ვიტამინი C / Vitamin C


შემადგენლობა

სამკურნალწამლო ფორმა: შუშხუნა ტაბლეტები
შემადგენლობა:
ერთი შუშხუნა ტაბლეტი, 250 მგ – შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ასკორბინის მჟავა 250 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი, ლიმონმჟავა, საქაროზა, ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის რიბოფლავინის ფოსფატი, ნატრიუმის საქარინატი, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ბენზოატი, პოვიდონი - K30.
ერთი შუშხუნა ტაბლეტი, 1000 მგ – შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ასკორბინის მჟავა 1000 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი, ლიმონმჟავა, სორბიტოლი, ლიმონის არომატიზატორი, ნატრიუმის რიბოფლავინის ფოსფატი, ნატრიუმის საქარინატი, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ბენზოატი, პოვიდონი-K30.
აღწერილობა:
ბრტყელცილინდრული ფორმის ღია მოყვითალო ან ყვითელი ფერის, მრგვალი ტაბლეტები ორივე მხარეზე ღარით და ხორკლიანი ზედაპირით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ასკორბინის მჟავა წარმოადგენს ვიტამინს, ახდენს მეტაბოლურ ზემოქმედებას, არ წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში, არამედ ხვდება მხოლოდ საკვებთან ერთად. არაბალანსირებული და არასრულფასოვანი კვების დროს ადგილი აქვს ასკორბინის მჟავის დეფიციტს.
მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში, სისხლის შედედებაში, ქსოვილების რეგენერაციაში; ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას, ამცირებს B1, B2, A, E ვიტამინებზე, ფოლის მჟავაზე, პანთოტენის მჟავაზე მოთხოვნას. მონაწილეობს ფენილალანინის, თიროზინის, ფოლის მჟავის, ნორეპინეფრინის, ჰისტამინის, რკინის მეტაბოლიზმში, კარბოჰიდრატების უტილიზაციაში, ლიპიდების, პროტეინების, კარნიტინის სინთეზში, იმუნურ რეაქციებში, სეროტონინის ჰიდროქსილირებაში, აძლიერებს არაჰემური რკინის აბსორბციას. აქვს ანტიაგრეგანტული და გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები. არეგულირებს H+ ტრანსპორტს უამრავ ბიოქიმიურ რეაქციაში, აუმჯობესებს ტრიკარბონმჟავას ციკლში გლუკოზის ათვისებას, მონაწილეობს ტეტრაფოლმჟავას წარმოქმნასა და ქსოვილების რეგენერაციის პროცესებში, სტეროიდული ჰორმონების, კოლაგენის, პროკოლაგენის სინთეზში; უზრუნველყოფს უჯრედშორისი ნივთიერების კოლოიდურ მდგომარეობას და კაპილარების ნორმალურ განვლადობას (თრგუნავს ჰიალურონიდაზას). ააქტივებს პროტეოლიზურ ფერმენტებს, მონაწილეობს არომატული ამინომჟავების, პიგმენტების და ქოლესტერინის ცვლაში, ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას. ღვიძლში სუნთქვითი ფერმენტების აქტივაციის გზით აძლიერებს მის დეზინტოქსიკაციურ და ცილის მასინთეზებელ ფუნქციებს, ზრდის პროთრომბინის სინთეზს.
აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, აღადგენს პანკრეასის გარეგანსეკრეტორულ ფუნქციას და ფარისებრი ჯირკვლის შინაგანი სეკრეციის ფუნქციას.
არეგულირებს იმუნოლოგიურ რეაქციებს (ააქტივებს ანტისხეულების, C3 კომპლემენტის, ინტერფერონის სინთეზს), ხელს უწყობს ფაგოციტოზს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი.
ამუხრუჭებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას და აჩქარებს მის დეგრადაციას, თრგუნავს პროსტაგლანდინების და ანთებისა და ალერგიული რეაქციების სხვა მედიატორების წარმოქმნას.
დაბალ დოზებში (150-250 მგ/დღეში ორალურად) აუმჯობესებს დეფეროქსამინის კომპლექსების წარმომქმნელ ფუნქციას რკინის პრეპარატებით ქრონიკული ინტოქსიკაციის დროს, რაც იწვევს უკანასკნელის გამოყოფის გაძლიერებას.

