Nuk
ვიფენდი / Vfend


შემადგენლობა

გარსით დაფარული ტაბლეტები
აქტიური კომპონენტი: ვორიკონაზოლი 50 მგ ან 200 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ოპადრაი თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, გლიცეროლ ტრიაცეტატი).
ლიოფილიზატი
აქტიური კომპონენტი: ვორიკონაზოლი 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სულფობუტილის ეთერის ბეტაციკლოდექსტრინის ნატრიუმის მარილი (SBECD)
აღწერილობა:
ტაბლეტები 50 მგ – თეთრი ან მოთეთრო, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “Pfizer” ერთ მახრეზე და “VOR50” მეორე მხარეს. ტაბლეტები 200 მგ – თეთრი ან მოთეთრო, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით “Pfizer” ერთ მახრეზე და “VOR200” მეორე მხარეს. ლიოფილიზატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად – თეთრი ფერის ლიოფილიზატი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
მოქმედების მექანიზმი:
ვორიკონაზოლი – ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ტრიაზოლური სტრუქტურის ანტიბიოტიკების ჯგუფს.
ვორიკონაზოლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია დემეთილირებული 14 ალფა-სტეროლის ინჰიბირებასთან, სოკოს ციტოქრომ P450-ის მეშვეობით; ეს რეაქცია წარმოადგენს ერგოსტეროლის სინთეზის გადამწყვეტ ეტაპს. In vitro ვორიკონაზოლს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი და აქტიურია შემდეგი გამომწვევების მიმართ: Candida spp. (ფლუკონაზოლისადმი მდგრადი C.Krusei, C. glabrata და C. albicans –ის რეზისტენტული შტამები), ასევე აქვს ფუნგიციდური ეფექტი Aspergilius sp. -ის ყველა შესწავლილი შტამის და პათოგენური სოკოების მიმართ, რაც აქტუალურია ბოლო წლებში, Scedosporium და Fusarium-ის ჩათვლით, რომლებიც შემოფარგლულად მგრძნობიარეა არსებული სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებისადმი.
კლინიკური ეფექტურობა ნაჩვენებია იმ ინფექციების დროს, რომელთა გამომწვევებია: Aspergilius spp., A.flavus, A. fumigatus, A.terreus, A.niger, A.nidulans-ის ჩათვლით, Candida spp., C. albicans, C. glabrata, C. krusei, C. parapsilosis და C. tropicalis - ის ჩათვლით, ასევე, C. dubliniensis, C. inconspicua და C. guilliermondii, Scedosporium spp (S. apiospermum, S. prolificans და fusarium spp.-ის ჩათვლით) გარკვეული შტამების მიმართ.
სხვა სოკოვანი ინფექციები, რომელთა დროსაც გამოიყენება პრეპარატი (ნაწილობრივი ან სრული პასუხი) გამოწვეულია შემდეგი აგენტებით: Alternaeria spp., Blastomyces dermatitidis, Blastoscizomyces capitatus, Cladosporium spp., Coccidiodes immitis, Conidiobolus coronatus, Cryptococcus neofarmans, Exserohilum rostratum, Exophiala spinifera, Fonsecaea pedrosoi, Madurella mycetomatis, Paecilomyces lilacinus, Penicillium spp., p. marneffei,-ის ჩათვლით, Phialophora richardsiae, scopulariopsis brevicaulis da Trichosporon spp. (T. beigelii-ის ჩათვლით).
In vitro ნაჩვენებია აქტივობა Acremonium spp., Alternaria spp., Bipolaris spp., Cladophialophora spp., Histoplasma capsulatum-ის კლინიკური შტამების მიმართ. უმეტესობა შტამების ზრდა ითრგუნება ვორიკონაზოლის კონცენტრაციაზე - 0,05 მკგ/მლ.
