Nuk
ვიტრუმი პლუსი / VITRUM Plus


შემადგენლობა

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
ვიტამინები:
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი და ბეტა-კაროტინი1) - 5000 სე2
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 400 სე3
ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი) - 30 სე4
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 60 მგ 
ვიტამინი B1 (თიამინი) - 1,5 მგ 
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 1,7 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 2 მგ
ნიკოტინამიდი - 20 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) - 6 მკგ
ფოლის მჟავა - 400 მკგ 
ბიოტინი - 30 მკგ 
პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატი) - 10 მგ
ვიტამინი K1(ფიტომენადიონი) - 25 მკგ
კალციუმი (კალციუმის ჰიდროფოსფატი) - 162მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) - 100მგ
კალიუმი (კალიუმის ქლორიდი) - 40მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) - 18მგ
სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) - 2მგ
თუთია (თუთიის ოქსიდი) - 15მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) - 25მკგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) - 2.5მგ
კალა (კალის ქლორიდი) - 10 მკგ
ნიკელი (ნიკელის სულფატი) - 5მკგ
სილიციუმი (სილიციუმის დიოქსიდი) - 10 მკგ 
ვანადიუმი (ნატრიუმის მეტავანადატი) - 10 მკგ
ქლორიდი (კალიუმის ქლორიდი) - 36.3მგ
ფოსფორი (კალციუმის ჰიდროფოსფატი) - 125მგ
მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატი) - 25მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) - 25მკგ
იოდი (კალციუმის იოდიდი) - 150მკგ

1 - სინონიმი ბეტა-კაროტინი
2 - ექვივალენტურია რეტინოლის 1515მკგ ექვივალენტის
3 - 10მკგ ქოლეკალციფეროლის აცეტატის ექვივალენტი
4 - 30 მგ ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის ექვივალენტი
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი, საღებავი მზის ჩასვლა ყვითელი (E110), საღებავი წითელი (E129).
აღწერილობა: ატმის ან მოთეთრო-ატმისფერი კაფსულის მაგვარი შემოგარსული ტაბლეტები, ტაბლეტის ერთ მხარეს გამყოფი ნაზოლით და მეორე მხარეს ”VITRUM” გრავირებით. დასაშვებია სპეციფიკური სუნის არსებობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების თვისებებით. 
თანამედროვე დაბალანსებული კომპლექსი შეიცავს, 13 ვიტამინს და 17 მინერალურ ნივთიერებას. დღეში ერთი ტაბლეტი უზრუნველყოფს ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს ყველა იმ ვიტამინით და მინერალური ნივთიერებით, რომელიც საჭიროეა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ჩვენებები
ჰიპოვიტამინოზის, მინერალური ნივთიერებებისა და მიკროელემენტების უკმარისობის პროფილაქტიკა, მათ შორის:
- ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის პერიოდში, გადატანილი ავადმყოფობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდში;
- არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

მიღების წესები და დოზები
ზრდასრულებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – დღეში 1 ტაბლეტი კვების შემდეგ. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; A ჰიპერვიტამინოზი; D ჰიპერვიტამინოზი; 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია. 
გავლენას არ ახდენს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები: გულისრევა, სისუსტე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა. შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას მიმართეთ ექიმს. 
მკურნალობა: გააქტიურებული ნახშირი შიგნით მისაღებად, კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი შეიცავს რკინასა და კალციუმს, შესაბამისად, აფერხებს ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკების და, ასევე ანტიმიკრობული საშუალებების - ფტორქინოლონების წარმოებულების შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მოქმედებას და გვერდითი ეფექტების განვითარებას. ალუმინის, მაგნიუმის, კალციუმის, ასევე ქოლესტირამინის შემცველი ანტაციდური პრეპარატები, ამცირებენ რკინის შეწოვას. თიაზიდების ჯგუფის დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების საშიშროება (სისხლში კალციუმის მომატებული შემცველობა). 
”VITRUM”-ის გამოყენება A და D ვიტამინების შემცველ პრეპარატებთან ერთად დაუშვებელია. ეს ზრდის ამ ვიტამინების ჭარბი დოზით დაგროვების საშიშროებას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 10-30oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?