ფარმაკოკინეტიკა
შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (უპირატესად წვრილ ნაწლავში). დოზის გაზრდით 200 მგ-მდე შეიწოვება 140 მგ (70%). დოზის შემდგომი გაზრდით შეწოვა მცირდება (50-20%). პლაზმის ცილებთან კავშირი – 25%. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, დიარეა ან ყაბზობა, ჭიებით ინვაზია, ლამბლიოზი), ახალი ხილის და ბოსტნეულის წვენების, ტუტე წყლების გამოყენება ამცირებს ნაწლავში მის შეწოვას.
პლაზმაში ასკორბინის მჟავას კონცენტრაცია ნორმაში შეადგენს მიახლოებით 10-20 მკგ/მლ, ორგანიზმში მარაგი შეადგენს დაახლოებით 1,5 გ-ს ყოველდღიური რეკომენდებული დოზის მიღებისას 200 მგ/დღეში მიღებისას; მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო ორალური მიღებისას – 4 სთ.
ადვილად აღწევს ლეიკოციტებში, თრომბოციტებში, შემდეგ კი – ყველა ქსოვილში; ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღიშნება ჯირკვლოვან ორგანოებში, ლეიკოციტებში, ღვიძლში და თვალის ბროლში; დეპონირდება ჰიპოფიზის უკანა წილში, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში, თვალის ეპითელში, სათესლე ჯირკვლების ინტერსტიციულ უჯრედებში, საკვერცხეებში, ღვიძლში, ელენთაში, პანკრეასში, ფილტვებში, თირკმელებში, ნაწლავის კედელში, გულში, კუნთებში, ფარისებრ ჯირკვალში; გადის პლაცენტაში; ასკორბინის მჟავას კონცენტრაცია ლეიკოციტებსა და თრომბოციტებში უფრო მაღალია, ვიდრე ერითროციტებსა და პლაზმაში; დეფიციტური მდგომარეობების დროს მისი კონცენტრაცია ლეიკოცეტებში ქვეითდება გვიან და უფრო ნელა და ითვლება დეფიციტის შეფასების უკეთეს კრიტერიუმად, ვიდრე პლაზმაში მისი კონცენტრაცია.
მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში დეზოქსიასკორბინის მჟავას წარმოქმნით და შემდგომში მჟაუნძმარმჟამვად და დიკეტოგულონმჟავად.
გამოიყოფა თირკმლით, ნაწლავებით, ოფლით, ქალის რძით შეუცვლელი ასკორბატების და მეტაბოლიტების სახით.
მაღალი დოზების მიღებისას გამოყოფის სიჩქარე მკვეთრად იზრდება. თამბაქოს წევა და ალკოჰოლის გამოყენება ასკორბინის მჟავას დაშლას აძლიერებს (არააქტიურ მეტაბოლიტებად გარდაქმნა), და აქვეითებს მის მარაგს ორგანიზმში. გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს.

ჩვენებები
ტაბლეტებისთვის, რომლებიც შეიცავს 1000 მგ ასკორბინის მჟავას:
ვიტამინი C დეფიციტის მკურნალობა
ტაბლეტებისთვის, რომლებიც შეიცავს 250 მგ ასკორბინის მჟავას:
C ჰიპო- და ავიტამინოზების მკურნალობა და პროფილაქტიკა, მათ შორის ისეთი მდგომარეობების, რომლებიც განპირობებულია ასკორბინის მჟავაზე გაძლიერებული მოთხოვნილებით, როგორიცაა:gaZlierebuli fizikuri an gonebrivi datvirTva
- გაციების, რესპირატორული ვირუსული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა
- ასთენიური მდგომარეობების დროს;
- გადატანილი დაავადებების შემდგომი აღდგენითი პერიოდი;
- ორსულობა (განსაკუთრებით მრავალნაყოფიანი, ნიკოტინული ან წამლისმიერი დამოკიდებულების ფონზე)

