ვიტამინი С / Vitamin C


შემადგენლობა

ასკორბინის მჟავა – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი; ტალკი; E 104.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი C მრავალმხრივი მოქმედებით ხასიათდება:
ხელს უწყობს ნახშირწყლებისა და ცილების შეთვისებას, საკვებიდან რკინის შეწოვას, სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას; მონაწილეობას ღებულობს სისხლის შედედების, ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, მათს შორის ვიტამინ B12-ის სინთეზში; ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა კედლების განვლადობას.
ამ პროცესებში მონაწილეობით ვიტამინი C გავლენას ახდენს ანთებით და ალერგიულ რეაქციებზე და ხელს უწყობს აღდგენითი და დამცველობითი პროცესების მიმდინარეობას ორგანიზმში. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას.

ფარმაკოკინეტიკა
არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები

ჩვენებები
ჰიპო- და ავიტამინოზი, დაქვეითებული იმუნორეზისტენტობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა; ღრძილებიდან სისხლდენა, მადის დაქვეითება, გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა; გადაღლილობა, ასთენიური მდგომარეობა, რკინადეფიციტური ანემიები, სისხლდენებისადმი მიდრეკილება, გამოწვეული კაპილარების კედლების გაზრდილი განვლადობით, დაავადებების გადატანის შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი;

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორულად ჭამის შემდეგ.
მოზრდილებში: 100 მგ-დან 600 მგ-მდე დღე-ღამეში (1-დან 6 ტაბლეტამდე დღე-ღამეში); 
ბავშვებში _ 1-დან 6 წლამდე _ 100 მგ (ერთი ტაბლეტი დღე-ღამეში);
ბავშვები 6 წლის ზემოთ _ 100მგ-დან 300 მგ-მდე (ერთიდან 3 ტაბლეტამდე დღე-ღამეში);

გვერდითი მოვლენები
მითითებული დოზების მიღებისას გვერდითი რეაქციები არ აღინიშნება.
ვიტამინი С-ს მაღალი დოზების გახანგრძლივებული მიღებისას (1 გ-ზე მეტი დღეში) შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილები, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კანის სიწითლე, შარდის გაძლიერებული გამოყოფა.
მაღალი დოზების მიღებამ შეიძლება შექმნას პირობა თირკმელებში კენჭების წარმოშობისთვის.

უკუჩვენება
ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელი ზოგიერთი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ვიტამინი C რეკომენდებულია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
(სიფრთხილე): 
თამბაქოს მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ვიტამინი С-ს შეთვისების უნარის შემცირება. ვიტამინის მაღალი დოზებით მიღებამ (2გ-ზე მეტი დღე-ღამეში) შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე.
ვიტამინი С-ს მსუბუქი მასტიმულირებელი მოქმედების გამო, მისი მიღება არ არის რეკომენდებული საღამოს საათებში. 
ვიტამინი С-ს მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადების მქონე ავადმყოფებში (ფენილკეტონურია, გლუკოზო-6-ფოსფატაზას დეფიციტი, ჰემოქრომატოზი, თალასემია, გლუკოზო- იზომალტაზური უკმარისობა, სიდერობლასტური ანემია), თირკმელ-კენჭოვანი დაავადებებისას, ასევე, სისხლის მომატებული შედედებისუნარიანობის შემთხვევაში. 
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
ვიტამინი C არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება
ვიტამინი C მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია, თავის ტკივილი, თირკმელებში კენჭების წარმოქმნა, პოლიურია, კრუნჩხვები, დიარეა, ღებინება, გულისრევა. შარდის მჟავიანობის მნიშვნელოვანი გაზრდის გამო არსებობს თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის რისკი (ურატული, ოქსალატური და ცისტეინური). მკურნალობა სიმპტომურია. ვიტამინი C ტოქსიკური დონეები არ მიიღწევა, ვინაიდან დიდი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად. ლიტერატურაში აღწერილია 4 თვის განმავლობაში 15 გ ვიტამინი C ყოველდღიურად მიღების შემთხვევა გვერდითი რეაქციების გამოვლინების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი С მონაწილეობს რიგი სამკურნალო საშუალებების ცვლაში.
აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროული მიღებისას ვიტამინი С ზრდის სალიცილატების მოქმდების ეფექტს. 
შეიძლება შეასუსტოს ამფეტამინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მოქმედება. დეფეროქსამინთან ერთდროული მიღებისას ზრდის რკინის გამოყოფას შარდთან ერთად. მაღალ დოზებში მიღებისას С ვიტამინმა შეიძლება გაახანგრძლივოს სისხლის შედედების პროცესები და და შეასუსტოს ანტიკოაგულანტების მოქმედება.
ასკორბინის მჟავა ზრდის ესტროგენული პრეპარატების და ყველა პერორალური კონტრაცეპტული საშუალების კონცენტრაციას სისხლში.
ვიტამინი С –სა და ვიტამინ B12 –ის მიღებათა შორის აუცილებელია 2 - საათიანი ინტერვალის დაცვა, ვინაიდან ვიტამინი B12 იშლება ვიტამინ С –სთან ერთდროული მიღებისას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).