In vitro გამოვლენილია მისი აქტივობა Curvularia spp. და Sporothrix spp.-ის მიმართ, თუმცა მისი კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ფარმაკოკინეტიკა
ვორიკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილია ჯანმრთელ ადამიანებში, განსაკუთრებულ ჯგუფებსა და ავადმყოფებში. მისი ფარმაკოკინეტიკა არასწორხაზოვანია მისი მეტაბოლიზმის ხარჯზე. დოზის გაზრდისას აღინიშნება არაპროპორციული (უფრო გამოხატული) AUC-ის მატება (ფართობი მრუდის “კონცენტრაცია - დრო” ქვეშ). გათვლებით, პერორალური დოზის გაზრდა 200 მგ 2ჯერ დღეში 300 მგ-მდე 2 ჯერ დღეში, იწვევს AUCT-ის გაზრდას საშუალოდ 2,5-ჯერ. ინტრავენურად ან პერორალურად დარტყმითი დოზების გამოყენებისას პლაზმაში კონცენტრაცია უთანაბრდება მუდმივს 24 საათის განმავლობაში. თუ პაციენტი არ იღებს დარტყმით დოზას, განმეორებითი მიღებისას 2-ჯერ დღეში ხდება პრეპარატის კუმულაცია, ხოლო თანაბარი კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა მე-6 დღისთვის. ვორიკონაზოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება შიგნით მიღების შემდეგ; მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ მიღებიდან. ვორიკონაზოლის ბიოშეღწევადობა შიგნით მიღებისას შეადგენს 96%-ს. განმეორებითი მიღებისას ცხიმიან საკვებთან ერთად ჩმახ და AUჩტ ქვეითდება 34% და 24% -ით შესაბამისად. პრეპარატის შეწოვა არ არის დამოკიდებული კუჭის წვენის პH-ზე.
ვორიკონაზოლის განაწილების გამოთვლითი მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში შეადგენს 4,6 ლ/კგ, რაც მიანიშნებს პრეპარატის ფართო განაწილებას ქსოვილებში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 58%-ს. ვორიკონაზოლი ვლინდება ცერებროსპინალურ სითხეში.
ვორიკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება მაღალი ინდივიდუალური ვარიაბელობით. In vitro გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვორიკონაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლისმიერი ცოქრომ –P450 იზოფერმენტების – CYP2C19, CYP2C9 და CYP3A4 –ის მოქმედებით. In vitro კვლევები ასევე მოწმობს, რომ CYP2C19 ასრულებს მნიშვნელოვან როლს ვორიკონაზოლის მეტაბოლიზმში. ეს ფერმენტი ავლენს გენეტიკურ პოლიმორფიზმს. მაგალითად, ვორიკონაზოლის მეტაბოლიზმის დაქვეითება შეიძლება აღინიშნოს 15-20% აზიატებში და 3-5% ევროპეიდული და ნეგროიდული რასის წარმომადგენლებში. გამოკვლევებმა ევროპეიდული რასის წარმომადგენლებსა და იაპონელებში აჩვენა, რომ პაციენტებში ვორიკონაზოლის დაქვეითებუილი მეტაბოლიზმით AUჩტ საშუალოდ 4-ჯერ მეტია, ვიდრე ჰომოზიგოტურ პაციენტებში აქტიური მეტაბოლიზმით. ჰეტეროზიგოტურ პაციენტებში აქტიური მეტაბოლიზმით AUჩტ საშუალოდ 2-ჯერ მეტია, ვიდრე ჰომოზიგოტებში. ვორიკონაზოლის ძირითადი მეტაბოლიტია N-ოქსიდი, რომლის წილი პლაზმაში მოცირკულირე მონიშნულ მეტაბოლიტებს შორის საშუალოდ შეადგენს 72%-ს. ამ მეტაბოლიტს აქვს მინიმალური სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა და დიდ როლს არ ასრულებს ვორიკონაზოლის საერთო ეფექტურობაში. ვორიკონაზოლი გამოიყოფა ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმით, უცვლელი სახით შარდთან გამოიყოფა პრეპარატის დოზის 2%-ზე ნაკლები. ინტრავენური და პერორალური მონიშნული ვორიკონაზოლის განმეორებითი გამოყენების შემდეგ შარდში ვლინდება 80% და 83% რადიაქტიური დოზისა შესაბამისად. საერთო დოზის უმეტესი ნაწილი (94%-ზე მეტი) გამოიყოფა პირველ 96 საათში პერორალური და ინტრავენური გამოყენებიდან. ვორიკონაზოლის ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი დამოკიდებუილია დოზაზე და შეადგენს მიახლოებით 6 სთ-ს პრეპარატის შიგნით მიღებისას დოზით - 200 მგ. ფარმაკოკინეტიკის სწორხაზოვნებასთან დაკავშირებით, ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი არ გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ვორიკონაზლის კუმულაცია ან გამოყოფა. ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ ჯგუფებში
სქესი:
პერორალური განმეორებითი გამოყენებისას ჯანმრთელ ახალგაზრდა ქალებში ჩმახ და AUCT იყო შესაბამისად 83% და 113%-ით მეტი, ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელ მამაკაცებში (18-45წ). მნიშვნელოვანი განსხვავებები Cmax და AUCT-ს მნიშვნელობებში ხანდაზმულ ჯანმრთელ ქალებსა და ხანდაზმულ ჯანმრთელ მამაკაცებს შორის (65 წლამდე) არ არის. სქესთან დაკავშირებით დოზის კორექციის აუცილებლობა არ არის აღნიშნული. პლაზმაში კონცენტრაცია ქალებსა და მამაკაცებს მსგავსი აქვთ.