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება ორალურად ჭამის შემდეგ. 1 ტაბლეტს ხსნიან ჭიქა წყალში (200 მლ). არ არის რეკომენდებული ტაბლეტის გადაყლაპვა, დაღეჭვა ან მოწუწნვა.
ვიტამინი C დეფიციტის მკურნალობა: 1000 მგ დღეში;
C ჰიპო- და ავიტამინოზების მკურნალობა და პროფილაქტიკა: 250 მგ დღეში 1-2-ჯერ;
ორსულობის დროს პრეპარატს ნიშნავენ მაქსიმალური დოზით 250 მგ დღეში 10-15 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
ცნს-ის მხრივ: მაღალი დოზების (1000 მგ მეტი) ხანგრძლივი მიღებისას – თავის ტკივილი, ცნს-ის მომატებული აგზნებადობა, უძილობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას – გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაწყლულება.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: პანკრეასის ინსულარული აპარატის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპერგლიკემია, გლიკოზურია).
საშარდე სისტემის მხრივ: ზომიერი პოლაკიურია (600 მგ/დღეში მეტი დოზის მიღებისას), მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას – ჰიპეროქსალურია, ნეფროლითიაზი (კალციუმის ოქსალატის გამო), თირკმლის გლომერულური აპარატის დაზიანება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას – კაპილარების განვლადობის დაქვეითება (შესაძლებელია ქსოვილების ტროფიკის გაუარესება, არტერიული წნევის მატება, ჰიპერკოაგულაცია, მიკროანგიოპათიის განვითარება).
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, კანის ჰიპერემია.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: თრომბოციტოზი, ჰიპერპროთრომბინემია, ერითროპენია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ჰიპოკალიემია.
სხვა: ჰიპერვიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ცხელების შეგრძნება, მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას – ნატრიუმის და სითხის შეკავება, თუთიის, სპილენძის ცვლის დარღვევა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
ბავშვთა ასაკი 18 წლამდე (მოცემული სამკურნალწამლო ფორმისთვის);
დიდი დოზებით (500 მგ მეტი) ხანგრძლივი გამოყენებისას: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპეროქსალურია, ნეფროლითიაზი, ჰემოქრომატოზი, თალასემია;
სიფრთხილით
შაქრიანი დიაბეტი, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; 
ჰემოქრომატოზი, სიდერობლასტური ანემია, თალასემია, ჰიპეროქსალურია, ოქსალოზი, შარდკენჭოვანი დაავადება;

ორსულობა და ლაქტაცია
ყოველდღიური მინიმალური მოთხოვნილება ასკორბინის მჟავაზე ორსულობის II-III ტრიმესტრში შეადგენს დაახლოებით 60 მგ-ს. გასათვალისწინებელია, რომ ნაყოფმა შეიძლება ადაპტაცია განიცადოს ასკორბინის მჟავას მაღალ დოზებზე, რომლებსაც ორსული იღებს და დაბადებისას განუვითარდეს “მოხსნის სინდრომი”.
ყოველდღიური მინიმალური მოთხოვნილება ასკორბინის მჟავაზე ლაქტაციის პერიოდში შეადგენს დაახლოებით 80 მგ-ს. დედის დიეტა, რომელიც შეიცავს ასკორბინის მჟავას ადექვატურ რაოდენობას, საკმარისია ჩვილი ბავშვის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის. თეორიულად არსებობს საფრთხე, როცა დედა ღებულობს ასკორბინის მჟავას მაღალ დოზებს (რეკომენდებულია, დედამ არ გააჭარბოს ასკორბინის მჟავაზე ყოველდღიურ მოთხოვნილებას).

განსაკუთრებული მითითებები
ასკორბინის მჟავით მდიდარი პროდუქტები: ციტრუსები, მწვანილი, ბოსტნეული (წიწაკა, ბროკოლი, კომბოსტო, პომიდორი, კარტოფილი); პროდუქტების შენახვისას (როგორიცაა მაცივარში დიდხანს შენახვა-გაყინვა, გამოხმობა, დამარილება, მარინადის მომზადება), საკვების მომზადებისას (განსაკუთრებით სპილენძის ჭურჭელში), ხილ-ბოსტნეულის დაქუცმაცებისას სალათებისთვის, პიურეს მომზადების დროს – ხდება ასკორბინის მჟავას ნაწილობრივი დაშლა. (ტემპერატურული დამუშავებისას – 30-50%).
ასკორბინის მჟავას მიერ კორტიკოსტეროიდების სინთეზზე მასტიმულირებელი მოქმედების გამო საჭიროა თირკმელზედას ფუნქციაზე და არტერიულ წნევაზე დაკვირვება.
დიდი დოზით ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება დაითრგუნოს პანკრეასის ინსულარული აპარატი, ამიტომ საჭიროა რეგულარული კონტროლი.
რკინის მაღალი შემცველობის შემთხვევაში ასკორბინის მჟავა ინიშნება მინიმალური დოზით.
ამჟამად არ არის დამტკიცებული ასკორბინის მჟავას მიღების ეფექტურობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკის თვალსაზრისით.
ასკორბინის მჟავას მიღება არ არის რეკომენდებული პიორეის, ღრძილების ინფექციური დაავადებების, ჰემორაგიული მოვლენების, ჰემატურიის, ბადურაზე სისხლჩაქცევების, იმუნური სისტემის დარღვევების დროს, ასევე დეპრესიის, დროს, რომელიც არ არის დაკავშირებული C ვიტამინის დეფიციტთან.
ასკორბინის მჟავას დანიშვნამ პაციენტებში სწრაფად პროლიფერირებადი და ინტენსიურად მეტასტაზირებადი სიმსივნეებით შეიძლება გააღრმავოს პროცესი. ასკორბინის მჟავამ როგორც აღმდგენმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტების ცრუ შედეგები (სისხლის გლუკოზა, ბილირუბინის დონე, ღვიძლის ტრანსამინაზების და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობა).

