუზირების უუნარობა ახლო და შორს მდებარე ობიეტქბზე), თვალის გუგის გაფართოება, მხედველობის გაუარესება.
ძალიან იშვიათად: ვიწრო კუთხოვანი გლაუკომა
ყურისა და ლაბირინთის დაავადება:
საშუალოდ: ხმაური ყურებში (ტინიტუსი)
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები:
ძალიან ხშირად: ოფლიანობა (ღამის განმავლობაშიც)
საშუალოდ: გამონაყარი, თმის გაცვენა
ძალიან იშვიათად: ძლიერი კანის ცვლილებები (ერითემა მულტიფორმის, სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ქავილი, ჭინჭრის ციებ-ცხელება
თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებები
ხშირად: ეაკულაციისა და ორგაზმის დარღვევები, აგრეთვე იმპოტენცია მამაკაცებში, გართულებები შარდის გამოყოფისას (უმეტესად შენელებული შარდის გამოყოფა)
საშუალოდ: ორგაზმის დარღვევები ქალებში, მენორრაგია, შარდის შეკავება
ვენლაფაქსინით თერაპიისას ან მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტებში ადგილი ჰქონდათ თვითმკვლელობის მცდელობის გამოვლენას (იხ. პუნქტი 2, ,,განსაკუთრებული სიფრთხილე ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღებისას“)
მოვლენები, რომლებსაც ადგილი აქვთ მკურნალობის დასრულებისას
მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას, დოზირების შემცირებისას და აგრეთვე მკურნალობის თანდათანობით დასრულებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, თავის ტკივილები, ტინიტუსი (ყურებში ხმაური), კრუნჩხვა, გაშეშება, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, უძილობა, შიში, ნერვოზულობა, აღგზნებულობა, დაბნეულობა, მსუბუქი მანია, ქავილი კიდურებში, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, ღებინება, გულისრევა, ფაღარათი და ოფლიანობა. ძირითადად ეს სიმპტომები არ ვლინდება ძლიერად და მალევე ქრება.
პედიატრიული პაციენტები
ბავშვებსა და მოზარდებზე ჩატარებული კლინიკური ცდების მონაცემების მიხედვით პედიატრიულ პაციენტებში ვლინდება იგივე გვერდითი მოვლენები, როგორც უფროსებში. ისევე როგორც უფროსებში, პედიატრიულ პაციენტებშიც აღინიშნება მადის დაკარგვა, წონაში დაკლება, მაღალი წნევა და ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში. აგრეთვე აღინიშნება მუცლის ტკივილი, ჰიპერაქტიურობა, მონელების სისტემის დარღვევა (დისპეფსია), მცირე ზომის სისხლჩაქცევები, სისხლდენა ცხვირიდან და კუნთების ტკივილი (მიალგია).
გვერდითი მოვლენების უმეტესობა ქრება თავისთავად. აცნობეთ ექიმს თუ გვერდითი მოვლენები გახანგრძლივდება. აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ძლიერ გამონაყარს კანზე, კანის შეფერილობას ან შეშუპებას ან თუ გვერდითი მოვლენა გამოვლინდება ძლიერი ფორმით ან თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ფურცელჩანართშში.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა. აცნობეთ ექიმს დაუყონებლივ თუ დაორსულდით ან გეგმავთ დაორსულებას ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ით მკურნალობის პერიოდში. ორსულობის დროს ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ით მკურნალობის შესახებ არ არსებობს მონაცემები. არ შეიძლება ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის მიღება ორსულობის დროს, თუ ამას ექიმი არ ჩათვლის აუცილებლად საჭიროდ. თუ მიიღებთ ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ს მშობიარობის პერიოდისათვის, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა ახალშობილს აღენიშნებოდეს ანთებითი პროცესები.
ლაქტაციის პერიოდი. ვენლაფაქსინი და მისი დაშლის პროდუქტი გადადის დედის რძეში. არსებობს საშიშროება, რომ იგი გავლენას იქონიებს ახალშობილზე. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას გააგრძელოთ თუ არა მკურნალობა ვენლაგამათი ლაქტაციის პერიოდში. მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.
მართვისა და კონცენტრირების უნარი
არსებული გამოცდილების მიხედვით არ არის გამორიცხული, რომ ვენლაგამა რეტარდული 150 მგ ცალკეულ შემთხვევებში ზეგავლენას ახდენს ავტომობილის ან რაიმე აპარატურის მართვისა და ექსპლუატაციის დროს რეაგირების უნარზე. განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას ან მისი შეწყვეტის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ პრეპარატი ზეგავლენას ახდენს თქვენს რეაქციის უნარზე. ავტომობილის მართვის ან რაიმე საშიში ელექტრო აპარატურის ექსპლუატაციისას დარწმუნდით, რომ ვენლაგამა არ ახდენს ზეგავლენას თქვენს რეაგირების უნარზე. არ იმუშაოთ უსაფრთხოების გარეშე. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება, რომ ალკოჰოლი ან სხვა დამამშვიდებელი საშუალებები დამატებით კიდევ უფრო ზეგავლენას მოახდენს და დაასუსტებს თქვენს რეაქციებს. 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვენლაგამა რეტარდული 150 მგ შემადგენელი ნივთიერებების შესახებ
ვენლაგამა რეტარდული 15 მგ შეიცავს ყვითელ ფორთოხალს S (E110). ყვითელმა ფორთოხალმა S (E110) შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება
თუ თქვენ ვენლაგამა რეტარდული 150 მგ-ის დიდი დოზით მიღების შემდეგ ვარაუდობთ, რომ შესაძლოა გამოწვეული იქნეს მოწამვლა, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბების მაჩვენებელი სიმპტომები
ვენლაფაქსინის დოზის გადაჭარბების დროს, განსაკუთრებით სხვა ნივთიერებებთან და/ან ალკოჰოლთან კომბინაციაში, აღინიშნება უეცარი EKG-ცვლილებები (ელ. კარდეოლოგიური ცვლილებები), წნევის დაცემა, ტაჰიკარდია, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა (ძილიანობიდ

სად შევიძინოთ?