ასაკი
პერორალური განმეორებითი გამოყენებისას ხანდაზმულ ჯანმრთელ მამაკაცებში (65 წლამდე) Cmax და AUCT იყო შესაბამისად 61% და 86%-ით მეტი, ვიდრე ახალგაზრდა ჯანმრთელ მამაკაცებში (18-45 წ). მნიშვნელოვანი განსხვავებები ჩმახ და AUჩტ-ს მნიშვნელობებში ხანდაზმულ ჯანმრთელ ქალებსა (65 წლამდე) და ახალგაზრდა ჯანმრთელ ქალებს შორის (18-45 წ) არ არის. ვორიკონაზოლის უსაფრთხოება ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში მსგავსია, რასთანაც დაკავშირებით დოზის კორექცია ხანდაზმულ ასაკში არ არის საჭირო. პრეპარატის საშუალო სტაბილური კონცენტრაციები პლაზმაში ბავშვებში, რომლებიც იღებენ დოზას 4 მგ/კგ 12 საათში ერთხელ, შეესაბამება ამ მაჩვენებელს მოზრდილებში, რომლებიც იღებენ ვორიკონაზოლს 3 მგ/კგ 12 საათში ერთხელ. საშუალო კონცენტრაცია შეადგენდა 1186 ნგ/მლ ბავშვებში და 1155 ნგ/მლ მოზრდილებში. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა 2 – დან 12 წლამდე ბავშვებისთვის შეადგენს 4 მგ/კგ 12 საათში ერთხელ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ვორიკონაზოლის ერთჯერადი პერორალური მიღებისას დოზით 200 მგ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით ან თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 41-60 მლ/წთ) ან მძიმე დაღღვევისას (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები) პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა არსებითად არ არის დამოკიდებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის სიმძიმეზე. ვორიკონაზოლის ცილებთან კავშირი მსგავსია სხვადასხვა სიმძიმის თირკმლის უკმარისობის შემთხვევებში (იხ. “მიღებვის გზები და დოზირება” და “განსაკუთრებული მითითებები”). თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევისას (კრეატინინის შრატისმიერი დონე ≥ 220 მკმოლ/ლ, ან 2,5 მგ/დლ) აღინიშნება დამხმარე ნივთიერების –SBECD კუმულაცია, რომელიც შედის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზატის შემადგენლობაში. დოზირებისა და მონიტორინგის რეკომენდაციები იხ. განყოფილებაში “მიღების გზები და დოზირება” და “განსაკუთრებული მითითებები”.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ვორიკონაზოლის ერთჯერადი პერორალური მიღებისას დოზით 200 მგ პაციენტებში მსუბუქი ან ზომიერად მძიმე ღვიძლის ციროზით (Child-Pugh A და B)AUC არის 233%-ით უფრო მაღალი, ვიდრე პაციენტებში ღვიძლის ნორმალური ფუნქციით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა არ მოქმედებს ვორიკონაზოლის და პლაზმის ცილების კავშირზე. განმეორებითი პერორალური მიღებისას ვარიკონაზოლის AUCT შესაბამისია პაციენტებში ღვიძლის ზომიერად გამოხატული ციროზით (Child-Pugh B), რომლებიც იღებდნენ პრეპარატს შემანარჩუნებელი დოზით 100 მგ 2-ჯერ დღეში და პაციენტებში ღვიძლის ნორმალური ფუნქციით, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს დოზით 200 მგ 2-ჯერ დღეში. ღვიძლის მძიმე ციროზით (Child-Pugh C) დაავადებულებში ვორიკონაზოლის ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები არ არის. დოზირების რეკომენდაციები იხ. განყოფილებაში “მიღების გზები და დოზირება”.