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: მაღალი დოზების (1000 მგ მეტი)ხანგრძლივი მიღებისას – გულისრევა, გულძმარვა, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, მეტეორიზმი, სპაზმური ხასიათის მუცლის ტკივილი, გახშირებული შარდვა, ნეფროლითიაზი, უძილობა, გაღიზიანებულობა, ჰიპოგლიკემია.
მკურნალობა: სიმპტომური, ფორსირებული დიურეზი; ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ზრდის სისხლში ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინის კონცენტრაციას; დოზით 1 გ დღეში ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობას ზრდის (მათ შორის ორალური კონტრაცეპტივების შემადგენლობაში მყოფის). აუმჯობესებს ნაწლავებში რკინის პრეპარატების შეწოვას (გადაჰყავს სამვალენტიანი რკინა ორვალენტიანში), შეიძლება გაზარდოს რკინის გამოყოფა დეფეროქსამინთან ერთად მიღებისას.
აქვეითებს ჰეპარინის და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას. აცეტილსალიცილის მჟავა (ასმ), ორალური კონტრაცეპტივები, ახალი ხილის წვენები და ტუტოვანი წყლები აქვეითებს ასკორბინის მჟავას შეწოვას და ათვისებას. ასმ-თან ერთად მიღებისას იზრდება ასკორბინის მჟავას შარდით გამოყოფა და მცირდება ასმ-ის გამოყოფა. ასმ აქვეითებს ასკორბინის მჟავას შეწოვას დაახლოებით 30%-ით.
სალიცილატებით და ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდებით მკრნალობისას ზრდის კრისტალურიის რისკს, ანელებს მჟავების გამოყოფას თირკმელებით, ზრდის ტუტე რეაქციის პრეპარატების გამოყოფას (მაგ. ალკალოიდები), აქვეითებს სისხლში პერორალური კონტრაცეპტივების კონცენტრაციას.
ზრდის ეთანოლის საერთო კლირენსს, რომელიც, თავის მხრივ, ასკორბინის მჟავას კონცენტრაციას ორგანიზმში აქვეითებს.
ქინოლონის რიგის პრეპარატების, კალციუმის ქლორიდის, სალიცილატების, გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება აქვეითებს ასკორბინის მჟავას მარაგს ორგანიზმში.
ამცირებს იზოპრენალინის ქრონოტროპულ მოქმედებას მასთან ერთად მიღებისას. ხანგრძლივი ან დიდი დოზებით გამოყენებისას შეიძლება დაარღვიოს დისულფირამ-ეთანოლის ურთიერთქმედება.
მაღალ დოზებში მიღებისას ზრდის თირკმელებით მექსილეტინის გამოყოფას.
ბარბიტურატები და პრიმიდონი ზრდის ასკორბინის მჟავას გამოყოფას შარდით. ამცირებს ანტიფსიქოზური საშუალებების (ნეიროლეპტიკების) – ფენოთიაზინის წარმოებულების თერაპიულ ეფექტს, ამფეტამინის და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მილაკოვან რეაბსორბციას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, 15-25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი;
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
III ჯგუფი ( გაიცემა ურეცეპტოდ)

რეგისტრაციის # და თარიღი
#რ-001350 24.11.2009