ჩვენებები
• ინვაზიური ასპერგილოზი
• კანდიდოზური ინფექციების მძიმე ინვაზიური ფორმები (C.Krusei)
• საყლაპავის კანდიდოზი
• მძიმე სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული შცედოსპორიუმ სპპ და Fუსარიუმ სპპ.-თი
• სხვა მძიმე სოკოვანი ინფექციები სხვა პრეპარატების აუტანლობისას ან მათ მიმართ რეფრაქტერობისას
• “გამჭოლი” სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ცხელებით დაავადებულ პაციენტებში მაღალი რისკის ჯგუფით (ალოგენური ძვლის ტვინის რეციპიენტები, ავადმყოფები ლეიკოზის რეციდივით).

მიღების წესები და დოზები
გარსით დაფარული ტაბლეტები
შიგნით, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზატი
ინტრავენურ ინფუზიამდე საჭიროა ვორიკონაზოლის ფხვნილის გახსნა და დამატებითი განზავება (იხ. “გამოყენების ინსტრუქცია”)
საინფუზიო ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბოლუსური ინექციის სახით (ნაკადურად).
ვორიკონაზოლის შეყვანა რეკომენდებულია სიჩქარით არა უმეტეს 3 მგ/კგ/სთ 1-2 საათის განმავლობაში.
თერაპიის დაწყებამდე საჭიროა ისეთი ელექტროლიტური დარღვევების კორექცია, როგორიცაა ჰიპოკალემია, ჰიპომაგნემია და ჰიპოკალცემია (იხ. “გვერდითი მოვლენები”) გამოყენება მოზრდილებში ვორიკონაზოლის დანიშვნა ინტრავენურად ან შიგნით საჭიროა დაიწყოს რეკომენდებული საწყისი დამტვირთავი დოზით, რომ პირველივე დღეს მიიღწიოს შრატში ის კონცენტრაცია, რაც მიახლოებულია სტაბილურთან. მაღალი ბიოშეღწევადობის გათვალისწინებით (96%, იხ. ფარმაკოკინეტიკა) პრეპარატის შიგნით მიღებისას, კლინიკური ჩვენების არსებობისას შესაძლოა გადასვლა ინტრავენური მიღებიდან პერორალურზე.
ცხრილში მოყვანილია დაწვრილებითი ინფორმაცია პრეპარატის დოზირების შესახებ:

 ინტრავენურიშიგნით
  პაციენტები სხეულის მასით 40 კგ და მეტიპაციენტები სხეულის მასით 40 კგ-მდე
დამტვირთავი დოზა – ყველა ჩვენება (პირველი 24 სთ)6 მგ/კგ 12 საათში ერთხელ (პირველი 24 სთ-ის განმავლობაში)400 მგ 12 საათში ერთხელ (პირველი 24 სთ-ის განმავლობაში)200 მგ 12 საათში ერთხელ (პირველი 24 სთ-ის განმავლობაში)
შემანარჩუნებელი დოზა (პირველი 24 სთ-ის შემდეგ)პროგრესირებადი ინფექციების პროფილაქტიკა3 მგ/კგ 12 საათში ერთხელ200 მგ 12 საათში ერთხელ100 მგ 12 საათში ერთხელ
მძიმე ინვაზიური კანდიდოზური ინფექციები / ინვაზიური ასპერგილოზი / Scedodporium და Fusarium-ით გამოწვეული ინფექციები / სხვა სერიოზული ინფექციები4 მგ/კგ 12 საათში ერთხელ200 მგ 12 საათში ერთხელ100 მგ 12 საათში ერთხელ
საყლაპავის კანდიდოზირეკომენდებული არ არის200 მგ 12 საათში ერთხელ100 მგ 12 საათში ერთხელ


დოზის შერჩევა:
გარსით დაფარული ტაბლეტები
მკურნალობის არასაკმარისი ეფექტურობისას შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება გაიზარდოს 300 მგ-მდე 12 საათში ერთხელ შიგნით მისაღებად. 40 კგ-ზე ნაკლები მასის შემთხვევეაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 150 მგ-მდე 12 საათში ერთხელ.
თუ პაციენტი ვერ აიტანს პრეპარატს მაღალი დოზით, შემანარჩუნებელ პერორალურ დოზას ამცირებენ საფეხურებრივად 50 მგ-ობით 200 მგ-მდე 12 საათში ერთხელ (ან 100 მგ-მდე 12 საათში ერთხელ 40 კგ –ზე ნაკლები მასის პაციენტებში).
ფენიტოინის გამოყენება შეიძლება ვორიკონაზოლთან ერთად, თუ უკანასკნელის შემანარჩუნერბელ დოზას გაზრდიან 200-დან 400 მგ-მდე 12 საათში ერთხელ (100-დან 200 მგ-მდე 12 საათში ერთხელ 40 კგ –ზე ნაკლები მასის პაციენტებში).
(იხ. “ურთიერთქმედება” და “განსაკუთრებული მითითებები”).
რიფაბუტინის გამოყენება შეიძლება ვორიკონაზოლთან ერთად, თუ უკანასკნელის შემანარჩუნებელ დოზას გაზრდიან 200-დან 350 მგ-მდე 12 საათში ერთხელ შიგნით მისაღებად (100-დან 200 მგ-მდე 12 საათში ერთხელ 40 კგ –ზე ნაკლები მასის პაციენტებში). (იხ. “ურთიერთქმედება” და “განსაკუთრებული მითითებები”).
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტსა და მიკოლოგიური ანალიზის შედეგებზე.
საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზატი:
მკურნალობის არასრული ეფექტურობისას შემანარჩუნებელი დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 მგ/კგ-მდე 12 საათში ერთხელ ინტრავენურად. მაღალი დოზების აუტანლობის შემთხვევაში ივ შემანარჩუნებელ დოზას აქვეიტებენ 3 მგ/კგ-მდე 12 საათში ერთხელ. შეიძლება რიფაბუტინის და ფენიტოინის გამოყენება ვორიკონაზოლთან ერთად, თუ უკანასკნელის შემანარჩუნებელ დოზას გაზრდიან 5 მგ/კგ-მდე 12 საათში ერთხელ (იხ. “ურთიერთქმედება” და “განსაკუთრებული მითითებები”).
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტსა და მიკოლოგიური ანალიზის შედეგებზე.
გამოყენება ხანდაზმულებში
დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში არ არის საჭირო.
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში
გარსით დაფარული ტაბლეტები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ მოქმედებს ვორიკონაზოლის პერორალური მიღების შემთხვევაში ფარმაკოკინეტიკაზე. ამიტომ, დოზის კორექცია პერორალური მიღების დროს პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან გამოხატული დარღვევებით არ არის საჭირო. საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზატი:
თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან გამოხატული დარღვევისას (კრეატინინის კლიერენსი ნაკლებია 50 მლ/წთ) აღინიშნება დამხმარე კომპონენტის SBECD კუმულაცია. ასეთ პაციენტებში ვორიკონაზოლი ინიშნება შიგნით მისაღებად გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რისკისა და სარგებელის შეფარდება ამართლებს ინტრავენურ მიღებას. ასეთ სიტუაციებში საჭიროა კრეატინინის დონის რეგულარული კონტროლი; მისი მომატების შემთხვევაში საუბარია ვორიკონაზოლის პერორალურ მიღებაზე გადასვლაზე.
ვორიკონაზოლი გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს კლირენსით 121 მლ/წთ.
ჰემოდიალიზის 4 საათიანი სეანსი არ იწვევს ვორიკონაზოლის უმეტესი დოზის გამოდევნას და არ არის მისი კორექციის საჭიროება. SBECD გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს კლირენსით 55 მლ/წთ.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს
ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, რაც ვლინდება ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების (ალტ, ასტ) აქტივობის მატებით, დოზის კორექცია საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი მათი შემდგომი მატების გამვლენის მიზნით.
ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ციროზის შემთხვევაში (Child-Pugh A და B) რეკომენდებულია სტანდარტული დარტყმითი დოზების დანიშვნა, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა ქვეითდება 2-ჯერ.
ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის დროს ვორიკონაზოლი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს, და პრეპარატის ტოქსიურობის ნიშნების გამოვლენის მიზნით კონტროლის ქვეშ.
გამოყენება ბავშვებში
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ვორიკონაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი (იხ. ფარმაკოდინამიკა). ამასთან დაკავშირებით, ვორიკონაზოლის დანიშვნა არ არის რეკომენდებული ამ ასაკში.
ბავშვებში გამოყენების გამოცდილება მწირია, რაც ართულებს ოპტიმალური დოზის შერჩევას. მაგრამ ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში ბავშვებში ვორიკონაზოლის გამოყენება ხდებოდა შემდეგი სქემებით:
ბავშვები 2-დან 12 წლამდე

 ინტრავენურადშიგნით
გამაჯერებელი დოზა (პირველი 24 საათი)6 მგ/კგ 12 საათში ერთხელ (პირველი 24 სთ-ის განმავლობაში)6 მგ/კგ 12 საათში ერთხელ (პირველი 24 სთ-ის განმავლობაში)
შემანარჩუნებელი დოზა (პირველი 24 საათის შემდეგ)4 მგ/კგ 12 საათში ერთხელ4 მგ/კგ 12 საათში ერთხელ


თუ ბავშვს შეუძლია ტაბლეტის გადაყლაპვა, დოზას ამრგვალებენ მიახლოებულ დოზამდე მგ/კგ-ში, 50 მგ-ის ჯერადად, და უნიშნავენ მთლიანი ტაბლეტების სახით.
ფარმაკოკინეტიკა და უფრო მაღალი დოზების ამტანობა ბავშვებში შესწავლილი არ არის.
მოზარდებში 12-დან 16 წლამდე დოზირება ხდება ისევე, როგორც მოზრდილებში.
საინფუზიო ხსნარის მომზადების ინსტრუქცია
ვორიკონაზოლი გამოდის ერთჯერადი გამოყენების ფლაკონებში. ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 19 მლ საინექციო წყალში. შედეგად მიიღება 20 მლ გამჭვირვალე კონცენტრატი, რომელიც შეიცავს 10 მგ/მლ ვორიკონაზოლს. თუ გამხსნელი არ ხვდება ფლაკონში ვაკუუმის მოქმედებით, ფლაკონის გამოყენება არ შეიძლება. გამოყენებამდე კონცენტრატის საჭირო მოცულობას (იხ. ცხრილი) ამატებენ რეკომენდებულ შეთავსებად საინფუზიო ხსნარს (იხ. ქვემოთ). საბოლოოდ მიიღება ვორიკონაზოლის ხსნარი, რომელიც შეიცავს 0,5-5 მგ/მლ.
10 მგ/მლ ვიფენდის კონცენტრატის საჭირო მოცულობა

სხეულის მასა (კგ)10 მგ/მლ ვიფენდის კონცენტრატის მოცულობა,საჭირო მოსამზადებლად:
 დოზა 3 მგ/კგ (ფლაკონების რიცხვი)დოზა 4 მგ/კგ (ფლაკონების რიცხვი)დოზა 6 მგ/კგ (ფლაკონების რიცხვი)
309.0 მლ (1)12 მლ (1)18 მლ (1)
3510.5 მლ (1)14 მლ (1)21 მლ (2)
4012.0 მლ (1)16 მლ (1)24 მლ (2)
4513.5 მლ (1)18 მლ (1)27 მლ (2)
5015.0 მლ (1)20 მლ (1)30 მლ (2)
5516.5 მლ (1)22 მლ (2)33 მლ (2)
6018.0 მლ (1)24 მლ (2)36 მლ (2)
6519.5 მლ (1)26 მლ (2)39 მლ (2)
7021.0 მლ (2)28 მლ (2)42 მლ (3)
7522.5 მლ (2)30 მლ (2)45 მლ (3)
8024.0 მლ (2)32 მლ (2)48 მლ (3)
სად შევიძინოთ?